- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2023-05-01 16:57:47
ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი
გიორგი საკარული
ყოველი ახალი წლის დადგომისთანავე ვამბობთ და გვჯერა, რომ ეს წელი წინაზე გაცილებით უკეთესის მომტანი იქნება. თითქოს ტრაფარეტული სიტყვებია, მაგრამ ამით ჩვენს შინაგან ეგოსაც ვიმშვიდებთ და მომავლის იმედით ვინუგეშებთ თავს, რომ ნამდვილად უკეთესი წელი იქნება, ვიდრე გასული იყო. თუმცა ბევრი მკითხაობა რომ არ დაგვჭირდეს ხოლმე, აუცილებელია, ყოველი ახალი წლის დადგომა კარგად გამოვიკვლიოთ, ვესაუბროთ კომპეტენტურ პირებს და ისე დავგეგმოთ თუნდაც მომდევნო წელი, რათა ნაკლები შეცდომა დავუშვათ, გავხდეთ უფრო წარმატებულები და წინ აღვუდგეთ იმ პრობლემებს, რომელიც გველოდება.
რატომ არის ნიშვნელოვანი ცხოვრების წესის შეცვლა? რა უნდა გავითვალისწინოთ 17 მაისამდე? რა ნივთები უნდა გადავყაროთ სახლიდან? რატომ უნდა ვთქვათ ახალ შემოთავაზებაზე უარი?
ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი:
_ როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ასტროლოგიური საკითხი არ არის მთავარი, არამედ მნიშვნელოვანია ბიოენერგეტიკა: დედამიწაზე მზიდან დიდი რაოდენობით შემოდის ნეგატიური ენერგეტიკული ველი, რომელიც ადამიანებში იწვევს დიდ დისკომფორტს. შესაბამისად, მაღალია წნევიანობის მაჩვენებელი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.
გარდა ამისა, დედამიწა გადადის სხვა ვიბრაციებზე. იმ ეპოქაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ეს არის უნიკალური მომენტი _ ჩვენ დავასრულეთ თევზების ეპოქა და გადავდივართ მერწყულში, შესაბამისად, ვიბრაციებიც იცვლება. პლანეტებიც იცვლიან თავის ზოდიაქოს ნიშნებს და ვიბრაციები ემატება ამ პროცესს, ანუ კომპლექსურად ბევრი მოვლენა ვითარდება.
ადამიანის ცნობიერება მაღალ ვიბრაციებზე უნდა ავიდეს და სხვა განვითარების ეტაპზე უნდა გადავიდეს. იმ ცხოვრებით, რაც აქამდე უცხოვრია, ამ ვიბრაციით ვერ იცხოვრებს, რადგან ეს გამოიწვევს საკმაოდ სერიოზულ მენტალურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებს. ყველაფერი ხდება ერთდროულად და ამიტომ საჭიროა, სხვანაირად მივუდგეთ პროცესებს. 2000 წლის წინათ იესო ქრისტე განკაცდა და ასწავლა ხალხს, თუ როგორი ვიბრაციებით ვიცხოვროთ, რა მენტალიტეტი გვჭრდება, რა წესები უნდა დავიცვათ, რა პრინციპები და ამიტომაც ის, რაც ხდება ახლა, ეს მეორდება 2000 წელიწადში ერთხელ.
_ ე. ი. ახლა მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვიცხოვრებთ კონკრეტულად ამ ეპოქაში?
