მთავარი მსოფლიო იგორ კოლომოისკი: „ჩვენ სააკაშვილს გავასამართლებთ“

იგორ კოლომოისკი: „ჩვენ სააკაშვილს გავასამართლებთ“

757
0
გაზიარება

image22743473_d0c9af619cdc8388911da4460e88bfc6

დნეპროპეტროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, იგორ კოლომოისკი,ოდესის რეგიონის გუბერნატორის , მიხეილ სააკაშვილის წინააღდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს. აღნიშნული განცხადება, უკრაინელმა მილიარდერმა, ჟურნალისტებისათვის გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. ,,მე მის წინაღდეგ სასამართლოში სარჩელს შევიტან. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას ხელთ აქვს ყველა დოკუმენტი, რომლითაც ის,  ჩემს მიერ ოდესის პორტის კონტროლს და კონტრაბანდული ტვირთების შემოტანას დაადასტურებს. ეს სერიოზული ბრალდებაა და კეთილი ინებოს მან, სასამართლოს გზით დამიმტკიცოს ყველა ბრალდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სააკაშვილი პასუხს აგებს სრული სიმკაცრით“ აცხადებს კოლომოისკი. სააკაშვილმა,  კოლომოისკის მისამართით ბრალდებები, 19 ივლისს ტელეკომანია «1+1»-ის ეთერში გააჟღერა. მისივე განცხადებით, ის ფლობს დოკუმენტებს, რომელი მასალებითაც დასტურდება, რომ დნეპროპეტროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, ოდესის პორტის ნაწილს აკონტროლებს და აღნიშნულ ტერიტორიას, უკრაინაში კონტრაბანდული ტვირთების შემოსატანად იყენებს. სააკაშვილმა დოკუმენტების გამოქვეყნების პირობაც დადო.

დატოვეთ კომენტარი