- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2020-07-18 07:55:28
მაგიდაზე ასვენია სწორი აგებულების მამრობითი სქესის გვამი, სიგრძით 169 სმ., წონით 73 კგ…
ეს სადისტურად მოკლული გიორგი შაქარაშვილია!
და მკვლელი ხარ შენ!..
ვინც შაქარაშვილის საქმეს ფარცხავ და მკვლელებს მფარველობ!
მაშ, ასე! სისხლის სამართლის საქმე #032190620101
დოკუმენტის #FW000026647012
ფორმა #1
სისხლის სამართლის საქმე #032190620101
გამომძიებელი ეკა თხელიძე _ საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანაშემწე გამომძიებელი.
გამოძიების დაწყების თარიღი: 19.06.2020
დანაშაულის გარემოებები: გიორგი შაქარაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე კვალიფიკაცია
143-1
შემდგენი პირის ხელმოწერა: ეკა თხელიძე
დავალება:
სისხლის სამართლის #032190620101 საქმეზე
19.06.2020 ქ. თბილისი
2020 წლის 19 ივნისს საქართველოს შს სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის #032190620101 საქმეზე, გიორგი შაქარაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სისხლის სამართლის საქმის სპეციფიკიდან, შინაარსიდან და ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების მოცულობიდან გამომდინარე, საქართველოს შს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად გამოძიების ჩატარება დაევალოთ საქართველოს შს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და მასში შემავალი ქვედანაყოფების, შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ამავე დეპარტამენტის დუშეთის, ყაზბეგის, ახალგორის, თიანეთის რაიონული სამმართველოებისა და ამავე სამმართველოების განყოფილებების გამომძიებლებს.
ამასთან, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორებთან ერთად გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა დაევალოთ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორებს.
საქართველოს გენერალური პროკურორის
პირველი მოადგილე _ ბაკურ აბულაძე
რს წერს ჩვენებაში პირი, რომლის დაბადების დღეზეც სისხლიანი გარჩევა მოხდა ?
ანა გაბეჩავა :
დაბ. თარიღი 19.06.2002
საცხოვრებელი ადგილი: თბილისი, ბოდავის ქუჩა 21, ტელ.: 574 0487..
დასაოჯახებელი
განათლება საშუალო :
გამოკითხა გამომძიებელმა ეკა თხელიძემ
გამოკითხული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია:
ვცხოვრობ ქ. თბილისში, ბოდავის ქუჩა 21-ში, მამასთან, გოდერძი გაბეჩავასთან ერთად. 2020 წლის 22 მაისს დავამთავრე ქ. თბილისის #12 საჯარო სკოლა და ამჟამად ვარ აბიტურიენტი. როდესაც დავამთავრე სკოლა, მე და ჩემმა კლასელებმა გადავიხადეთ ბოლო ზარი ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა #76-ში მდებარე კერძო სახლში, რომელიც მე და ჩემმა კლასელებმა ვიქირავეთ ერთი დღით. და ვინაიდან იყო კარგი სახლი დიდი ეზოთი, მე მომეწონა იქაური სიტუაცია და გადავწყვიტე, ჩემი დაბადების დღე, რომელიც მაქვს 19 ივნისს, სწორედ აღნიშნულ სახლში გადამეხადა მეგობრებთან ერთად, რაზედაც სახლის მეპატრონეს, როგორც მახსოვს, 2020 წლის ივნისის თვის შუა რიცხვებში დავურეკე და აღნიშნული სახლი დავჯავშნე 2020 წლის 18 ივნისის რიცხვით, რადგან მინდოდა, რომ 2020 წლის 18 ივნისს ღამის 00:00 საათზე ჩემს დაბადების დღეს შევხვედრილიყავი მეგობრებთან ერთად. მას შემდეგ, რაც მე ქ. მცხეთაში, სამხედროს ქუჩა 76-ში ვიქირავე სახლი, დავიწყე ჩემი დაბადების დღისთვის მზადება და ჩემს მეგობრებს: საბა ჩხარტიშვილს, გიორგი ქათამაძეს, ვახო ახვლედიანს, ირაკლი ნაქაძესა და ზურაბ გოგინაშვილს გავუგზავნე მოკლე ტექსტური შეტყობინებები და დავპატიჟე ჩემს დაბადების დღეზე, ასევე დაბადების დღეზე დავპატიჟე და გავუგზავნე დაპატიჟების მოკლე ტექსტური შეტყობინებები ჩემს კლასელებსა და უბნელებს: გიორგი მერაბიშვილს, ნიკა ხეჩოშვილს, ნიკოლოზ ცუცქირიძეს, თენგიზ ბარბაქაძეს, ირაკლი მუმლაძეს, ლაშა შერმადინს, გულადი შავიძეს, გიგა ტატიაშვილს, სალომე ჭკადუასა და ეთერ ხოშტარიას. ასევე დაბადების დღეზე დავპატიჟე ჩემი დაქალები: მარიამ ხატისკაცი, ლიზი ქსოვრელი, ლიზი ნადირაძე რომლებმაც ჩემი თხოვნით დაპატიჟეს თავისი მეგობრები და უბნელები გიორგი შაქარაშვილი და გურამ ამირხანაშვილი. აქვე დავამატებ, რომ ჩემი კლასელები და უბნელები არ იცნობდნენ ზემოთ ხსენებულ ჩვეულებრივ მეგობრებს და ისინი ერთმანეთისთვის არიან უცხოები. და მათ პირველად ერთმანეთი ნახეს ჩემს დაბადების დღეზე.
დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ
2020 წლის 18 ივნისს დაახლოებით იქნებოდა 12:30 სთ., როდესაც მე ჩემს კლასელებსა და უბნელებს, გიორგი მერაბიშვილს, ნიკოლოზ ცუცქირიძეს, თენგიზ ბარბაქაძეს, ირაკლი მუმლაძეს, ლაშა შერმადინს, გულადი შავიძეს შევხვდი ქ. თბილისში, კერძოდ, მე-11 სკოლასთან ნახალოვკაში, სადაც ჩვენ ყველანი გადავნაწილდით ჩემი კლასელების, გულადი შავიძის მართვის ქვეშ მყოფ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში, რომლის სახელმწიფო ნომერია II 212GG და თენგიზ ბარბაქაძის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში, რომელიც, როგორც მახსოვს, არის BMW-ს მარკის, ხოლო სახელმწიფო ნომერი არ მახსოვს. მე ჩავჯექი თენგიზ ბარბაქაძის ავტომანქანაში, რომელსაც მართავდა თვითონ თენგიზ ბარბაქაძე, მას გვერდით ეჯდა ირაკლი მუმლაძე. ამ მანქანის უკანა სავარძელზე ვიჯექი მე და ლაშა შერმადინი, ხოლო ნიკოლოზ ცუცქირიძე და გიორგი მერაბიშვილი ჩასხდნენ გულადი შავიძის ავტომანქანაში და ჩვენ ყველა ერთად, ორი ავტომანქანით, წამოვედით ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა #76-ში მდებარე ჩემ მიერ დაბადების დღისთვის ნაქირავები სახლის მიმართულებით. გზად შევიძინეთ ტორტი, ხაჭაპურები, პიცები, გამაგრილებელი სასმელები და ასევე ალკოჰოლური სასმელი, სამი ორლიტრიანი შუშის ბოთლში არაყი, თუმცა რა დასახელების იყო, აღარ მახსოვს. დაახლოებით იქნებოდა 14:00 საათი, როდესაც ჩვენ ორივე მანქანით მივედით ქ. მცხეთაში ჩემ მიერ ნაქირავებ სახლში და დავიწყეთ მზადება, რა დროსაც ჩემმა უბნელებმა და კლასელებმა, ვისთან ერთადაც ავედი ნაქირავებ სახლში, დაიწყეს დალევა. არ სვამდა მხოლოდ თენგიზ ბარბაქაძე, ვინაიდან იგი იჯდა საჭესთან. დაახლოებით იქნებოდა 17:30 საათი, როდესაც ჩვენთან ამოვიდნენ ჩემი კლასელი გოგოები ეთერ ხოშტარია და სალომე ჭკადუა, რომლებიც ავტომანქანით ამოიყვანა ვანო თეგაძემ. მათი მოსვლიდან დაახლოებით ნახევარი საათის გასვლის შემდგომ ტაქსით მოვიდნენ ჩემთან ჩემი მეგობრები საბა ჩხარტიშვილი, გიორგი ქათამაძე, ვახო ახვლედიანი, ირაკლი ნაქაძე და ზურაბ გოგინაშვილი, რომლებიც იყვნენ ფხიზლები და მათი მოსვლიდან დაახლოებით ორმოცი წუთის გასვლის შემდგომ ტაქსით მოვიდნენ ჩემი დაქალები ლიზი ნადირაძე, ლიზი ქსოვრელი და მარიამ ხატისკაცი. მათი მოსვლიდან დაახლოებით ერთი საათის გასვლის შემდგომ მოვიდნენ გიორგი შაქარაშვილი და გურამ ამირხანაშვილი და ჩვენ ყველამ, ზემოხსენებულმა პირებმა, დავიწყეთ ქეიფი. ვსვამდით ალკოჰოლურ სასმელს, ვცეკვავდით, ვერთობოდით, რა დროსაც შევამჩნიე, რომ ჩემს კლასელებსა და უბნელებს გიორგი