წაგება! დანებება! – ეს არ არის ჩვენი სტილი!

05.04.2017

ოთხშაბათი საღამო. რაღაც ანალიზები და გარემოებები მივალაგ-მოვალაგე, რამდენიმე საინტერესო იდეა მაქვს, რომელიც ბევრ ადამიანს დაეხმარება, ძალა ხომ ერთობაშია! დიდ მოძრაობას ვიწყებთ! არავინ, არც ერთი ადამიანი არ დაიჩაგრება უპატრონობის, უფულობის, უადვოკატობის გამო. 22-ში დაიწყება საქმეების შეგროვება, ვისაც ჩაუდეს, გაამწარეს, გაუჩალიჩეს. დაიწერება ერთი დიდი ღირსების საქმე სტრასბურგისთვის, სადაც საქართველოს მოსახლეობა Vs საქართველოს შსს!!! აზრზე ხართ, როგორი სულელი უნდა იყო, ჩემნაირი ადამიანი სისტემაში ჩაახედო. თამამად ვიტყვი, რომ სისტემა ჩემია, ჩემია კაიც, „მუჟიკიც“, ადმინიც და ყველა, ქათმებისა და „რაბოჩების“ ნაწილის გარდა! ყველა ჩემიანია და ყველამ თავისიანად დამიგულა! იმხელა ენერგია და აზარტი მაქვს, მგონი, თქვენი დასაკლავი დანა თქვენვე გამოთხარეთ! გავაკეთოთ ფონდი, სადაც კეთილი ადამიანები დაგვეხმარებიან, ზაზა ხატიაშვილი ადვოკატებს მოგვახმარს და სტრასბურგამდე მივალთ! ყველა საქმეს შეისწავლიან, ასევე თითო დაჩაგრულს _ 10-15 ადამიანი მაინც უნდა იყოს, ვინც მას დაახასიათებს, მისი უდანაშაულობა დაეჯერება მთელი არსებით!!! ჯერ ნარკოტიკჩადებულებს მივხედავთ, მერე ყველას, ვინც სისტემამ არასწორად აზარალა! ჩემო ნაცნობო და უცნობო გლდანელებო, ქსანელებო, გეგუთლებო, დღეს მანდ არის ჩვენი სახლები და არა ჩვენს ოჯახებში, არა უშავს, თქვენ აღარ ხართ მარტო, ბიჭებო, მე თქვენთან ვარ, აღარც მე ვარ მარტო, ჩვენ ერთმანეთი გვყავს გვერდით და ძალა ერთობაშია. კარგია, რომ თქვენთანვე ვარ, მერწმუნეთ, ვერავინ ზედმეტს ვერ იზამს! ჩვენ აუცილებლად გავალთ აქედან, სულ რომ ჩემი თავის დადება გახდეს საჭირო და ჩემს გვამზე გადავლა მოუწიოთ (რაც არ მოხდება). ჩვენ ხომ ერთნი ვართ!!! არავინ დარჩებით უყურადღებოდ, ვისაც სურვილი გექნებათ!!! მოკლედ, ძმებო, ბიჭებო, მეგობრებო, მე თქვენთვის და ჩვენთვის ვაპირებ ბრძოლას! ვისაც გული გერჩით, სისხლი გიდუღთ, თქვენი სიმართლის გჯერათ, ყველა ერთად ვართ და ერთი მიზანი გვაქვს! ჩვენ ვერ დავუშვებთ ერის (კარგი და ცუდი აქ სულერთია) გენოციდს!!! ჩვენ დასაკარგი აღარაფერი გვაქვს იმიტომ, რომ ყველაზე დიდი _ შინაგანი თავისუფლება მოვიპოვეთ! ნუ გაიკვირვებთ, არავის გისურვებთ, რა თქმა უნდა, აქ მოხვედრას, მაგრამ აქ ყველაზე თავისუფალი ხარ იმიტომ, რომ საკუთარ თავს ეკუთვნი მხოლოდ! თუ აქ თავისუფლების ნამცეციც კი სულდგმულობს შენში და არ ნებდები, ზენიტში, პიკში ხარ და სამყაროს ააყირავებ!!!