_ თითოეული ადამიანის ცხვრებაში უნდა შევიდეს რაღაც ახალი ცოდნა, მერწყულისეული აზროვნება. ეგოისტური ყოფიერებიდან უნდა გადავიდეთ არაეგოისტურ, კოლექტიურ მუშაობაზე, ანუ თანამოაზრეები უნდა ვიპოვოთ, უნდა ვიყოთ მეგობრულები. ეპოქაა ისეთი, როდესაც ადამიანი ვერ აიტანს ვერანაირ შეზღუდვას, მონობასა და მსგავსს რაღაცებს, რადგან მერწყული განაგებს იმ პრინციპებს, რომ უნდა იყოს თანასწორობა ქალსა და მამაკაცს შორის, ზოგადად ადამიანებს შორის. მაგალითად, ქუჩას რომ მეეზოვე გვის, იმას ამპარტავნულად არ უნდა უყურო. ეს თავის დროზე იესომაც თქვა, მაგრამ ხალხმა ყველაფერი პირიქით გააკეთა. ადამიანებმა დაიწყეს ერთმანეთის ჭამა, ღალატი; შური, ბოროტება, ბოღმა გამეფდა, ანუ თევზების ეპოქისთვის უარყოფითი პროცესები განავითარეს.
_ რას იტყვით მზისა და მთვარის მოსალოდნელ დაბნელებაზე?..
_ ძალიან მალე გველოდება მზისა და მთვარის დაბნელებები, ეს იქნება 2023 წლის 20 აპრილს. ახალმთვარეობას ასევე გველოდება მზის თითქმის სრული დაბნელება და შემდეგ იქნება 5 მაისს მთვარის დაბნელება. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პერიოდში გაჩნდება დაბნელების დერეფანი.
_ რას ნიშნავს დაბნელების დერეფანი?
_ ამ პერიოდში არ უნდა გადაწყდეს არანაირი მნიშვნელოვანი თემები და საკითხები. არ უნდა დავიწყოთ საქმის კეთება, სახლის შენება, ახალი პროექტები, ანუ არაფერი ახალი არ უნდა განვახორციელოთ. ამ დროს უნდა დავასრულოთ ყველაფერი ძველი, მოვიშოროთ სახლიდან ნაგავი, ძველი ნივთები… ადამიანებს შორის ურთიერთობებს, რომელიც აქამდე დაუსრულებელი იყო და ვერაფერს ვწყვეტდით, შეგვიძლია წერტილი დავუსვათ. მერკურის დროს კომუნიკაციები ძალიან გართულებულია და ჭირს.
_ მოგზაურობა…
_ თავი უნდა შეიკავოთ მოგზაურობისგან, ასევე არ გავაფორმოთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, არ არის სასურველი ვაჭრობა. ამ პერიოდში არ ვიყიდოთ ახალი ნივთი, ბილეთი ან თუნდაც მანქანა, იმიტომ რომ თვითონ მერკური განაგებს ქაღალდებს, დოკუმენტებს, შესაბამისად, ბევრ ღონისძიებაზე უნდა ვთქვათ უარი და ძველი თემები დავასრულოთ.
ეს პერიოდი კარგია გასაანალიზებლად, თუ რას გავაკეთებთ, როცა მერკური გახდება დირექტიული _ ეს იქნება 21 აპრილს და გაგრძელდება, სადღაც, 16 მაისამდე. რამე შემოთავაზებებიც თუ გექნებათ, ეს პერიოდი თავი უნდა შეიკავოთ, არანაირი თანხმობა ან უარი არ უნდა უთხრათ, უბრალოდ, შეიკავეთ თავი, შეხვედრა გადაიტანეთ 17 მაისის შემდეგ და თუ რამე სერიოზული შემოთავაზება იქნება, დიდი ალბათობით, შეიძლება საერთოდ აღარ შემოგთავაზონ და გადაიფიქრონ ან სხვა რამე გითხრან. ამ დროს არ არის სტაბილურობა ურთიერთობებში. არ შეიძლება ინვესტირება.
_ ჯანმრთელობა…
_ ჯანმრთელობის მხრივ ამ დროს სუსტდება ფარისბრი ჯირკვალი, ყელის, კისრისა და ხერხემლის არე. ამ პერიოდებში კარგია დიეტა. საუკეთესოა ახალგაღვიძებულზე ტყეში ხშირი სიარული. ვგულისხმობ ნამდვილ ტყეს და არა ხელოვნურად გაშენებულს. მუხა კარგია, ვისაც გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აქვს. ზოგადად, ტყეში სიარული ადამიანს ავსებს ენერგიით, აძლევს ძალას.
