- პარასკევი, 27 დეკემბერი, 2024
2021-12-22 04:25:13
ლეიბორისტული პარტიის გენერალური მდივანი გიორგი გუგავა მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ალაგმვის საუკეთესო საშუალება, მისი ლიდერებისთვის პერსონალური სანქციების დაწესებაა. მისი აზრით, მას შემდეგ რაც „ოცნებამ“ ოფიციალურად აიღო გეზი რუსეთისკენ დასავლეთმა ეს ნაბიჯი უნდა გადადგას. რატომ არის საჭირო ხაფანგი ხელისუფლებისთვის და რატომ არ შეიძლება ყველა ოპოზიციური პარტიის ნდობა, ამის შესახებ გიორგი გუგავა „ქრონიკა+“-ს ესაუბრება.
_ სანამ ინტერვიუს ჩაწერას დავიწყებდით, ერთი საინტერესო ამბავი გახდა ცნობილი _ კასპის მოქმედმა და ყოფილმა მერებმა ერთმანეთში იჩხუბეს. ერთი დაკბენილია, მეორეს ცხვირი აქვს გატეხილი. ცემა-ტყეპის მეტი რა გვინახია პოლიტიკაში, მაგრამ კბენა აქამდე არ ყოფილა. ამაზე კომენტარის გაუკეთებლობა ნამდვილი ცოდვაა.
_ „დათა თუთაშხია“ გამახსენა ამ ამბავმა. იქაა ასეთი სცენა _ უკბინე კოსტა, უკბინე. ასე დაკბინეს ამათაც ერთმანეთი. მათ შორის განხეთქილების მიზეზი მაღალი მატერიები არ იქნებოდა. არც იმაზე იჩხუბებდნენ ქვეყანას როგორ მოვუაროთ და მოსახლეობას როგორ დავეხმაროთო. დარწმუნებული ვარ პირადი სარგებელის გამო დაკბინეს ერთმანეთი. ან ტენდერი ვერ გაიყვეს, ან ნაღდი ფული. ამ დაპირისპირების ჟამს მარტო მუშტი არ იკმარეს და ცხოველური ინსტიქტი გამოავლინეს _ ბასრი კბილებიც გამოიყენეს, რომელსაც მანამდე ბიუჯეტის სახრავად იყენებდნენ.
კასპში მომხდარი ინციდენტი კიდევ ერთხელ წარმოაჩნეს, თუ ვისთან გვაქვს საქმე და რა ინსტიქტებით არიან აღჭურვილი ქოცები. ერთმანეთს ასე კბენენ და გლეჯენ, და ხომ წარმოგიდგენიათ რა დაუნდობლები იქნებიან ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ. ესენი მენტალობით კრიმინალები არიან და რაც შეიძლება ადრე უნდა მოვაცილოთ ქვეყანას. ჩამოყალიბებული ტლუები არიან, კაცი კბენაზე რომ გადავა, იმას კაბინეტში რა უნდა. აცრან მაინც ის დაკბენილი ცოფზე.
_ ანტივაქსერი თუ არის ის დაკბენილი, მერე რა უნდა ვქნათ? შეიძლება ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინასაც არ ცნობს.
_ არ ცნობს და თავის თავს დააბრალოს. მალე ყეფას დაიწყებს. მისთვის უმჯობესია რომ სასწრაფოდ აიცრას.
_ ეს ხუმრობით და მოდით ახლა სერიოზულად ვისაუბროთ.
_ სულაც არ ვხუმრობ. კარგა ხანია საქართველოს სახუმაროდ აღარ აქვს საქმე. ჩინოვნიკები რომ ერთმანეთს დაკბენენ, იქ რაზე უნდა ილაპარაკო? სანამ მთელი ქვეყანა დაუგლეჯიათ და ბოლომდე გამოუხრიათ, ესენი სახლში უნდა გავუშვათ.
_ ნებისმიერი ხელისუფლება ამომრჩეველმა უნდა გაუშვასსახლში. ჩვენს ამომრჩეველზე კი არაფერი მოქმედებს. ხალხი რატომღაც ვერ ფხიზლდება და საქმე-საქმეზე როცა მიდგება, ისევ შეჩვეული ჭირის სასარგებლოდ აკეთებენ არჩევანს.