მოკლედ: კეთდება ფონდი, გროვდება საქმეები, ვამზადებთ სარჩელს და ჩვენ აუცილებლად მოგვხედავენ! ამის გარანტი მე ვარ! თავით აგებთ პასუხს! უბრალოდ, თქვენი ერთად დგომა მჭირდება, პროცესი დაიწყება და დაიწყო კიდეც! ყველა კარგი და წესიერი ჩოხოსანი ჩვენთანაა, ვინც ჩვენთან არაა, 100-კაციან ჩოხოსანთა კრებაზე ავუხსნი, რატომაა გამყიდველი ვირთხა! ჩვენ უკან საქართველოა!!! წაგება! დანებება! _ ეს არ არის ჩვენი სტილი. მტერი ბევრი მანტიითაა, მაგრამ ეგ არაფერი, ჯერ არ მომხდარა, ერთად მდგომი ქართველობა მტერს დანებებოდა! ყველა გავალთ და ყველას გაგიყვანთ, ბიჭებო! არასოდეს არავინ დარჩება ბრძოლაში მიტოვებული!

ცოტა ხნით უკან დავბრუნდეთ და 12 მარტის საღამო გავიხსენოთ, ამბავი, რომელიც ბევრჯერ მომხდარა, ბევრჯერ დამიწვია ესა თუ ის მოთვალთვალე თუ ოპერმუშაკი, მოკლედ:

 

12 მარტი

ღამის 3-4 საათია, ოფისში ვართ მე და თოკა, ბათუმის ამბებს ვუყურებ გულგახეთქილი. აივნის კარი ღია გვაქვს, ვლაპარაკობთ, თან წვიმს სასწაულად, რაღაც ხმა ისმის. გავიხედეთ და ვიღაც კიბით და ფანრით დაბოდიალობს ჩვენს აივანთან ახლოს, ჩვენი ხმა ესმის, ვითომ არაფერი, კიბეს ტოვებს და ფანარს სართულებზე ანათებს, თაღისკენ გარბის, თოკა ეზოში გადის და იხედება, ბრუნდება, კარს კეტავს. ისევ ტელევიზორს ჩავუჯექით, იქნებ, ხელოსანია? ხელოსანი ღამის 3 საათზე! რა სისულელეა, რა დროს საქმეა, თან თქეშია! ქურდი კიბით და იმხელა ფანრით საქმეზე არ დადის! მოკლედ, ყველა ვერსია აბსურდულია… ვიკიდებ და ტელევიზორს ვუყურებ, თურმე, რა გკიდია! მე რომ 13-ში გარეთ არ გავსულიყავი ლომბარდში, უეჭველად, ღია აივანზე, სადაც 1000 ხარახურა გვიყრია + 1 სართულია, სახლის პატარა კიბით მარტივად ამოწვდები, სადმე ფაქტს მიმალავ და ეგ არის! თურმე, რა გეგმა ჰქონიათ არამზადებს!

უბრალოდ, წინა დღეს დადება ვერ შეძლეს! შემთხვევით ჩაეშალათ გეგმა! სხვათა შორის, ძალიან ჰგავდა ის ბიჭი, ვინც იქ დაბოდიალობდა, ჩიბირაშვილს! სასამართლოზე კეპი უნდა მოვატანინო და დავახურო _ 90% ვიცი, ეგ არის! ზუსტად, თან! თესლები! თქვენს ყველა ბოორტებას გავშიფრავ აუცილებლად! ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს!

კიდევ ერთი პატარა მაგალითი იმისა, რომ 13 მარტი უზნეო ბოროტებაა და მეტი არაფერი. ის, რომ თავზე დიდი ოპერაცია მაქვს გადატანილი, ეს ჩემებმა იცით. ყველა კი მალე გაიგებთ, როცა ცხოვრების შესაბამის თავამდე მივალთ, მოკლედ, მარცხენა მხარეს ფეხზე, ხელზე, თავზე რეფლექსები დაქვეითებული მაქვს. ამას ნებისმიერი ნევროპათოლოგი დაადასტურებს. თუ მე ცაცია არ ვარ (და ნამდვილად არ ვარ), ყველა მნიშვნელოვან ნივთს, მით უმეტეს, ამ რაოდენობის ნარკოტიკს, უეჭველად მარჯვენა მხარეს შევინახავდი (რომ მქონოდა). რა თქმა უნდა, ეს, უბრალოდ, ადამიანური ინსტინქტია! ამ იდიოტებმა გააქანეს და ჟილეტის მარცხენა ჯიბეში ხიეს!!!

 

07.04.

