გულწრფელად ვგლოვობთ ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერისა და ცნობილი ლიტერატორის, თემურ ქორიძის, მოულოდნელ გარდაცვალებას. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გაღვივებაში, ქართული სახელმწიფოებრივი იდეისა და თანამედროვე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პუბლიცისტიკის განვითარებაში. მან დატოვა არისტოკრატიული აზროვნებისა და შეუვალი ლოგიკის მისეული ხელწერა.
საზოგადოებას მოკრძალებით შევახსენებთ, რომ ჩვენ არ მივეკუთნებით იმ ადამიანთა რიცხვს, რომელთაც მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ახსენდებათ პიროვნების ღვაწლი.
თემურ ქორიძე პატივით უნდა დაიკრძალოს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
აქვე დავსძენთ, რომ დიდუბის პანთეონში ნამდვილად მოიძებნება ადგილი, სადაც თემურ ქორიძის ნეშტის დასვენება შეიძლება.
სიცოცხლეში ჯეროვნად არდაფასებულ თემურ ქორიძეს გარდაცვალების შემდეგ მაინც მივაგოთ ღირსეული პატივი.
საინიციატივო ჯგუფის სახელით:
როსტომ ჩხეიძე
ზურაბ ხონელიძე
ანზორ აბრალავა
გია მურღულია
კახა კუკავა
კონსტანტინე გამსახურდია
კახმეგ კუდავა
ნომადი ბართაია
ელიზბარ ჯაველიძე
რეზო კვესელავა
ვახტანგ ბახტაძე
ბადრი ხუნდაძე
თეიმურაზ ფიჩხაია
ნუგზარ მგალობლიშვილი
ბესიკ გვაზავა
გიორგი არქანია
დათა ბესელია
გიორგი ხულორდავა