საპარლამენტო ქალაქში ,,ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციაც იშლება!

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციიდან ზოგიერთი ლიდერის გასვლის შემდეგ რიგითი წევრები რეორგანიზაციას ელიან. პარტია დატოვა თავმჯდომარემ, მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, გიორგი თევდორაძემ, რომელიც, სხვა თანამოაზრეებთან ერთად, „ევროპული საქართველოს“ წევრი გახდა.

ყოფილი თანგუნდელების განშორება ქუთაისის საკრებულოში არსებულ, 4 დეპუტატისგან დაკომპლექტებულ ფრაქციაზეც აისახა. როგორც ჩანს, ფრაქციის დაშლა სამომავლოდ გარდაუვალია, რადგან პარტიები ახლა მასში მხოლოდ 2-2 დეპუტატით არიან  წარმოდგენილნი, რაც ცალ-ცალკე ფრაქციის შექმნის შესაძლებლობას,   უბრალოდ, გამორიცხავს. საკრებულოს დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი უკლებამ, ბრიფინგი გამართა და ყოფილ თანაპარტიელებს ფრაქციის დატოვებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, დავით გოგისვანიძე და ამირან ძოწენიძე ფრაქციიდან გასვლას იმ მიზეზით აყოვნებენ, რომ ხელფასის დათმობა უჭირთ. აღნიშნული განცხადება, რა თქმა უნდა, მეორე მხრიდან უპასუხოდ არ დარჩენილა. ოპონენტებს ფრაქციიდან არგასვლის თაობაზე საკუთარი არგუმენტები აქვთ. რა ხდება ქუთაისის საკრებულოში გახსნილ ბრძოლის ხაზზე და როგორია ამჟამინდელი და ყოფილი „ნაციონალების“ სამომავლო გეგმები? _ ეს ის კითხვებია, რომლებითაც „ქრონიკა+“-მა სხვადასხვა ბანაკში აღმოჩენილებს მიმართა.

დავით გოგისვანიძე _ საკრებულოს დეპუტატი, „ევროპული საქართველოს“ წევრი:

_ პარტიული ინფრასტრუქტურის მოწყობა თავიდან გვიწევს. ბევრი ადამიანი, მათ შორის, აგიტატორი და კოორდინატორი, ჩვენთან არის. ამჟამად ოფისს ვაწყობთ და ამის შემდეგ ქუთაისის ორგანიზაციის პრეზენტაცია გვექნება.

_ გიორგი უკლებამ მოგიწოდათ, საკრებულოში ფრაქცია დატოვოთ. რას აპირებთ?

_ მთავარი ოპოზიციური ფრაქციის დაშლის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვერ ავიღებთ. კონსულტაციები დავიწყეთ. ვინაიდან 2 წევრი ამ ფრაქციიდან „ნაციონალურ მოძრაობას“ უკვე არ წარმოვადგენთ, მათ შევთავაზეთ, სახელწოდება შეგვეცვალა და ფრაქციას ასეთი სახით გაეგრძელებინა ფუნქციონირება, რაზედაც პასუხად ბრიფინგი მივიღეთ. ისე მოგვიწოდებენ, დატოვეთ ფრაქციაო, თითქოს, იქ 10 კაცი იყოს გაერთიანებული და ჩვენ ორი უნდა გავიდეთ მხოლოდ. თუ ფრაქცია დავტოვეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი აღარ იარსებებს. მაშინ პირდაპირ გვითხრან, დაშალეთ ფრაქციაო. მათ ვუთხარით, რომ თუკი საჭიროდ არ მიაჩნიათ, საფრაქციო მუშაობა ახალი სახელწოდებით გამოვიყენოთ, რომ ჩვენს ძირითად ოპონენტთან, „ქართულ ოცნებასთან“პოლიტიკური ბრძოლა გავაგრძელოთ, მაშინ თავად შეუძლიათ, ეს გადაწყვეტილება დღესვე მიიღონ. მათი მხრიდან გაკეთებული განცხადება, უბრალოდ, პოპულისტობაა. საზოგადოება ამით შეცდომაში შეჰყავთ. შესაძლებელია, ვინმეს ეგონოს, რომ იქ ვიღაც რჩება და ჩვენ არ გავდივართ. მე და ამირან ძოწენიძეს გვსურს, ახალი სახელწოდებით ვიმუშაოთ, მაგრამ არ უნდათ? მაშინ მიიღონ გადაწყვეტილება და თავად დაშალონ ფრაქცია. ჩვენ რომ ეს გავაკეთოთ, დარწმუნებული ვარ, გამოვლენ და ბრალს დაგვდებენ.

ფრაქცია რომელიმე პარტიის კუთვნილება არ არის. დეპუტატების გადაწყვეტილებაა, თუ როგორ გააგრძელონ ქუთაისის საკრებულოში საქმიანობა.

გიორგი უკლება _ საკრებულოს დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი:

_ თქვენს ყოფილ თანაპარტიელებს მედიის საშუალებით საკრებულოში არსებული ფრაქციის დატოვებაზე მოუწოდეთ. ასეთი ფორმა რატომ გახდა საჭირო?