მთელი დღეა, პარლამენტის სხდომას ვუყურებთ. საოცარია, 150 დეპუტატში 20 ვერ აღმოჩნდა ისეთი, ქართულად გამართულად მეტყველებდეს! ვაი, ჩვენს პატრონს! რა ხდება ჩემკენ ახალი და კარგი? 2-3 დღეა, ვერ ვარ კარგად, გათიშული დავდივარ, რატომღაც. ნუთუ, დამეწყო?.. ამინდი იცვლება და ტრავმირებული თავი თავისას ითხოვს, ერთი 10 დღე და გამივლის, აბა, რას იზამს!

ორი ნომერი მაქვს „ქრონიკა+“-ის. გარეთ სერიოზული აქტივობებია, ძალიან ბევრი ადამიანი ჩემკენაა და ეს აქედანაც, სადაც ინფორმაციულ ვაკუუმში ვარ, ცხადად ჩანს. ელისო წერს, სერიოზულად შეშფოთებულები არიან რიგითი ოპერები, ვინც მონაწილეობდა, ეს რა გაგვაკეთებინეთ, თუ ჩვენი დაცვის თავი არ გქონდათო! გოგაშვილი ამბობს, _ ***ები არიან ეგენი, საქმე ვერ შეკერესო: ბიძინასთან შეხვედრაზე პროკურატურა გაიძახის, სუსტი საქმეა, სასამართლოში ვერაფერს იზამსო. აჩიკო მიყვება, ცალკე ელისო წერს: პასუხს ითხოვენ, ეს ***ობა ვინ ქნა და რატომო? სოსოს საქმეც ვერ ყოფილა კარგად, გომელაური ამბობს: მკიდია, ან მე, ან ეგო! ელისომ და ჩვენ მერაბიშვილს არ დავუხარეთ თავი და ესენი ვანოს აჩრდილები არიან ბოროტებაშიც კი! აჩიკოს ჩემი იდეები გავაცანი _ ძალიან დიდ დროს წაიღებსო. _ მკიდია, არავის და არაფრის გამო არ ვაპირებ უკან დახევას-მეთქი! კიდევ რა არის სიახლე? სახლში ყველა კარგადაა, გელაც გადარჩა და უკეთაა, ეს კაცი საქართველოს სჭირდება.

გამომძიებელმა ქუმელაშვილმა თითქმის მოვრჩითო. მორჩებოდნენ, აბა, რა იქნებოდა, „ბარიგა“ ვერ იპოვეს, რას იპოვიდნენ, რაც არ ყოფილა, ტელეფონში არაფერია! ჯერ 12 000 ლარი სად მქონდა, ამდენი ***ობა მეყიდა, თუ ვიყიდე კიდევ, მაგათი ვერსიით, გამყიდველი სად არის? რაც არ მიყიდია, რას იპოვიან? მოკლედ, სასაცილოც აღარაა, საცოდავ დღეში არიან. ვის დააჯერებთ ამ იდიოტობას, რომელიც თქვენსავე თანამშრომლებს არ სჯერათ, არ სჯერა ციხის არც ერთ მუშაკს, არ სჯერათ პატიმრებს, არავის არ სჯერა!!! საომრად შემართული ბრძოლისთვის ყველა მზად არის! კიდევ ერთი კარგი ამბავი მაქვს: ძიას, რომელსაც არაფერი მოუპარავს, ქურდობისთვის 1 წელი და 4 პირობითი და საპროცესო… ეს, რა თქმა უნდა, გვიხარია. მეუბნება, შენ გამასწრებო და ღმერთმაც ქნას. დავპირდი, „ნოვი გრუზინულად“ უნდა „გაგულაო“-მეთქი. მოკლედ, საღამოა 10 საათი, გოჩამ წნევაზე გამიყვანა. დღეს ნორმაში მაქვს. გოჩამ: დავით, ისეთი სახე გაქვს, თითქოს იქ ხარ, სადაც არაფერი გესაქმებაო. „იასნა“, გამიხარდა, ანუ იმდენად თავისუფალი ვარ, არ ვეპუები ციხის ერთფეროვნებას! ისე კი ცოდვა გამხელილი სჯობს და არ მეგონა, ასე თუ შევითვისებდი და გავითავისებდი აქაურობას, მხოლოდ ის მკლავს, რომ ჩემები ნერვიულობენ, განიცდიან. არ მინდა, მტერმა ამით ისარგებლოს და რამე შეცდომა დაუშვან, თორემ მე აქ ნორმალურად ვარ! ვწერ, ვვარჯიშობ, ბევრს ვფიქრობ და გონებრივად ვმოღვაწეობ! მენატრებით ყველა _ მტერიც და მოყვარეც! უფალმა გაგვაძლიეროს და მოგვიტევოს წარსული გადაცდომები!!!