მერაბიშვილს, ნიკა ხეჩოშვილს, ნიკოლოზ ცუცქირიძეს, თენგიზ ბარბაქაძეს, ირაკლი მუმლაძეს, ლაშა შერმადინს, გულადი შავიძესა და გიგა ტატიაშვილს ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა ჩემს მეგობარ საბა ჩხარტიშვილთან, გიორგი ქათამაძესთან, ვახო ახვლედიანთან, ირაკლი ნაქაძესთან და ზურაბ გოგინაშვილთან. ისინი ყველა სიტყვაზე ერთმანეთს ეკიდებოდნენ და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათ ერთმანეთში სურდათ ჩხუბი, თუმცა რატომ დაიძაბა მათ შორის სიტუაცია, ეს არვიცი, რადგან იმ მომენტში მე მათთან არ ვყოფილვარ და სხვა სტუმრებით ვიყავი დაკავებული. აქვე დავამატებ, რომ დაახლოებით იქნებოდა 23:30 სთ., როდესაც დავინახე, რომ ჩემი ზემოთ ხსენებული მეგობრები, კლასელები და უბნელები სახლში აღარ იყვნენ, რაზედაც ვიფიქრე, რომ ისინი მოსაწევად იყვნენ გარეთ გასულები, რა დროსაც ჩემთან მოვიდა ჩემი მეგობარი მარიამ ხატისკაცი და მითხრა, რომ გარეთ, სავარაუდოდ, ჩხუბობდნენ და მთხოვა, გარეთ გავსულიყავი, რომ განმემუხტა სიტუაცია. როდესაც გავედი სახლის ეზოში, დავინახე, რომ ჩემი მეგობრები, კლასელები და უბნელები, ერთმანეთში ჩხუბობდნენ, ისინი ერთმანეთს აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო ვინ ვის ურტყამდა კონკრეტულად, ამას არ დავკვირვებივარ, რადგან ვცდილობდი მათ გაშველებას. და სწორედ გაშველების დროს დავინახე, რომ ჩემს უბნელს, ნიკა ხეჩოშვილს, ქვა ჩაარტყა მარცხენა მხარეს შუბლის ზედა ნაწილში ჩემმა მეგობარმა საბა ჩხარტიშვილმა, რა დროსაც ნიკა ხეჩოშვილმა მიიღო დაზიანება და წამოუვიდა სისხლი. ასევე დავინახე ეზოში ჩემი უბნელი ვახტანგ ჩიქოვანი, რომელსაც სახეზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანება, ხოლო ის ვინც ცემა, მე არ დამინახავს. თუმცა დანამდვილებით გეტყვით, რომ იყო ძლიერ ნაცემი. მე და ჩემი სტუმარი გოგონები ვცდილობდით, აღნიშნული ბიჭების გაშველებას და ვეუბნებოდით მათ, რომ წასულიყვნენ ჩემი დაბადების დღიდან და აღარ მოსულიყვნენ. გოგოებმა ჩვენი ძალებით შევძელით ბიჭების გაშველება და ისინი გავყარეთ სახლის ეზოდან, რის შემდგომაც მე და ჩემი მეგობარი გოგოები ლიზი ნადირაძე, ლიზი ქსოვრელი, მარიამ ხატისკაცი, სალომე ჭკადუა და ეთერ ხოშტარია შევბრუნდით სახლში, სადაც დაგვხვდა გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, იაკობ ბრეგვაძე და ვანო თეგაძე, რომლებიც ჩხუბის დროს გარეთ არ გამოსულან, არ ჩარეულან ჩხუბში და შიგნით სახლში ქეიფობდნენ. მას შემდეგ, რაც სახლში შევედი, მე ვიყავი ანერვიულებული, ვტიროდი, რომ ასე ჩამშხამდა დაბადების დღე და ყველა ზემოხსენებული პირი, ვინც დავრჩით სახლში, მამშვიდებდა