როგორც ინტერნეტ გვერდი ,,Прайм Крайм“ იუწყება, 14 ივლისს ავტოავარიის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა 77 წლის ,,კანონიერი ქურდი“ ჯემალ ხაჩიძე. ეგრეთწოდებული ერთ ერთი, დიდი რუსული მაფიოზური დაჯგუფების (სოლნცევოს დაჯგუფება) უცვლელი ,,კურატორი“. გარდაცვლილი კრიმინალური ავტორიტეტი, ძირითადად პირადი მძღოლის მომსახურებით სარგემბლობდა, მაგრამ იმ საბედისწერო დღეს ავტომობილის საჭესთან დაჯდომა თავად ისურვა და საბოლოოდ ვერ შეძლო მისი დამორჩილება. ხაშურის რაიონში დაბადებული ჯემალ ხაჩიძე 60-ან წლებში პირველად დააკავეს და 15 წელი ,,ოტ ზვანკა დო ზვანკა“ დაასრულა. ჯემელა, როგორც მას კრიმინალურ წრეებში მიმართავდნენ, არასდროს არ სარგებლობდა ,,ზაკონნიკების“ დიდი გარემოცვით, მაგრამ 80-იანი წლების ბოლოს, მისი ,,ქურდული“ ვარსკვლავი ,,ქურდული“ სამყაროს უმაღლეს მწვერვალზე აკაშკაშდა, როდესაც ,,სოლნცევოს ბრიგადის“ ბანდიტებმა ჯემალ ხაჩიძეს , დაგჯუფების ლიდერის სავარძელი შესთავაზეს. ჯიბის ქურდობით სახელგანთქმული ხაჩიძე, უცებ ერთ ერთი ,,მსხვილი“ ბანდიტური სინდიკატის ,,ბუმბერაზი“ საქმეების მწარმოებელ ,,კანონიერ ქურდად“ მოევლინა რუსულ კრიმინალურ სამყაროს. ჯემალ ხაჩიძის ,,ჩესტი“ თითქმის შეუვალ ციხესიმაგრედ იქცა. 90 -იანი წლების ბოლოს ის აქტიურად ჩაერთო, რუდიკომისა და ჰასანის დაპირისპირებაში, სადაც ის რუდიკის მხარეს წარმოადგენდა. ათი წლის შემდეგ კი ის ტარიელ ონიანის მყარ მოკავშირედ მოგვევლინა. ,,მდინარეზე“ გასეირნების ცნობილი ფაქტის შემდეგ, ჯემარ ხაჩიძეს ,,ქურდული სამყაროს“ წარმომადგენელმა, კრიმინალურმა გენერლებმა გემზე გამართულ სხოდკაში მონაწილე ,,მოხუცი ზაკონნიკების“ მსგავსად, მას ტარიელ ონიანთან ერთად ,,ქურდული შეთქმულების“ ბრალდება წაუყენეს და როგორც ამბობენ ხაჩიძეს ,,კანონიერი ქურდის“ ტიტულიც ჩამოართვეს, მაგრამ ჯემალ კონსტანტინოვიჩმა, მოხუცებთან ერთად გაურკვეველ ,,სხოდკაზე“ მისვლა გაუგებრობად ახსნა და ბოდიშის მოხდის შემდეგ მას ,,ქურდული მანტია“ შეუნარჩუნდა. ამ უკანასკნელი შემთხვევის შემდეგ ,,ბაბუ ჯემალი“ არასასიამოვნო სიტუაციაში არასდროს აღმომჩდარა და საკუთარი იმპერიის ,,საზღვრებს“ ტრაგიკულ ავარიამდე მშვიდად აკონტროლებდა.