- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2020-12-23 07:28:11
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
ავარია ბაგრატიონისა და სულაბერიძის ქუჩების კვეთაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავეჯის მაღაზიას შეეჯახა.
დაშავებულები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანეს.
როგორც „ქრონიკა+“-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.
ხვიჩა მამულაძე