რასმუსენი: „ნატო არ არის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული”

Rasmusen-1

ჩრდილო ატლანტიკური ალიანის გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა უარყო საკუთარი განცხადება, რომელიც მან ერთ-ერთი სიტყვით გამოსვლის დროს რუსეთთან მიმართებაში გააჟღერა. კერძოდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე თავდაცვითი სისტემების გაძლიერების საფუძველი, რასმუსენმა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად შეაფასა. ,,კოლექტიური თავდაცვითი სისტემების მობილიზება აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე ,ეს იძულებითი ნაბიჯია შევაჩეროთ რუსეთის აგრესია და აღნიშნული ქმედება სწორედ რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული. ნატოს წევრი 28 ქვეყანა ქმნის ერთიან თავდაცვით კედელს, რომელიც რუსეთის ფედერაციის შესაჩერებლადაა გათვლილი” РИА Новости ის ჟურნალისტმა სთხოვა რასმუსენს დაეკონკრეტებია მის მიერ გაკეთებული განცხადების ძირითადი არსი , მაგრამ ნატოს გენ მდივანმა საკუთარი სიტყვები უარყო და ტონი შეარბილა ,,რაც შეეხება რუსეთს ჩვენ ყოველნაირად ვეცდებით, ქვეყანა ნატოსთან ნორმალურ ურთიერთობას დაუბრუნდეს, უკანასკნელი 20 წლის მანძილზე შეუძლებელი შევძლეთ და ორმხრივი ურთიერთობები ცივილურ ჩარჩოში მოვაქციეთ. რუსეთთან ომი არავის არ სურს, აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის უნარიანობის ამაღლება კი ჩვენი პარტინიორების ნდობის გამტკიცებაზეა გათვლილი, მოსახლეობა უიმედოობამ შეიპყრო ცუდია, როდესაც მეზობელი დიდი ქვეყანა რეგიონში ერთ-ერთი ქვეყნის შიგა პოლიტიკურ ცხოვრებაში ერევა და ალიანსი, რომელიც ევროპის ტერიტოირიაზე მშვიდობის გარანტია, ადეკვატურ ნაბიჯს არ დგამს. ასე რომ აქ საგანგაშო არაფერია, ჩვენი ძალების დისლოკაცია ეს მშვიდობის უზრუნველსაყოფადაა გათვლილი” განაცხადა რასმუსენმა. უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა (НАТО) ბალტიის ქვეყნების საჰარო და საზღვაო ძალების გაძლიერება დაიწყო, პარალელურად რუმინეთის, პოლონეთი და ბულგარეთის ტერიტორიაზე რამოდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე დაამატა და ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში საზღვაო ხომალდების რაოდენობაც გაზარდა.