 

დავუბრუნდეთ ჩემს ბავშვობას: სკოლა დავამთავრე, „ხოდზე“ ვარ, ფეხბურთს ვთამაშობ, ჩემი BMჭ მყავს. მოკლედ, ის პერიოდია, როცა პიროვნება იშლება და ყალიბდება. ვცდილობ, ჩემს ზნეობრივ ჩარჩოებს არ გავცდე. პირიქით, თუ რამე მაქვს, ჩემებს გავუნაწილო! მოკლედ, თავში არ ამვარდნია! ამაზე ჩემზე უკეთ ჩემი ბავშვობის მეგობრები მოყვებიან! ახლა კი პირველ დაკავებაზე მოგითხრობთ. მინდა, სიმართლე იცოდეთ თქვენ, უბრალო ადამიანებმა! 2004 წელია, სექტემბერი. ჩემი მეგობრის დაბადების დღე, კლასელები, ახლობლები, სულ 10-12 ადამიანი ვიკრიბებით „ევროპა+“-ში ქუთაისში. მოკლედ, ჩავდივართ, დიდი მაგიდა ჩვენია. ერთ მაგიდასთან რამდენიმე ქალი და ერთი ახალგაზრდა ბიჭი ზის, რომელიც გამომეცნაურა და მეუბნება, _ შენ ხომ ხარშილაძე ხარ? _ კი, თქვენ ვინ ხართ? _ მე მამაშენის და ირაკლის (ჩემი ბიძაშვილი, რომელიც იმერეთის კრიმპოლია იმ დროს) თანამშრომელი ვარ და ეს ქალებიც პოლიციელები არიან. _ ძალიან კარგი, სასიამოვნო საღამო. ჩემებს ვეუბნები, ვინც გვახლავს, რომ ჩვენ გვერდით პოლიციელები სხედან, ზრდილობა არ გვაკლია, არც ქცევა გვეშლება, მაგრამ მაინც თავი ვაკონტროლოთ. მოკლედ, სისულელე გამორიცხულია! ქეიფი გახურდა, უფრო დალევა და ცეკვა, ყველა სვამს და ერთობა. სუფრიდან პოლიციელებისკენ გადავდივარ. ვლოცავ. ეს პოლიციელი ბიჭი გვერდით მიდგას, დავლიე, ჩემს მაგიდას ვუბრუნდები. აშკარად სასიამოვნო საღამოა, ყველას უსწორდება! ნახევარ საათში ვდგები და საპირფარეშოში გავდივარ. უკვე ყველა ერთმანეთშია არეული, მაგიდებთან გადადი-გადმოდიან იქით-აქეთ დასალოცად… საპირფარეშოდან მოვბრუნდი და რა ხდება? გარემო შეთხლებულია. ჩვენი გოგოები ვიპოვე, _ ბიჭები სად არიან-მეთქი? _ მგონი, გარეთო. _ გარეთ რა უნდათ-მეთქი? არ მომეწონა. რა ხდება, ხომ არ იჩხუბეს, მეც საკმაოდ ნასვამი ვარ უკვე. ბარიდან ამოვდივარ. ბიჭებს ვხედავ, მიდიან. _ ეე, რა ხდება-მეთქი, გოგოები როგორ მიატოვეთ? გავეკიდე, დავეწიე, _ რას შვებით? ერთი ფულს იღებს და თვლას იწყებს, _ ეს რა არის? _ იმ მაგიდას გავუწიეთ… _ ვის გაუწიეთ, შეჩემა, აკი გითხარით, გვიცნობენ და იციან, ვინც ვართ-მეთქი. უცებ ფულს ხელი დავავლე და უკან გამოვრბივარ, იქნებ, მოვასწრო, ბოდიში მოვუხადო, დავუბრუნო, ჯიგრულად დავამთავრო. მოვრბივარ გამწარებული, პატრულმა დამინახა და „მიგალკა“ ჩართო, მომყვება. იქნებ, არ დაურეკიათ და „პროსტა“ ამყვა. გზას ვჭრი და სკოლისკენ მოვრბივარ. სკოლამდე თუ მივასწარი, მერე მე ვიცი. ამ ხალხს თავისას დავუბრუნებ და ეგ არის, ყველა გადარჩება. ძალა მეცლება, „ვსო“, გავჩერდი. ვიცი, აუცილებლად მესვრიან, თუ არ გავჩერდი (მამაჩემი გამწარებული აგინებდა ამას წინათ ვიღაცას, ეს რა ***ობაა, ხალხი ქუჩაში უნდა ვხოცოთო?), „ვსო“, ფული გადავყარე, ხელებაწეული დავნებდი! ერთი მატაკეს, მაგრად თან! ეგ არაფერი, ამასობაში რაციაში ისმის, ძარცვაა „ევროპა+“-შიო. ეეხ, ნეტა მიმესწრო!!! ჩემებიც მოდიან მალევე. თან იწყება დაკითხვა. მე არაფერი მომიპარავს, მაგრამ ხომ არ ვიკადრებ უკადრებელს, რა თქმა უნდა, საპროცესოს მთავაზობენ და თან აღიარებას. ასეც ვიქცევი! ჯერ ერთი იმიტომ, რომ გოგოები ვინც გვახლავს, დაკითხვებზე არ ატარონ, მამები რომ კითხვებს დასვამენ, სიმართლე სად დაიმალება? მოგვიწევს ბიჭების გაწირვა. ვინც ეს ქნა (ბოზურია თავთან და სხვასთან, როცა იცი, შენებს და შენც ვინ გიცნობს, იმათ პარავ). მერე მეორე: გამოძიება თუ გაიშალა, უეჭველი ჯგუფურად ჩადენას მოგვედავებიან! და სჯობია, მე ავიღო, ასე თუ ისე, პატრონი მაინც მყავს იმათგან განსხვავებით. ხოდა, მარტივად რომ ვთქვა, გადარჩა 4-5 კაცი მომპარავი გაბოზებას! ასე გავხდი პრობაციონერი. სხვისი უბედურებით შენი ბედნიერების არ მწამს.

