საზოგადოება „ბათომის“ წევრები ბათუმის მერთან შეხვედრას ითხოვენ

მოძრაობა „ბათომის“ წევრებმა ბათუმის მერიის წინ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელ არჩილ ჩიქოვანთან უნდოდათ შეხვედრა, მაგრამ დაცვამ ისინი შენობაში იმ მოტივით არ შეუშვა, რომ

ჩიქოვანი მერიაში არ იყო.

„აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ  ბრძანება გასცა შუა ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის შესახებ.  ჩვენ დაველოდებით დანიშნულ მერ არჩილ ჩიქოვანს და მისგან მოვისმენთ, თუ რა პოზიცია აქვს „ამბასადორის“ მშენებლობასთან დაკავშირებით და რას გეგმავს იმისთვის, რომ თავისი ქალაქის მცხოვრებლების ინტერესები გაატაროს და შეაჩეროს მშენებლობა“, – აცხადებს ალექსანდრე მილორავა.

შეგახსენებთ: ბათუმის ბულვარის გულში, ცენტრალურ შადრევნებთან, „ამბასადორი“ მავალსართულიანი შენობის ჩადგმას გეგმავს.

ხვიჩა მამულაძე