როგორც ინტრნეტ გვერდი «Прайм Крайм»-ი იუწყება, ორიოდე დღის წინ თურქეთში ,,კანონიერი ქურდების“ მორიგი ,,სხოდკა“ დასრულდა, რომელიც რამოდენიმე დღის მანძილზე გრძელდებოდა. ,,ქურდული სამიტის“ ძირითად სახეს ,,დედ ჰასანის“ დაჯუფების წევრები წარმოადგენდნენ, რომლებიც ,,ჟამთა“ ცვალებადობამ ერთამნეთს, გარკვეული დროის მანძილზე დროებით დააცილათ. დღის წესრიგში ურთიერთდაპირისპირების ყველა მიზეზი და არსებული უთანხმოების საბოლოოდ აღმოფხვრა იდგა. როგორც გაირკვა, საბოლოოდ სადაო საკითხები ,,მრგვალ“ მაგიდასთან მშვიდობიანად გადაწყდა და ისტორიული ერთობაც შედგა. ,,სამიტის“ შედეგებს მოსკოვი ცოტა მოგვიანებით მოიმკის და ,,ქურდული სამყარო“ უახლოეს მომავალში ,,ძალთა“ სერიოზული გადანაწილების შემდეგ ორ ბანაკად შეუტევს ერთმანეთს. ასლან უსოიანის ,,დიდი სცენიდან“ წასვლის შემდეგ, რომელმაც ვერ მოასწრო ღირსეული მემკვიდრის დატოვება ,,ქურდულ ოჯახში“ ფარული დაპირისპირება გაჩაღდა, რომელიც სულ ცოტა ხანში ღია კომფლიკტში გადაიზარდა. ,,დედ ჰასანის“ მომხრეთა ბანაკი ორ ნაწილად გაიყო. კერძოდ,სლავურ და მეგრულ დაჯგუფებებად. სლავურ დაჯგუფებას პიჩუგა და ვოსკრესი ჩაუდგნენ სათავეში ,,მეგრულ“ არმიას კი ძმები ქარდავები. ალსან უსოანის მიერ შექმნილი ,,ქურდული იმპერიის“ ნანგრევებზე აღმოცენებული ბანდიტური წარმონაქმები ყოველთვის ცდილობდნენ პირველობის შენარჩუნებას, თუმცა ,,მეგრელების ხიტრობა“ მიმალულად სულ ვერ ხორციელდებოდა და კონფლიქტის გასაღვივებლად პირველი კვამლიც გაიბოლა. თუმცა ,,სლავებმა“ დიდი დამრიგებლის ოჯახის სურვილი გაითვალისწინეს და სისხლიან დაპირისპირებას ,,ქურდული დიპლომატიის“ წარმართვა ამჯობინეს. ,,მეგრელებზე“ შეტევა ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ხორციელდებოდა. მათი დიდი ნაწილი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკანონოდ ცხოვრების ბრალდებით დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს, ხოლო ვინც ,,ნამიოკი“ ვერ გაიგო გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. ,,სლავებმა“ დაპირისპირებულ მხარეს საკუთარ ,,მინდორზე“ თამაშის უპირატესობა აგრძნობინეს. თუმცა უსოიანის სლავური დაჯგუფების წევრებს, რომლებსაც საკუთარი რიგებიდან მოულოდნელად, თემურ სვერდლოვსკი გამოაკლდათ, დიდი გამარჯვების სიმბოლოდ ჩირაღდნის ანთება არ ეწერათ, რადგან მათ წინააღდეგ, იგივე დაჯგუფების ყოფილმა მემარცხენეთა ანკლავმა, ედიკ ტბილისკის, კოსტილის და მუხას ,,სარდლობით“ ღიად გაილაშქრა. პრეტენზიორთა ,,ტრიოს“ მხარდაჭერა ყველასაგან მოულოდნელად მოსკოველმა ,,ზაკონნიკებმა“ შიშკანმა და პეტრიკმა გამოუცხადა, რომლებიც უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ,,შავი ჩრდილიდან“ არ გამოსულან. წარმოქმნილი დაპირისპირების ფონზე პიჩუგას-ვოსკრესის და მირონის სამეულს ძალაუფლება არ დაუთმიათ, თუმცა საჭირო იყო სერიოზული მოკავშირის პოვნა და სლავური ,,ფსონი“ ,,ძველ კოლხებზე“ დაიდო. ინტერნეტ გვერდის მონაცემებით ,,სამი გოლიათის“ ერთად თურქეთში გამგზავრება ვერ მოხერხდა, მხოლოდ პიჩუგა დაადგა ოსმალეთში მიმავალ გზას. მირონს პრობლემები საერთაშორისო პასპორტის