კიდევ ვიტყვი იმას, რომ დაზარალებულის ჩვენებაში წერია: დავით ხარშილაძე არ მოსულა ჩემთან ახლოს, შეხება არ ჰქონია ჩემს ჩანთასთან! ეს ვერ მოიპარავდა ფულს ვერანაირად! ამ ყველაფერს წლების მერე ვყვები მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხმა სიმართლე იცოდეს, თან განაჩენი დამდგარია, ასევე ხანდაზმულობის საქმეს ვერავინ დაუბრუნდება. ვინ მოიპარა? რა მნიშვნელობა აქვს! მთავარია, ის ახლა ბერია, _ ჩემთვის, თქვენთვის, საქართველოსთვის ყოველ დილით და ღამით ლოცულობს. უფალმა მოგვიტევოს. ამნისტია გამოცხადდა. ცხოვრება გრძელდება… ქვეყანა ფეხზე დგება, მოვიდა დენი, წყალი, იგება გზები. მოკლედ, ქვეყანა ცოცხლდება… ჯერ რეპრესიები არ ჩანს. მხოლოდ შევარდნაძის ჩინოსნებს დასდევენ და ფულს აბრუნებინებენ, 12-ის ნახევარია. როცა ამ სტრიქონებს ვწერ, თვალწინ მიდგას ბავშვობის ეპიზოდები. ნეტავ, იმ დროს…

ის, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. ბევრი მიზეზის გამო ღირდა აქ მოხვედრა! უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილებაა პატიმრის განცდა, ბოლო-ბოლო, გავარტყი იმ რევოლუციონერობას, რომელიც სისტემას ებრძვის და ციხეში არაა ნამყოფი! მაგრამ ყველაზე მაგარი განცდა თავისუფლებაზე გასვლის წუთი იქნება! ალბათ, ამის გამო ღირს აქ შემოსვლა, ეს რომ განიცადო! საოცრება იქნება! ველოდები ამ ემოციას. აუცილებლად მოვა, მანამდე კი გონებრივად  ვმუშაობ! სისტემას ვწავლობ, ცხოვრებას დაკეტილი კაცის გადმოსახედიდან ვეძიები, ვეწამები და თან ვეღადავები!!!

