ლიდერი, როგორც კი ხელმძღვანელი გახდება, სწრაფად, პირველსავე წუთიდან შედის როლში, არ ბოდიშობს და ყურადღებას არ აქცევს მათ პრეტენზიებს, ვინც ამის გამო უკმაყოფილოა, არ აძლევს მათ იმედგაცრუების, შურისა და ეჭვის საშუალებას, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს თავისი მოვალეობის შესრულებაში.
წარმატებულად მოქმედი ხელმძღვანელები შეუპოვრად ცდილობენ ჩანაფიქრის განხორციელებას, თუნდაც, მათი მოსაზრება არაპოპულარული იყოს.
ამასთან, აქტიურად ინტერესდებიან და სწავლობენ ყველა არსებულ მონაცემს ამ იდეის გარშემო. მათ არ აშინებთ სხვებთან ამ საკითხთან დაკავშირებული უთანხმოება.
ძლიერი ლიდერები არ საჭიროებენ მონაცემების განსაკუთრებულ სიმრავლეს. ფლობენ რა ღრმა და სრულყოფილ ცოდნას, ისინი ინტუიციით ხვდებიან, რა შორს შეიძლება წავიდნენ ექსტრემალურ სიტუაციაში გადაწყვეტილებების მიღების დროს. გამოკვლევების მიხედვით, სიჯიუტის ძალიან მაღალი მაჩვენებელი წარმატებული ხელმძღვანელისთვის არასასურველი აღმოჩნდა. აუცილებელია მოქნილობა, რომელიც პრობლემების ერთდროულად გადაწყვეტის საქმეში უმნიშვნელოვანესი ასპექტია. ლიდერს არ სჭირდება, ორიენტაცია აიღოს მხოლოდ ერთ კონკრეტულ პრობლემაზე, მას უნდა შეეძლოს გადაერთოს ერთი მიმართულებიდან მეორეზე, ერთდროულად გადაწყვიტოს მის წინაშე მდგარი რამდენიმე ამოცანა. ლიდერი მუდამ მზად უნდა იყოს ახალი იდეების განსახილველად და მათ განსახორციელებლად, ახალი პროცესების წარსამართავად. გაურკვეველ მდგომარეობაში სიმტკიცის გამოვლენა _
ეს ლიდერის ერთ-ერთი მთავარი თვისებაა. ის არ უნდა შეშინდეს გაურკვეველი სიტუაციების დროს, არ დაიბნეს უკუკავშირის არარსებობის შემთხვევაშიც კი. მისი მოქმედება თეთრი ლაქების არსებობამაც კი არ უნდა შეაფერხოს. სწორედ ამით უნდა აღემატებოდეს იგი სხვა ლიდერებს, რომელთაც არ ძალუძთ ასეთ შემთხვევებში სიმტკიცის გამოვლენა.
მაღალი დონის წარმატებული ლიდერები სიტუაციის აღქმის მაღალი უნარით და განვითარებული ინტუიციით გამოირჩევიან. ისინი დაჯილდოებული არიან აზროვნების განსაკუთრებული სიმკვირცხლით და სიტუაციაში გარკვევის დროს სწრაფად და სწორად აფასებენ შექმნილ ვითარებას.
გომელაური ყველაზე სუსტი ხელმძღვანელი აღმოჩნდა, ვისი გადაწყვეტილებაც არ ადარდებს მისსავე მოადგილე გოგაშვილს.
სრული მობილიზაცია სუს-ში და გომელაურის ულტიმატუმი: ან სოსო, ან მე!
ჩვენ და ქვეყანა კი არა, თურმე, გომელაურიც კი დაღლილა...
ოთხშაბათს მასსა და მღებრიშვილს შორის შეხვედრის დროს ამ უკანასკნელს თავისი გადაწყვეტილება აცნობა, _ მივდივარ! _ იყო მისი ძალიან ბუნებრივი პასუხი, _ ყველაფერს აქვს საზღვარი, ვერ ვიგებ, მე ვარ უფროსი, თუ გოგაშვილი?
