QronikaPlus
ამერიკამ ,,უპილოტო კატერები" წარმატებით გამოსცადა

ამერიკამ ,,უპილოტო კატერები" წარმატებით გამოსცადა

2014-10-05 07:00:34

ამერიკის შეერთებული შტატები, სამხედრო შეიარაღებაში საზღვაო საპატრულო კატარღების მიღებას გეგმავს, რომლებიც დიდ საზღვაო ხომალდებს პატრულირებას გაუწევენ და ,,უპილოტო კატერების“ სახელწოდებითაა ცნობილი. აღნიშნული განცხადება ამერიკის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა მეთიუ კლანდერმა გააკეთა .,,უახლესი საზღვაო ,,კატერების“ გამოცდა აგვისტოს თვეში, ვირჯინიის შტატში მდებარე მდინარე ჯეიმსზე წარმატებით განხორციელდა. ორი ერთეული დიდი ხომალდი, ცამეტმა ,,უპილოტო კატერმა“ ავტომატურ რეჟიმში წარმატებით შეიყვანა წინასწარ გათვლილ წერტილში. აქედან ხუთი აპარატი ხომალდების გაცილებით იყო დაკავებული, ხოლო დანარჩენი რვა , წყლის აკვატორიას ზვერავდა. ახალ აპარატებზე შესაძლებელია ტყვიამფრქვევის დამონტაჟება. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ოცი ერთეული ასეთი ტიპის ,,კატერის“ მართვა ერთი ინსტრუქტორის საშუელებით იქნება შესაძლებელი. ასე რომ, ამერიკის შეერთებული შტატების შეაიარაღებაში ახალი ინოვაცია გამოჩნდა“ - აცხადებს კლანდერი.  

გაზიარება