პარასკევი, 25 აპრილი, 2025
2020-04-30 10:27:15
„ხელებს ნუ მიქნევ და თვალებს ნუ მიყვლიპავ დაჯექი წყნარად, დაიოკე ნერვები ხელს ნუ გვიშლი მუშაობაში“-უთხრა უმაღლესი საბჭოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუატმა ელგუჯა ბაგრატიონმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს. შეგახსენებთ, რომ დღეს აჭარის უმაღლესი საბჭო განიხილავს ბიუჯეტის ხარჯების შემცირებას. ამ პროექტის მიხედვით, აჭარის უმაღლესი საბჭო თავის ბიუჯეტს 100 ათასი ლარით იმცირებს, ძირითადად, სამივლინებო და სატრანსპორტო ხარჯების გამოთავისუფლების ხარჯზე. სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ხვიჩა მამულაძე