QronikaPlus
ბარნოვზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ბარნოვზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

2014-09-02 19:36:39

ბარნოვის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ დაცხრილული ლაშა მახარაძე შურისძიების მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს კონფიდენციალურმა წყარომ შემთხვევის ადგილიდან აცნობა და მანვე დაასახელა ავტომანქანის ამოსაცნობი რამდენიმე ნიშანი. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, თავდამსხმელი ადგილზე შავი ჯიპით მივიდა, რომლის სანომრე ნიშანი შესაძლოა იყოს DBG 777. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პირი წარსულში მკვლელობისთვის გასამართლებულია და ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა. ლაშა მახარაძე მეტსახელად „კოშკა“ სახლის წინ „ბირჟაზე“ იდგა, თავდამსხმელმა დაუძახა და ადგილზევე სამი ტყვია დაახალა. „ქრონიკა+"-ის წყაროს ინფორმაციით, თავმდამსხმელი მარტო არ იყო და მას ერთი პირი ახლდა.    

გაზიარება