როგორც ინტერნეტ გვერდი «Прайм Крайм»-ი იუწყება, გუშინ, მოსკოვის ოლქის ,,ხიმკის“ საქალაქო სასამართლომ 54 წლის ქართველი ,,კანონიერი ქურდის“ გიორგი ყიფიანის დაპატიმრების სანქცია გასცა. გიორგი ყიფიანი, რომელიც კრიმინალურ წრეებში ,,პანჩოს“ ზედმეტსახელით სარგებლობს, რამოდენიმე დღის წინ, მოსკოვის კრიმინალური პოლიციის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების, შენახვა მოხმარების ბრალდებით დააკავეს. დაკავებული ,,კრიმინალური გენერალი“ დაბადების გვარის (პანჭვიძე) ყიფიენაზე შეცვლის წყალობით, 90-იანი წლების დასაწყისიდან 2007 წლამდე მშვიდად განაგრძობდა საკუთარი ,,პროფესიული უფლება მოვალეობის“ შესრულებას, თუმცა 2007 წელს რუსმა სამართალდაცავებმა ქართველი ,,ზაკონნიკი“ პეტროვკაზე ექვსი წლით ჩასვეს. ამჟამად თმაშევერცხლილ ,,ქუჩის მოძღვარს“ 3დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გიორგი პანჭვიძე-ყიფიანი ასატრიანების კლანის წევრად ითვლება.