კიევის მილიცია ლგბტ ორგანიზაციესბ გეი აღლუმის არ ჩატარებას სთხოვს

ნ3

კიევის მილიცია ,,თანასწორობის მარშის” ორგანიზატორებს, 5 ივნისს კიევში დაგეგმილი გეი აღლუმის არ ჩატარებას სთხოვს. ინფორმაციას ,,Интерфакс” ავრცელებს. ,,კიევის მილიციამ ლგბტ ორგანიზაციებს თხოვნით მიმართა, კიევში გეი აღლუმის ჩატარებისაგან თავი შეიკაონ, წყაროს ინფომაციით მილიციის მიერ მოპოვებული ოპერატიული მასალის საფუძველზე ირკვევა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გეი აღლუმის მიმართ, რადიკალურადაა განწყობილი და შესაძლოა ქალაქის ცენტრში აღლუმის მსვლელობის დროს სიტუაცია უკონტროლო გახდეს” აცხადებს ინკოგნიტო რესპოდენტი სააგენტოსთან საუბრის დროს. რაც შეეხება კიევის საქალაქო ადმინისტრაციას, მათი განცხადებით მათთვის კიევის ცენტრში გეი აღლუმის ჩატარების ნებართვის მიღების თხოვნით, ჯერჯერობით არავის მიუმართავს და თუ სექსუალური უმცირესობების მსვლელობა მაინც შედგება, ის არასანქცირებული იქნება. რამოდენიმე დღით ადრე ლგბტ ორგანიზაციებმა გაავრცელეს ინფორმაცია, კიევის ცენტრში გეი აღლუმის ჩატარების თაობაზე, ორგანიზაციის ლიდერების განცხადებით აღნიშნული ,,სამშვიდობო მსვლელობა” უკრაინის ახალი ხელისუფლების მხარდაჭერით განხორციელდება.