დაბნელებები გათამაშდება ზაფხულის პერიოდში. კონკრეტულად, ეს იქნება ივნისი-აგვისტო. სხვათა შორის, ბევრ ზოდიაქოს ნიშანს ექნება დადებითი პერიოდი ეტაპობრივად, როცა იუპიტერი შევა კუროს ზოდიაქოს ნიშანში და ეს მოხდება 17 მაისს. სწორედ ამ დროს დაიწყება მიწის სტიქიებისთვის ძალიან პოზიტიური ძვრები. მინდა გამოვყო კუროს ზოდიაქოს ნიშანი, მათთვის ეს პერიოდი იქნება ძალიან კარგი, ასევე თხის რქებისთვის და ქალწულებისთვის იქნება ძალიან დადებითი და კარგი პერიოდი. ეს პოზიტიური ფონი გარკვეულწილად იმუშავებს კირჩხიბებზე და თევზის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანეზე. კირჩხიბებს ზოგადად სტაბილურობის პერიოდი ეწყებათ. იქნება სტაბილურობა, აღმასვლა, კარიერული წინსვლა და დიდი ჯილდოები. დადებითად იმოქმედებს ასევე მორიელზეც.
_ რთული პერიოდი ზოდიაქოს რომელ ნიშანს ელოდება?
_ რთული პერიოდი ექნებათ უფრო მშვილდოსნებს, კონკრეტულად ვინც დაბადებულია 23, 24, 25 ნოემბერს; მაისი უარყოფითი იქნება ასევე ტყუპებისთვის, რომელთა რიცხვებიც იწყება 20-იდან 30-ის ჩათვლით. აგვისტო ქალწულებისთვის იქნება ცოტა რთული, რადგან სატურნის გავლენის ქვეშ იქნებიან. სატურნის სირთულეები შემდეგია: პრობლემები სამართალდამცველებთან, ჯანმრთელობასთან, გაყინულ, გაწელილ საქმეებთან. ძალიან მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა და საჭიროებს სიფრთხილეს.
_ როგორ უნდა დავამუშავოთ სატურნის გავლენა? როგორ უნდა ავარიდოთ პრობლემებს თავი?
_ ადამიანები უნდა დაიტვირთონ, რაღაც რეჟიმში უნდა მოექცნენ: დიეტა დაიცვან, ყოველდღე ივარჯიშონ. სატურნის პროგრამაც ესაა, რომ რაღაც რუტინაში უნდა ჩაერთონ. ყოველდღიურობით უნდა იყო დაკავებული და მერე ნაკლებად შეგხვდება პრობლემები. ასეთ პერიოდში კარგია, თუ რემონტს დაიწყებენ. მართალია, იგი გაიწელება, იქნება სირთულე, სამაგიეროდ სხვა სახის ცუდი რაღაცები არ მოხდება მათ ცხოვრებაში.
_ დაბოლოს, საქართველოს აქვს შანსი…
_ საქართველოს აქვს შანსი, რომ ამ მძიმე კრიზისებიდან უფრო თავისუფლად გამოძვრეს, ვიდრე სხვა განვითარებული ქვეყნები. სახელმწიფო აზროვნება ორიენტირებული უნდა იყოს ზომიერ პოლიტიკაზე და სწორ მხარეს დგომაზე.
საქართველოს აქვს რესურსი, რომ ჰქონდეს უამრავი საწარმო თუ საკუთარი ფაბრიკა, ფულმა იტრიალოს, მაგრამ ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც მხოლოდ საკუთარ სკამს უფრთხილდება. აუცილებლად მოხდება გარდამტეხი ცვლილებები.