პარასკევი, 25 აპრილი, 2025
2020-07-10 09:16:03
„ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ძალა, არ არსებობს, არსებობს ერთადერთი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი პატარა, კორუმპირებული, უუფლებო ხელის ბიჭებით, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. „რაღა უჭირთ ბიძინა ივანიშვილი თუ იქნება სიაში. ივანიშვილი სიაშიც ყოველთვის იყო, პრემიერიც ის არის, მინისტრიც, მოსამართლეც, პარლამენტიც და საერთოდ ყველაფერი. „ქართულ ოცნებაში“ ვინმე სხვა რამეს წარმოადგენს?! დღეს რომ გახარია დაიბაროს ივანიშვილმა და უთხრას: სასწრაფოდ გაფრინდი მოსკოვში და არ დაგინახო საქართველოში, გახარია უპრობლემოდ გაფრინდება. საერთოდ არ მაინტერესებს, რას აპირებენ, ბიძინა ივანიშვილის გამო სანქციები დაგვიწესეს. არ არსებობს არანაირი „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ძალა, არ არსებობს არანაირი პრემიერებები და მინისტრები, არსებობს ერთადერთი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი და პატარა კორუმპირებული, უუფლებო ხელის ბიჭები, რომლებიც ოლიგარქს გარშემო ჰყავს შემოკრებილი“, - განაცხადა ვაშაძემ.