გომელაური გოგაშვილს კახელ გლეხს ეძახის პირად საუბრებში. მისი და გოგაშვილის გზები დიდი ხანია, გაიყო, თუმცა გოგაშვილს მამაცაშვილი მაინც სწყალობს და არ იციან, როგორ აჯობონ „გლეხს“. ამიტომ გომელაურს ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება ჯერ არასდროს მიუღია, ახლა კი დაიღალა.
„არანაირი სურვილი არ მაქვს, კილაძის მთავარ ობიექტად ვიქცე, არც ეს ომი დამიწყია და არც მსხვერპლი მინდა გავხდე“, _ ზუსტად ეს სიტყვები უთხრა მღებრიშვილს გომელაურმა.
იგივე საუბრები შედგა პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძესთან და კახი კალაძესთან.
სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელი უახლოეს მომავალში თანამდებობას საკუთარი ნებით დატოვებს. თუ ასე მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ გოგაშვილი გაიმარჯვებს, მაგრამ თუ გომელაური დარჩება, „ოცნების“ განახლებული „სასტავი“ პარლამენტს მოიგებს, რადგან...
პარლამენტის ახალმა სახეებმა ბიძინა ივანიშვილთან უკვე ითხოვეს აუდიენცია, რომლის დროსაც მათი მთავარი თემა სწორედ გოგაშვილია.
პარტია „ქართული ოცნება“ ღარიბაშვილის ჩანაცვლებას გოგაშვილით არ უშვებს. ახალი კადრები ფიქრობენ, რომ მათთვის ძალიან ბუნდოვანია ვინმე სოსოს ღვაწლი და შემოქმედება. გოგაშვილის უშუალო გადაწყვეტილებებით ხდება დღემდე სწორედ პარლამენტარების დაშანტაჟება, სატელეფონო საუბრების მოსმენა, სხვების პირად ბიზნესში ხელის ფათური და ა. შ.
მიუღებელი და დაუშვებელია, ახალი ფრთისთვის გოგაშვილმა განიხილოს ადგილობრივი არჩევნებისთვის გამგებლების კადრები.
ამოუხსნელ ამოცანად მიიჩნევს თავად პარლამენტის თავმჯდომარე გოგაშვილის არსებობას ძალოვან უწყებებში, მაშინ როცა გოგაშვილზე მეტი ღვაწლი სხვებს აქვთ. ამას იგი შიდა კულუარულ საუბრებშიც აღნიშნავს.
- S. კეთილი რჩევა გომელაურს „ქრონიკა+“-ისგან:
მადლობა მხოლოდ ზრდილობის გამოსახატავად არ არსებობს _ ეს საოცარი სიტყვა მართლაც ჯადოსნური თვისების მატარებელია, რადგან სერიოზული კორექტივებისა და დადებითი მუხტის შეტანა შეუძლია თქვენს ცხოვრებაში. სიტყვა „მადლობა“ დადებითად აღიქმება ადამიანების მიერ, რადგან თითოეულმა ჩვენგანმა იცის, რომ თუ ვინმე მადლობას გვიხდის, ე. ი. ის მადლიერია ჩვენი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კარგები ვართ და ამ ფაქტის გაანალიზება ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას მის მიმართ, ვინც მადლიერებას გამოხატავს.
მაგალითად: წარმოიდგინეთ, რომ თათბირზე ხელმძღვანელმა თქვენს არაპროდუქტიულობასა და უარყოფით თვისებებზე ისაუბრა, გაუსვა ხაზი ბოლო თვის განმავლობაში თქვენ გამო წარმოქმნილ ხარვეზებსა და საჯარო გახადა პრობლემები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე არ გეხებოდათ, მაინც თქვენ გადმოგატეხათ. თქვენ კი თანამშრომლების თანდასწრებით და ხელმძღვანელის პოსტიდან გამომდინარე, მისი უპირატესობის გამო, საშუალება არ გაქვთ, რეალურად დაიცვათ და გაიმართლოთ თავი და ეს, რა თქმა უნდა, ხასიათს გიფუჭებთ. სცადეთ შეხედოთ ხელმძღვანელს პირდაპირ თვალებში და წარმოთქვათ ასეთი ფრაზა: „დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ობიექტური კრიტიკისთვის, თქვენს შენიშვნებს აუცილებლად გავითვალისწინებ და ხარვეზებს გამოვასწორებ, გმადლობთ!“
მაკა მოსიაშვილი