და შემომთავაზეს, რომ წავსულიყავით ქ. თბილისში ლისზე, ირაკლი ნაქაძის აგარაკზე და იქ გაგვეგრძელებინა ქეიფი, რაზედაც დავთანხმდი, რის შემდგომაც ირაკლი ნაქაძის მართვის ქვეშ მყოფი ავომანქანით, რომლის მოდელი და სახელმწიფო ნომერი არ მახსოვს, საჭესთან დაჯდა ზურაბ გოგინაშვილი და გვერდით დაუჯდა ირაკლი ნაქაძე, ხოლო მე, საბა ჩხარტიშვილი, ლუკა ბეჟანიშვილი დავსხედით მანქანის უკანა სავარძელზე და წავედით ლისზე, ხოლო ლიზი ნადირაძე, მარიამ ხატისკაცი წამოვიდნენ მამაჩემის მეგობრის შვილების ვაჟა და მარიამ ადეიშვილების მანქანით, ხოლო მცხეთაში დარჩნენ გურამ ამირხანაშვილი, გიორგი შაქარაშვლი, იაკობ ბრეგვაძე, რომლებიც ელოდებოდნენ ტაქსს და ისინიც აპირებდნენ ჩვენთან მოსვლას. მას შემდეგ, რაც ავედით მე, ირაკლი ნაქაძე, ზურაბ გოგინაშვილი, საბა ჩხარტიშვილი და ლუკა ბეჟანიშვილი ლისზე, ჩემს მეგობარ საბა ჩხარტიშვილს დაურეკა თავისმა მეგობარმა ვახო ახვლედიანმა, რომელმაც უთხრა, რომ ის და გიორგი ქათამაძე ჩხუბის შემდგომ, როდესაც მე გავყარე გარეთ და ვუთხარი, რომ აღარ დაბრუნებულიყვნენ, ისინი მაინც დაბრუნებულან ჩემ მიერ ნაქირავებ სახლში ქ. მცხეთაში, სადაც გზაში მათ შეხვდათ გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, იაკობ ბრეგვაძე და აპირებდნენ ყველანი ჩენთან მოსვლას, ელოდებოდნენ ტაქსს, რა დროსაც მათ წინ დაუდგა ვერცხლისფერი „მერსედესი“, საიდანაც გადმოვიდა რამდენიმე პიროვნება, რომლებიც გაეკიდნენ მათ და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნული ინფორმაციის გაგების შემდეგ მე, საბა ჩხარტიშვილი, ზურაბ გოგინაშვილი, ნაქაძე ირაკლი და ლუკა ბეჟანიშვილი წამოვედით მაშინვე ლისიდან და გზაში შეგვხვდა ლიზი ნადირაძე, მარიამ ხატისკაცი, ვაჟა და მარიამ ადეიშვილები. მე მათ გადავუჯექი მანქანაში და მათთან ერთად წავედი თემქაზე, ვაჟა და მარი ადეიშვილების სახლში, საიდანაც დაახლოებით ერთ საათში დავიშალეთ და წავედით სახლებში.
კითხვა: 2020 წლის 18 ივნისს, შენი მეგობრების კლასელებისა და უბნელების ჩხუბის დროს, როდესაც მათ აშველებდი, ხომ არ მიგიღია ფიზიკური დაზიანება და ვინმემ ხომ არ მოგაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და საჭიროებდით თუ არა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას?
პასუხი: მე ჩხუბის დროს არ მიმიღია არანაირი ფიზიკური დაზიანება და ჩემთვის არავის მოუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა, შესაბამისად, მე არ ვსაჭიროებ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას.
კითხვა: შეგიძლიათ თუ არა გვითხრათ, ვის შორის მოხდა ჩხუბი და შეგიძლიათ თუ არა მათი ამოცნობა?