_ დგება ჟამი როცა ერმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ამ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი მომავალი და ბედი. ხალხი თუ მზად არ არის სახელმწიფოებრიობისთვის, არაა მზად შექმნას ისეთი სისტემა რომელიც უზრუნველყოფს ადამიანების თავისუფლებას და სოციალურ სამართლიანობას, ასეთ შემთხვევაში ის თანამედროვე სამყაროში ადგილს ვერ დაიმკვიდრებს. სახელმწიფო დაიშლება, გაქრება და პოლიტიკურ რუკაზე ჩვენს ფერს დავკარგავთ. ამით დასრულდება ჩვენი დიდი წარსული და დავრჩებით მშიერმუცელა მონებად. ეს იქნება განაჩენი.
ყველაფერის მიუხედავად მე მაინც მჯერა ჩემი ხალხის. მთელი ჩვენი არსებობის მანძილზე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით. მრავალი იმპერია შემოგვენგრია. მრავალი დიქტატორი, ავანტიურისტი, მარბიელი გაგვისტუმრებია. დარწმუნებული ვარ ამ შემთხვევაშიც ასე მოვიქცევით. ის ინსტიქტები. რომელსაც თავისუფლებისთვის ბრძოლა ჰქვია, ჩვენში კიდევ ერთხელ გაიღვიძებს და ამ რეჟიმს არჩევნებზე ხალხი სათანადო განაჩენს გამოუტანს.
_ თუ არ გამოუტანა, მერე რა ხდება?
_ თუ არ გამოუტანა და მაშინ დავკარგავთ მთავარ მონაპოვარს. ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობა. თავისუფლები თუ არ ვიქნებით, არც ნორმალური ცხოვრება გვეღირსება და არც განვითარება. ასეთ სისუსტეს ერებს ისტორია არ პატიობს და ჩვენც ისტორიას ჩავბარდებით. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ეს არ გვემუქრება.
_ ამ ოპტიმიზმის საბაბს რა გაძლევთ, მხოლოდ ჩვენი წარსული?
_ დიდი ილია წერს, რომ ჩვენ ბოლომდე დამთმენები ვართ, მაგრამროცა დრო დგება. საკადრის პასუხს ვცემთ როგორც გარეულ, ასევე შინაურ მტერს.
_ იმაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს, რაც უკვე მოხდა? მრტო კორონავირუსით დღეში 80 ადამიანეზე მეტი იღუპება. რამდენი ათასი ადამიანი შიმშილობს ვეღარც კი ვითვლით. ევროპას ღიად აქცია ზურგი ჩვენმა ხელისუფლებამ. ხალხი ამას ჯერ ისევ გაგებით ეკიდება.
_ ის რაც ახლა ხდება, ფორსმაჟორის ბრალი არაა. ეს გახლავთ მიზანმიმართული კოვიდგენოციდი. რომელსაც ივანიშილი და მისი ბანდა ახორციელებენ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს ორი ფაქტორითაა განპირობებული. ქოცები პანდემიას იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის. ხალხი ყავთ მართული და გამომწყვდეული. ეშინიაღ წინააღმდეგობის დიდმა ტალღამ არ იფეთქოს. კოვიდგენოციდის მეორე მიზანი არის კორუფიცა. ამ პანდემიის დროს ისინი აკეთებენ დიდი ფულს. 10 მილიარდი ვისესხეთ ამ უბედურების დროს. რომელიც შეიჭამა და გაქრა. ეს ფული არავის თვალით არავის არ უნახია.
სამაგიეროდ ვხედავთ, თუ რა უბედურება ტრიალებს ქვეყანაში. სასაფლაოებზე რიგეები დგას, მესაფლავეები ცხედრების დამარხვას ვეღარ აუდიან. საქართველოში კუბოების დეფიციტია, ხალხო!!! ამაზე დიდი უბედურებადა ტრაგედია რაღა უნდა დატრიალდეს? ამდენი ადამიანი ომშიც კი არ დაღუპულა. „ქართული ოცნება“ არის მკვლელების ბანდა. ისინი კოვიდგენოციდს შეგნებულად ახორციელებენ. რათა ერთის მხრივ შეინარჩუნონ ძალაუუფლება და მეორეს მხრივ აკეთონ ფული.
