QronikaPlus
უკრაინაში, რუსეთის, საქართველოს და იტალიის მიერ ძენბილი ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

უკრაინაში, რუსეთის, საქართველოს და იტალიის მიერ ძენბილი ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

2015-05-22 07:33:27

როგორც ინტერნეტ გვერდი «Прайм Крайм»-ი იუწყება, იტალიელი, ქართველი და რუსი სამართალდამცავების კვალის ამბნევის მცდელობით, ქართველი ,,კანონიერი ქურდი“ ლაშა ჯაჭვლიანი შეეცედა თავი უკრაინისათვის შეეფარებია. თუმცა უკრაინულმა მილიციამ, გაქცეული კრიმინალური ვატორიტეტი საბუთების გაყალბების მცდელობის დროს ცხელ კვალზე დააკავა. უკრაინელი სამართალდამაცავები ინტერესის სფეროში ,,ლაშა“ პირველად 2009 წლეს ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით მოექცა. ის იძულებული გახდა ქვეყნის ტერიტორია დაეტოვებინა და თავი რუსეთის ფედერაციისათვის შეეფარებია, სადაც მალევე დაუსწრებლად გაასამართლეს და კვლავ უკრაინაში დაბრუნდა. 2010 წელს ,,ლაშამ“ უკრაინის მოქალაქეობის მიღება მოახერხა, თუმცა ,,აბლავაში“ მოხვედრის შემდეგ სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ კრიმინალურმა ავტორიტეტმა მოქალაქეობის მიღების დროს, ყალბი საბუთები წარადგინა და მიმდინარე წლის 10 მაისს ხარკოვის სასამართლომ მას მოქალაქეობა შეუჩერა. სავარაუდოდ დაკავებულ ქართველ ,,კრიმინალურ გენერალს“ იტალიაში გააბრუნებენ, საიდანაც ის უკრაინის ტერიტორიაზე უკანასკნელად შემოვიდა.

გაზიარება