პასუხი: ჩხუბი მოხდა ჩემს კლასელებს, უბნელებს გიორგი მერაბიშვილს, ნიკა ხეჩოშვილს, ნიკოლოზ ცუცქირიძეს, თენგიზ ბარბაქაძეს, ირაკლი მუმლაძეს, ლაშა შერმადინს, გულადი შავიძეს, გიგა ტატიაშვილსა და მეგობრებს საბა ჩხარტიშვილს, გიორგი ქათამაძეს, ვახო ახვლედიანს, ირაკლი ნათაძესა და ზურაბ გოგინაშვილს შორის. მე მათ ყველას ვიცნობ კარგად, რადგან მათთან მაქვს ყოველდღიური ურთიერთობა.
კითხვა: ვისგან გაიგეთ, რომ გიორგი შაქარაშვილი ჩხუბის შემდგომ სახლში არ მივიდა და დაიკარგა? კონკრეტულად, რა ინფორმაციას ფლობთ ამის შესახებ?
პასუხი: მე აღნიშნული ინფორმაცია შევიტყვე ჩემი მეგობრისგან, ლიზი ნადირაძისგან, რომელმაც მითხრა, რომ ჩხუბის შემდეგ გიორგი შაქარაშვილი სახლში არ დაბრუნებულა და თუ სად წავიდა, არავინ არაფერი იცოდა.
კითხვა: რა ეცვა დაბადების დღეზე გიორგი შაქარაშვილს, ჰქონდა თუ არა მობილური ტელეფონი?
პასუხი: გიორგი შაქარაშვილს ეცვა ლურჯი ფერის ნაჭრის ბრიჯი, მოკლესახელოებიანი ღია ცისფერი „საროჩკა“, პალმებიანი ნახატებით, ასევე თან ჰქონდა სპორტული პატარა ჩანთა. აქვე დავამატებ, რომ გიორგი შაქარაშვილს არ ჰქონდა მობილური ტელეფონი, რადგან იგი სარგებლობდა გურამ ამირხანაშვილის მობილურით.
კითხვა: გიორგი შაქარაშვილი, მას შემდეგ, რაც გაუჩინარდა, ხომ არ გამოსულა თქვენთან კავშირზე?
პასუხი: გიორგი შაქარაშვილი ჩემთან კავშირზე არ გამოსულა, მას შემდეგ, რაც იგი გაუჩინარდა.
კითხვა: როდესაც შენ და შენი მეგობარი გოგონები ლიზი ნადირიძე, ლიზი ქსოვრელი, მარიამ ხატისკაცი, სალომე ჭკადუა და ეთერ ხოშტარია ჩხუბის შემდგომ შეხვედით სახლში, სადაც დაგხვდნენ გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, იაკობ ბრეგვაძე და ვანო თეგაძე, ვინმეს ხომ არ უსაუბრია მომხდარი ჩხუბის შესახებ და ვინმემ ხომ არ თქვა, რომ დაინახეს, კონკრეტულად ვინ ვის ურტყამდა?
პასუხი: აღნიშნულზე არავის უსაუბრია, რადგან მომხდარის შესახებ არ ყოფილა საუბარი და ყველა ზემოხსენებული პირი ცდილობდა ჩემს დამშვიდებას.
კითხვა: ჩხუბის დროს გარდა ნიკა ხეჩოშვილისა და ვახო ჩიქოვანისა ხომ არ დაგინახავთ, ვინმეს აღენიშნებოდა თუ არა სხეულზე დაზიანება?
პასუხი: მე სხვა არავინ დამინახავს, რომ ჰქონოდათ სხეულზე დაზიანებები.
კითხვა: ჩხუბის დროს ხომ არ დაგინახავთ, კონკრეტულად ვინ ვის ურტყამდა?
პასუხი: არ დამინახავს, მე დავინახე მხოლოდ ის მომენტი, რომ ყველა ერთმანეთს ურტყამდა და ასევე დავინახე, თუ როგორ ჩაარტყა ქვა საბა ჩხარტიშვილმა ნიკა ხეჩოშვილს.
ეს არის გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, იუბილარის პირველი ჩვენება. ანი გაბეჩავა იტყუება _ მკვლელობის ღამეს ის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ლიზი ნადირაძის სახლში, რასაც მოწმობს ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიერ ამ „ტუსოვკაზე“ გადაღებული ფოტოები.
ელისო კილაძე