აჩიკოს ველოდებოდი და ნათია დამხვდა, _ აბა, რა ხდება, ნათი, ახალი და კარგი-მეთქი? _ საიდან დავიწყოთო: „რუსთავი 2“-მა კადრები გაუშვა, შენი დაკავების ვიდეოებიო. ალბათ კადრებში გამოჩნდება ის გარეწარი, რომელიც ჩადებას ხელმძღვანელობდა, „კაპიშონი“ ვინც დამაფარა თავზე, „კამანდირობდა“ და ფოტო ვინც გადამიღო, არაკაცები.

მოკლედ, საქმე წინ მიიწევს, რაც მთავარია, ყველა კარგადაა. აქტიურობენ, შაბათს აქცია გაუმართავთ რუსთაველზე, მოძრაობენ, რა ქნან, „ხოდზე“ არიან, უჭირთ იდეოლოგისა და მეფის გარეშე, მაგრამ რაც არის, ეგ არის. არა უშავს, ჩემო არწივებო, ჩვენი ასაშენებელია ეს ქვეყანა და ავაშენებთ კიდეც, მთავარია, ერი გავაღვიძოთ!!! შემოვლენ ამ დღეებში და დავალაგებთ 18 თვის ყელაფერს. რაღაც ნიუანსებია დასალაგებელი, ხალხი ყოველდღე დადის, მასობრივად მოდიან და თავის ამბებს ჰყვებიან. ხალხმა გაიღვიძა!!! _ ნათია ხო სასწაულია, მოსამართლე მევახშე რომ გამასამართლებს-მეთქი. _ ეგ არ იქნება მოსამართლეო! სხვა იქნება გახსნაზეო და მერე კიდევ სხვაო. ეს კარგია, 3-დან 1 ნამუსიანი იქნება, უეჭველი. ასე რა ღმერთი გაწყრება, არადა, უფალი უკვე გაუწყრა  მოსამართლეს, რომელმაც წინასწარ ცნობილი გადაწყვეტილება (რა თქმა უნდა, უსამართლო), პატიმრობა შემიფარდა, სახლი დაეწვა… ე, ნათი-მეთქი ღადაობ-თქო? და _ არაო (გარეთ რომ ვიყო, მე შემტენიდნენ უეჭველი). _ რაღა დამრჩენია, ვილოცებ მისი გაყიდული სულისთვის-მეთქი! არ გამხარებია, ან რა გასახარი ეგ არის, მაგრამ ფაქტია, რომ უფალი ყველაფერს ხედავს და ყველას საკადრისად  უზღავს! არადა, ვიღაცებს რომ გკითხოთ, ღმერთი არ არსებობსო, უფალი ყველგან და ყველაფერშია, დიდება მის მადლს! ყველასთან მოკითხვა დავაბარე, არ მოდუნდეთ-მეთქი, ხვალ ან ზეგ შემოვალთ კიდევ, გელა მოიხოდაო, ინტერვიუც მისცაო! კარგია, კარგია!

უნდა დაიშალოს ეს საშინელი კოდექსი. ვნახოთ, რა იქნება! უკან არ დავიხევ, შანსი არ არის. კუს ნაბიჯებით კი არა, დიდი ნახტომი გვჭირდება, რომ წინ წავიწიოთ და ცივილიზაციას დავეწიოთ.

 

13.04

მაგარი სოციალი გვყავს. აჩიკო იყო ჩემთან, ჩვენება დავწერეთ, ვიდეოები გამოჩნდა, როგორც იქნა, მოწმე გამოჩნდა, პოლიციის ვერსია სრულად ინგრევა, ჩადებაცაა და ჩადებაც, ოქმი რომ ოქმია, ისიც არასწორად და ცუდად შეავსეს. დღეს ნათია შემოვა, ყველაფერს გავიგებთ. 11-ზე პრესკონფერენცია ჰქონდა ელისოს, სადაც ვიდეოებს აჩვენებენ ხალხს!!! ჩვენებას გუშინ მოვრჩი, ავედი, წამალი დავლიე, ჩამოვედი და სახლში დავრეკე, გაგიჟდნენ ჩემები, ისე გაუხარდათ. ხმა გამებზარა, ამის დედა ვატირე, ეს რა ყოფილა, ბოღმამ დამახრჩო კინაღამ. რა ძნელია, თურმე, როცა დაკეტილი ხარ და შენს გასაკეთებელს და საომარს შენები აკეთებენ.