თვითმკვლელები თუ ვართ და არაფრად გვიღირს ჩვენი ოჯახის წევრების, ახლობელის. თანამემამულეების სიცოცხლე, მაშინ ეს ყველაფერი უნდა გადავყლაპოთ. თუ გადავყლაპავთ, იგივე ბედს გავიზიარებთ ჩვენც. სხვაგვარად თუ ვფიქრობთ და სულერთი არაა ჩვენი გარშემომყოფების სიცოცხლე და ქვეყნის მომავალი, მაშინ საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ მკვლელების ხელისუფლებას. მათ უპირცველეს ყოვლისა ძალაუფ;ება უნდა წავართვათ და მერე პასუხი ვაგებინოთ კანონის წინაშე. ეს მკვლელობები დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.
დასავლეთთან დაკავშირებით ქოცურმა ხელისუფლებამ საბოლოოდ გამოაჩინა ნამდვილი სახე. ივანიშვილმა ღიად გვითხრა, რომ ის ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს ატარებს და პირდაპირ პუტინის რეზიდენტია. მოსკოვს ჩვენი დამოუკიდებლობა ყელში ძვალივით აქვს გაჩხერილი. ამიტოპმ მიიტაცა ჩვენი ტერიტორიების ნაწილი. ნაწილზე თავისი რეზიდენტი დასვა მმართველად.
ივანიშვილი და მისი ბანდა ყველაფერს აკეთებენ რომ დასავლეთს დაგვაშორონ. 5 ივლისს შემთხვევით არ დაუწვიათ რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის დროშა. შემთხვევით არ გასულან შარლ მიშლის შეთანხმებიდან. გასულ კვირას შემთხვევით არ უთქვიათ, არ გვიონდა ევროპული დახმარებაო. საქართველოს ხელისუფლება ანტიდასავლურ გზას რომ დაადგა, ამაში თავად დასავლეთს მიუძღვის ლომის წვლილი.
_ რა წვლილზე საუბრობთ?
_ დასავლეთის უდიდესი ზეწოლის შედეგად გადარჩა ივანიშვილის ხელისუფლრბა. ამერიკელმა და ევროპელმა დიპლომატებმა ოპოზიციაზე არნახული ზეწოლა განახორციელეს, რომ ისინი პარლამენტში შესულიყვნენ. მათი ზეწოლა რომ არა, გაყალბებული არჩევნების გზით არჩეული პარლამენტის ბოიკოტი გაგრძელდებოდა. ერთპარტიული პარლამენტი დიდხანს ვერ გასტანდა და ვადამდელ არჩევნებს მივიღებდით. დასავლეთმა ივანიშვილი გადარჩენა მოისურვა. ოპოზიცია აიძულა პარლამენტში შესულიყო.
ბოიკოტის შეწყვეტის შე,დეგ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ჩოქბჯენში მყოფი ივანიშვილი წამოდგა და შეტევაზე გადმოვიდა. იქეთ ჟურნალისტები დაარბიეს, აქეთ ევროკავშირის დროშა დაწვეს. დაიწყეს ოპოზიციის შევიწროპვება. ლეიბორისტების განადგურება ღიად დაიწყეს. ივანიშვილმა არ გვაპატია, რომ ხალხისთვის მიცეულ პირობას ვასრულებთ და პარლამენტში არ შევდივართ.
არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დარჩა. ამ არჩევნებზე ბევრი რამეა დამოკიდებული. მოსახლეობას მოვუწოდებ, აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე. მე ვერ ვეტყვი მათ რომ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას მისცენ ხმა. ხმა იმ პარტიას მისცენ, ვისაც სიტყვა არ გაუტეხია. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა დაამტკიცა, რომ ისინიც ჩვეულებრივი ვაჭრები არიან და კარგად ვაჭრობენ ხელისუფლებასთან.
შორენა მარსაგიშვილი
_