„ქრონიკა+“-მა ექსკლუზიურად მოიპოვა ჯარისკაც ხვიჩა შარაშენიძის საქმის მასალები, კონკრეტულად კი დაზარალებულისა და ირიბი მოწმის ჩვენებები, რომელსაც უცვლელად შემოგთავაზებთ. საქმე ეხება ჯარისკაც ხვიჩა შარაშენიძეს, რომელსაც ბრალი წაყენებული აქვს გაუპატიურების მცელობისთვის და რომლის მიმართაც შესაძლოა, საქმე შეკერეს. როგორც წინა ნომერში გიამბეთ, საქმის ირგვლივ ბევრი უპასუხო კითხვა და საეჭვო გარემოებაა. აღნიშნულ საკითხზე მკითხველს ჩვენებების მიხედვით თავად ექნება შესაძლებლობა, ლოგიკური დასკვნები გააკეთოს.
შეგახსენებთ: ბრალდებული ხვიჩა შარაშენიძე ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგლებობს, თუმცა გთავაზობთ დადგენილებასა და ფორმულირებას, რის საფუძველზე ედება ბრალი ჯარისკაცს:
რაც შეეხება დაზარალებულის სტატუსის მქონე თათია ცაგურიშვილის ჩვენებას, ის იმდენად უცენზურო სიტყვებით აღწერს მომხდარს, მისი ჩვენებიდან მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებს გთავაზობთ:
თათია ცაგურიშვილის ჩვენება:
„ვცხოვრობ ზემოთ აღნიშნულ მისამართზე ოჯახთან ერთად. 2018 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 01:30 წუთზე, მე ჩამოვედი ქალაქ თბილისში, შარდენის ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი ბარიდან ფეხით გამოვუყევი მეტეხის აღმართისაკენ, ვიყავი ძალიან აღელვებული, რადგან ვეკამათე ჩემს შეყვარებულს. აღნიშნულის გამო ვიყავი თვალაცრემლებული. მეტეხის აღმართთან მივდიოდი მარტო, როდესაც მივუახლოვდი ევროპის მოედანს, გვერდით ჩავუარე იქ მდგომ კერძო ტაქსს. ერთ-ერთმა ჩემთვის უცნობმა ახალგაზრდა მამაკაცმა შემამჩნია, რომ ვტიროდი. ის მომიახლოვდა და გამომელაპარაკა, თუ რატომ ვტიროდი, მე მისთვის პასუხი არ გამიცია. შემდეგ მითხრა, რომ იყო ტაქსის მძღოლი. მკითხა, თუ საით მივდიოდი და მომემსახურებოდა, როგორც ტაქსი. მე მას ვუთხარი ჩემი მისამართი, რის შემდეგაც ჩემთვის უცნობმა ახალგაზრდა მამაკაცმა ხელით მანიშნა იქვე მდგომი, მოწითალო ფერის „ოპელ ასტრას“ ფირმის ავტომანქანისაკენ. მეც წავედი და ჩავჯექი უკან სავარძელზე მარჯვენა მხარეს“.
ამის შემდეგ ცაგურიშვილი დეტალურად აღწერს მომხდარს:
„აღნიშნულმა პიროვნებამ დამიწყო ლაპარაკი, ეს რა გავაკეთე, მაპატიეო, თან სიგარეტი ამოიღო, ერთი ღერი მე მომცა და ერთი თვითონ ამოიღო.