ელისომ: არ ინერვიულო, ხალხი გიჟს ჰგავს, 11-შიც სუს-თან აქცია ყოფილა. არ აშუქებენ ეს „იმედი“ და „მაესტრო“. ყველა შენკენ არისო, დღე არ გავა, ვინმე ახალი ადამიანი არ მოვიდეს და შენთან გვერდით დგომა არ გამოხატოსო, სოციალური ქსელი აფეთქებულია, არაკონტროლირებადი მედია მაგრად მუშაობს, დადებულ ვიდეოებს 50 ათასი ნახვა აქვსო. _ დიდი აქცია უნდა გავაკეთოთ-მეთქი და კიო, „პროსტა“, შენ გააკეთებო! ბუბუს ველაპარაკე, ჩემს გოგოს _ კარგად ვართ, ყველას მოგვენატრე, მალე გნახავთო. ერთმანეთს მიხედეთ-მეთქი. ხო, კიდევ მამაშენს შენი სჯერა, რაც მთავარია, ჩემთვის (მამაჩემი სულ ოპოზიციაა ჩემი). ყველაზე მეტად რაც მახარებს ისაა, რომ ყველას, ერსაც და ბერსაც, ჩემი სჯერა! იხარეთ, ხალხი არასოდეს დაგივიწყებთ ამ სიკეთეს. ილიას ველაპარაკე, ბიჭებმა მოგიკითხეს ყველამო, მთელმა ქუთაისმა და თბილისმა, ყველას გვენატრებიო. ლიზუნა კარგადაა და შენ ოფიციალურად გახდი პოლიტპატიმარიო, მთელი ცხოვრება რასაც გავურბოდი, იქ აღმოვჩნდი ავანგარდში, ეს არ იყო ჩემი სფერო. მე ასე მეგონა, მაგრამ რადგან ჩამიყოლეს, იქნებ, დავანგრიო ნაძირალებისა და არაკაცების დღის წესრიგი და ხალხისთვის მოფიქრალი ადამიანები მოვიდნენ! ბრძოლები და ომები წინ არის, _ დეე-მეთქი, რა ხდება, „ქოცები“ რას ამბობენ (საღად მოაზროვნე „ქოცებზე“ ვკითხე), _ ამბობენ, რომ აუცილებლად უნდა დაისაჯონ პოლიციელები, არ უნდა ჩავყვეთ, მერაბიშვილივით არ უნდა დაგვემართოსო. კიდევ კარგი, შერჩენიათ გონი და აზრი. იმედია, ეყოფათ ნება და ძალა საღად მოაზროვნეებს. კიდევ გავახსენე ელისოს ჩემი პირობა _ მე ხომ ველოდებოდი, რომ რაღაც პროვოკაცია მოხდებოდა. მე თუ რამეს ჩამიდებდნენ, რა თქმა უნდა, ბოლომდე ვიბრძოლებდით ერთად, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ჩემი მიზეზით უხერხულში არ დავაყენებდი არც საქმეს და არც ჩემ გარშემომყოფთ. მოკლედ რომ ვთქვათ, ციხეში ჩემმა ყოფნამ არ უნდა შეაფერხოს არანაირად ჩემების საქმიანობა და ბრძოლა უკეთესი საქართველოსთვის.

ისე მენატრებოდნენ ჩემები და მათთან საუბარს იმხელა ყურადღებას ვაქცევდი, ძალით მოვიყვანე ეს სტრესი და ემოციები, გაბზარული ხმით ამიტომ ვიყავი, უმთავრესი მიზეზი კი ისაა, რომ პასუხისმგელობის გრძნობა მოჭარბებული მაქვს და ეს მთელი ცხოვრება ასეა. არასოდეს არავინ დამიღალატებია და ის განცდა, რომ ჩემს საომარს სხვები ომობენ, თან როცა თავგანწირვის მაგალითებს მე ვიძლევი, თავად იმ მომენტში თავი უმწეოდ მაგრძნობინა და ამან გამაგიჟა!!! არა უშავს, აწი მოლოდინებს აღარ შევქმნი! მეცოდინება, რა მოსდევს აქ, ამ გარემოში, ზედმეტ მოლოდინს! ხალხი უანგარო და უმაგალითო თავგანწირვის მაგალითს გვიჩვენებს. ჩემებს ვემშვიდობები და დასაძინებლად ვწვები.