ოთხშაბათი, 23 აპრილი, 2025
2021-01-25 07:09:29
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დეკემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, არსებული მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 50% დადებითად ფასებს, 38% კი - ცუდად. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეფასებას, გამოკითხულთა 46% მას დადებითად აფასებს, 32% - საშუალოდ, 17% კი - ცუდად.
NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გამოკითხულთა 36% უარყოფითად აფასებს, 34% - საშუალოდ, 15% კი - კარგად.
გამოკითხვის თანახმად, პარლამენტის საქმიანობას გამოკითხულთა 15% კარგად აფასებს, ცუდად - 34%, საშუალოდ კი - 36%. სასამართლოების საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 13%, საშუალოდ - 30%, ცუდად კი - 29%.
რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას, გამოკითხულთა 32% მას უარყოფითად აფასებს, 27% - საშუალოდ, ხოლო 24% - კარგად.
ცნობისთვის: ორგანიზაციამ საველე სამუშაოები გასული წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩაატარა. ჯამურად კვლევა მოიცავს 2053 დასრულებულ ინტერვიუს. საშუალო ცდომილების ზღვარი კი +/- 1.1%-ია.
ნენე ინჯგია