აღნიშნული პიროვნება დაჯდა ავტომანქანის საჭესთან და ჩაილაპარაკა, _ ნეტავ, დაიქოქოს. მაგრამ ავტომანქანა არ დაიქოქა. ამის შემდგომ ის გადავიდა ავტომანქანიან და დაუწყო ავტომანქანს საჭის კართან მიწოლა და დაახლოებით 2 წუთი აწვებოდა მანქანას. მე ვიფიქრე, რომ გადმოვსულიყავი მანქანიდან და გავქცეულიყავი, მაგრამ შემეშინდა, რადგან გარეთ იყო სიბნელე და როგორც აღვნიშნე, დაახლოებით 2 წუთი აწვებოდა ავტომანქანას. როდესაც მივუახლოვდით „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურს, ჩვენთან მოვიდა ახლაგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ჩემთვის უცნობ ტაქსის მძღოლს უთხრა, დაგეხმარებიო. ამ დროს მე გადმოვედი ავტომანქანიდან უკანა მარჯვენა მხარიდან, გადმოსვლისთანავე წავიქეცი. ჩემთან მოვიდა უცნობი მამაკაცი, რომელიც ავტომანქანასთან იყო მოსული დასახმარებლად და როდესაც ის მაყენებდა, ზემოთ აღნიშნული ტაქსის მძღოლმა, რომელმაც იძალადა ჩემზე, დაქოქა ავტომანქანა და წავიდა კახეთის მიმართულებით. მე იმდენად შეშინებული ვიყავი, რომ არ დამინახავს, ზუსტად რა მიმართულებით წავიდა. როდესაც წამომაყენა, ჩემთვის უცნობმა მამაკაცმა წამიყვანა თავისი ავტომანქანისაკენ, მე ვიყავი შეშინებული და ვტიროდი. როდესაც მიმიყვანა ავტომანქანასთან, აღნიშნულ პიროვნებას ვუთხარი, რომ „იმან გამაუპატიურა“. ამის შემდგომ ჩავსხედით ავტომანქანაში, მე ისტერიულად ვთხოვდი აღნიშნულ პიროვნებას, რომ სახლში წავეყვანე. თან ვუთხარი ჩემი მისამართი, მან დაძრა მანქანა და წავიდა ჩემი სახლისკენ. თან მაწყნარებდა, მეუბნებოდა, სასწრაფოს და პოლიციას გამოვუძახოთო, მაგრამ მე ისტერიულად ვიყავი შეშინებული და ვთოხვე, მალე მივეყვანე სახლში. შსს-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მე ვთხოვე აღნიშნულ პიროვნებას, ტელეფონი ეთხოვებინა, რადგან მე ჩემი ტელეფონი ზემოთ აღნიშნული ტაქსის მძღოლმა წამართვა და თან წაიღო. აღნიშნულმა პიროვნებამ, რომელსაც შემდეგ გავარკვიე, ერქვა გიორგი ჩუბინიძე, მომაწოდა მისი ტელეფონი, რომლის საშუალებითაც მე დავურეკე ჩემს შეყვარებულ ნიკა კალმახელიძეს და ვუთხარი აღნიშნული. მან მითხრა, რომ ადგილზე დავლოდებოდი და მოვიდოდა. მე ვთხოვე გიორგი ჩუბინიძეს, რომ გაეჩერებინა ავტომანქანა, მანაც გააჩერა. დაახლოებით 10 წუთში მოვიდა ჩვენთან. მე მას ყველაფერი ვუამბე, რის შემდგომაც ნიკამ დარეკა 112-ზე და გამოიძახა პოლიცია“.
ირიბი მოწმეები
საქმეში ფიგურირებს პოლიციელების ჩვენებები, რომლებმაც აღნიშნულ საკითხზე სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულეს და რომლებიც ითვლებიან ირიბ მოწმეებად:
გიორგი რუაძე არის პოლიციის იმ განყოფილების თანამშრომელი, სადაც საქმის წარმოება მიმდინარეობს. ფაქტთან დაკავშირებით არაფერი იცის, ვერ ადასტურებს, რადგან იქ არ ყოფილა. იურიდიულ ენაზე ის არის ირიბი მოწმე.
დაჩი გორგაძე _ ისიც პოლიციის თანამშრომელი ინსპეტქორ-გამომძიებელი, ასევე ირიბი მოწმეა.
ივანე მაქაცარია _ პოლიციელი, რომელიც მივიდა ხვიჩა შარაშენიძის კუთვნილ ბინაში, სადაც აწარმოებდა ბინის ჩხრეკას. აღსანიშნავია, რომ ბინაში კანონსაწინააღმდეგო არც ნივთიერება და არც ნივთი არ ყოფილა.
„ქრონიკა+“ აქტიურად იქნება ჩართული აღნიშნული თემის გაშუქებაში და საქმის ირგვლივ განვითარებულ სიახლეებს პერიოდულად შემოგთავაზებთ. ჩვენებების სრული ნიმუში ინახება რედაქციაში.
ნენე ინჯგია