- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2021-04-29 10:13:14
„ქრონიკა +“- ში გამოქვეყნებული მასალის მერე ნიკოლოზ ბასილაშვილმა შვილს , ლუკას ბასილაშვილს ოთხი თვის ალიმენტი 2400 ლარი გადაუხადა. ამის შესახებ ლუკას ბასილაშვილის დედის მეგობარმა „ქრონიკა +“თან საუბრისას განაცხადა.
თვეების განმავლობაში ბასილაშვილების ოჯახს საზოგადოება შეცდომაში შეყავდა და ავრცელებდა ხმებს იმის თაობაზე რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს თვეში ასი ათას ლარს ურიცხავდა, მაგრამ ეს რეალურად ასე არ იყო. ნეკა დოროყაშვილის წინააღმდეგ სოციალურ ქსელ ფეისბუქში მიმდინარეობდა შავი პიარის კამპანია, მას უვრცელებდნენ ჭორებს რომ მუდმივად ითხოვს ფულს, ქონებას, ბიზნესი ააწყო ყოფილი ქმრის ფულით და ა.შ.
„შვილის მდგომარეობის და რეპუტაციის გამო ნეკა დოროყაშვილს ამ ბრალდებებისთვის არასოდეს უპასუხნია და არც ახლა აპირებს ბასილაშვილების მიერ ორგანიზებულ ჭორებს გამოეპასუხოს, ის სასამართლო პროცესს ელოდება და მხოლოდ ამ გზით აპირებს საკუთარი სიმართლის დამტკიცებას“ - განუცხადა „ქრონიკა +“ -ს ნეკა დოროყაშვილის მეგობარმა მარიამ ოძელაშვილმა.
„ქრონიკა +“ -მა მოიპოვა დოკუმენტალური მტკიცებულება სადაც 2020- 2021 წლის განმავლობაში ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ გადარიცხული თანხებია ასახული, რაც შეეხება ალიმენტის რაოდენობას, თვეში 600 ლარის ოდენობა მან თვითნებურად დაადგინა.