QronikaPlus
ევროპა ამერიკას აზიაში ჩასვლა ჩრდილოეთ პოლუსის გავლით მოუწევთ

ევროპა ამერიკას აზიაში ჩასვლა ჩრდილოეთ პოლუსის გავლით მოუწევთ

2014-08-06 11:23:05

ევროპული ავიაკომპანიების თვითმფრინავებს, აზიაში ჩაფრენა ჩრდილოეთ პოლუსის გავლით მოუწევთ. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ავია მარშრუტის რუქის შედგენა, რუსეთის მიერ ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებზე , მათ მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების, საპასუხო ნაბიჯმა გამოიწვია. აღნიშნული ცვლილებები ფრენის დროს რამოდენიმე საათით გაახანგძლივებს და ბილეთის ღირებულება 50-70% მოიმატებს. ინფორმაციას ბელგიის მფრინავთა ასოციაციის თავმჯდომარეზე ფრანსუა უიტენხოვეზე დაყრდნობით სააგენტო ИТАР-ТАСС-ი ავრცელებს. მისი თქმით ,,არსებობს სხვა ალტენატივაც, მაგალითად სპარსეთის ყურე, მაგრამ ევროპულ და ამერიკულ ავიაკომპანიებს ერაყის, ირანის, ავრანეთის და სირიის თავზე მოუწევთ ფრენა და აღნიშნული მარშრუტი უსაფრთხო ვერ იქნება“ - აცხადებს უიტენხოვე. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ევროპული და ამერიკული ავიაკომპანიების აქციებმა კატასტროფულად დაიწყო გაიაფება და მხოლოდ დრევანდელი მონაცემებით, მათი საერთო ზარალი 5.5 მილიარდ დოლარზე მეტია.

გაზიარება