ვადის გასვლის გამო შეექმნა, ხოლო ვოსკრესმა კი ,,ქურდული ბიუჯეტის“ (ობშიაკის) მიტოვებაზე უარი განაცხადა. თუმცა თურქული სამიტი ცნობილი სახეების ნაკლებობას არ უჩიოდა. ,,ქურდეულ კორიფედ“ აღიარებული ჩეჩენი ,,კანონიერი ქურდი“ ჰუსეინ სლეპოი, რომელსაც ზემოთ ჩამოთვლილ კრიმინალურ გენერლებზე მეტი ,,სტაჟი“ აქვს, ღირსეულად ჩაუდგა სათავეში ,,სლავი ქურდების“ დელეგაციას. მას მხარს თემურ სარატოვსკი, ჟორა ტაშკენტსკი, იურა ლაზარევსკი, ცირკაჩი, ცეზარი, ტკაჩა და რაჯიკი უმშვენებდნენ. სლავები, ძირითადად რეგიონალები ,,მეგრელი პარლამეტიორების“ რიგებშიც გამოჩდნენ. ვოვა პუხლი, კოსტია კანსკი და კოლია ტომსკი, მერაბ მზარეულიას, როლანდ გეგეჭკორს და გია ელერჯიას მიერ წარმოდგენილ ,,მეგრულ ლეგიონს“ ფრთებს უმაგრებდნენ. ,,ძველ კოლხებს“ სათავეში, დაჯგუფების მთავარი იდეოლოგი მაცი ჩაუდგა. არც გელა და არც მისი ძმა გიზო ქარდავა, თავიანთი უახლოესი მოკავშირეებით სამიტზე მიწვეულნი არ იყვნენ, მათ შორის არც გია ზარანდია. როგორც ,,ექსპერტები“ ვარაუდობენ, სლავური დაჯგუფების ძირითად მოთხოვნას სწორედ მათი, სამიტზე არ მიწვევა წარმოადგენდა. გელა ქარდავას და მისი კლანის ,,თურქულ სხოდკაზე“ არ მიწვევის მიზეზად, უახლოეს წარსულში მომხდარი გახმაურებული კონფლიქტების სხვადასხვა რაკურსით წარმოჩენა სახელდება. კერძოდ, გელა ქარდავა ალბერტ რიჟის ,,ბოზად“ მიიჩნევს, ხოლო ,,კოლეგების“ უმრავლესობა კი პირიქით, ბესო რუსტავსკის არ სცნობს ქურდული ოჯახის წევრად. პრეტენზიორი მხარე გელას, ბესოს საკითხის გადაწყვეტის მიკერძოებაში ადანაშაულებს და მას ახსენებენ, რომ მან იცოდა ბესოს მისამართით გუჯას დასაბუთებული ბრალდებების შესახებ, თუმცა, როგორც ირკვევა მან არც შეცდომაში უნებლიედ გახვევა არ აღიარა. დარჩება თუ არა გელა ქარდავა ,,ქურდული ნავის“ მიღმა მგზავრად, მაგას დრო გვიჩვენებს, თუმცა ის პეტერბურგში ისეთი მძიმეწონოსანი ,,ზაკონნიკების“ გვერდით ტრიალებს, როგორებიც არიან საჩინო და გია დათუნაშვილი. ასე, რომ მისი კარიერის დასასრულზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. თურქულ სამიტზე წარმოდგენილმა ,,კრიმინალურმა გენერლებმა“ კონსესუსს მიაღწიეს და ,,ქურდული მანტია“ 42 წლის ზაურ გვაძაბიას ისევ მოასხეს, რომელმაც ტიტული კახა მაკალათიასთან და ბუეისთან წარმოქმნილი კონფლიქტის შედეგად, ჯერ კიდევ შორეულ 2003 წელს დაკარგა. ტრაგიკულად განვითარებული მოვლენების დროს, კოხიას სახლში, ვახო ქარდავას და ლაშას თანდასწრებით ზაურ გვაძაბია თავად შაქროს დაუპირისპირდა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და თურმე ,,დაუბარავშიც“ გადასულა. 11 წლის გასვლის შემდეგ, გვაძაბიას ავტორიტეტის რკინის კედლად მაცი იქცა, რომელსაც ბუეის გვერდის ავლით, მერაბ ჯანგველაძესთან მეგობრობის გამო ,,ადამიანად“ არ თვლის, არ გაჭირვებია ზაურასათვის ,,ქურდული ჩოხის“ ქილების შეკვრა. ასე რომ ზაურ გვაძაბიას მომავალი წყნარ ცხოვრებას მაინც ვერ პირდება. ასეა თუ ისე ,,დიდი იმპერატორის“ ასლან უსოიანის იმპერიის ნანგრევებზე ,,ქურდული ოჯახის“ ყოფილი წევრები ისევ გაერთიანდნენ. რუსეთის დედაქალაქი დიდი დაპირისპირების მოლოდინშია.