_ იმიტომ, რომ კონსულტაციები ჩიხში შევიდა. მათი მოთხოვნაა, ფრაქციას ნეიტრალური სახელი დაერქვას, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. თვითმიზნად არ ვისახავთ, აუცილებლად ფრაქციაში ვიყოთ, მიუხედავად სახელწოდებისა და პრინციპებისა. ისინი, ასევე, თავმჯდომარის ცვლილებაზე უარს ამბობენ. ყველაფერმა ერთად მოიყარა თავი, რამაც ჩვენ შორის სრული შეუსაბამობა გამოიწვია როგორც სტრატეგიული, ისე იდეოლოგიური კუთხით, ამიტომაც გავაკეთე განცხადება. ასეთ პირობებში უმჯობესია, იმ ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრები, რომლებმაც „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს, თავიანთი გზით წავიდნენ, ხოლო დარჩენილი 2 დეპუტატი ჩვენი ძველი გზით წავალთ და ასე გავაგრძელებთ ოპოზიცურ ველზე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებასთან ბრძოლას. ვფიქრობ, მოწოდება, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, სწორი იყო. დაუშვებელია, ფრაქცია რაღაც ფიქცია იყოს. როგორც სახელწოდებით, ისე შინაარსითაც, ის უნდა იყოს ნამდვილი ოპოზიცია. ფორმალურ ფრაქციებს ჩვენ ვერანაირად ვერ დავუჭერთ მხარს.

_ კონკრეტულ საკითხებზე ძველ თანაგუნდელებთან მუშაობა აღარ წარმოგიდგენიათ?

_ წარმოდგენით მუშაობა ყველასთან შეიძლება, მაგრამ როდესაც ისინი გვთავაზობენ, ფრაქციას აუცილებლად შეეცვალოს სახელი და ის აღარ იყოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ესაა ის, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

_ თუკი მათ თქვენი მოწოდების შემდეგ ფრაქციიდან გასვლის თაობაზე განცხადება არ გააკეთეს, მაშინ რა ხდება?

_ მაინც ვიმედოვნებ, რომ ისინი მორალურ მზაობას გამოიჩენენ და იმ ორგანიზაციის ფრაქციას დატოვებენ, რომლის წევრებიც დღეს აღარ არიან. დაუშვებელია, ფრაქცია ფიქტიურად იყოს რაღაცის გამო. ეს „რაღაც“ არც ჩემთვის და არც ბესიკ ბრეგაძისთვის მნიშვნელოვანი არ არის, ამიტომ ვფიქრობთ, რომ სწორი იქნება, თუკი უარს ვიტყვით როგორც ფორმალობაზე, ისე რაღაც საბიუჯეტო კეთილდღეობაზე, რასთანაც ჩვენ ორი ისედაც არ ვიყავით დაკავშირებული. ხოლო რაც შეეხება მათი მხრიდან მოწოდებას, თავად დატოვეთ ფრაქციაო, უბრალოდ, ძალიან კურიოზულია, რადგან არსად წავსულვართ. სახლში ვართ და ორგანიზაცია, რომელმაც საკრებულოში მოგვიყვანა, არ დაგვიტოვებია. ამიტომ ვგეგმავთ, მომავალში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით უფრო აქტიურად ვიმუშაოთ.

_ თქვენ აცხადებთ, რომ არ ტოვებთ, ისინი ფრაქციის დაშლის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებენ. რას უნდა ველოდოთ?

_ ბუნებრივია, რაღაც გადაწყვეტილება შემდგომში მიიღება. ამას არ უარვყოფ. მაინც ვიმედოვნებ, რომ ისინი ამ ღირსეულ ნაბიჯს გადადგამენ. ამჯერად, უბრალოდ, მოლოდინის რეჟიმში ვართ.

ბესიკ ბრეგაძე _ საკრებულოს დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი:

_ რა ხდება ქუთაისის ორგანიზაციაში გაყოფის შემდეგ, რამდენად დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებმაც პარტია დატოვეს და როგორ აისახება ეს მის სამომავლო საქმიანობაზე?

_ პირველ რიგში, უახლოეს მომავალში რეგისტრაციის განახლებას ვგეგმავთ, რათა ყველა დეტალი დავაზუსტოთ. ქუთაისის ორგანიზაციაში 2000-ზე მეტი წევრი იყო, რომელთაგან ბევრი, ჩვენი მონაცემებით, საზღვარგარეთაა წასული. ამიტომ გვინდა, რეალური ციფრი მივიღოთ და, აქედან გამომდინარე, დასკვნები გავაკეთოთ. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში დავიწყებთ ამ პროცესს. თუმცა იმ აქტივთან, რომელიც საარჩევნო პროცესებში უშუალოდ ჩართულია, შეხვედრები, კონსულტაციები გვქონდა და გეტყვით, რომ 99%-ზე მეტმა გადაწყვიტა, ბოლომდე ჩვენთან ერთად იყოს. იმ ერთმა პროცენტმაც თქვა, რომ რაღაც პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე თავს შეიკავებდა ამ ბრძოლაში მონაწილეობისგან. რაც შეეხება სტრუქტურულ ერთეულებს, დიახ, თავმჯდომარე და მოადგილე წავიდნენ, რომლებსაც პოლიტიკური და საორგანიზაციო მდივნები გაჰყვნენ.

_ ე. ი. ხელმძღვანელმა რგოლმა პარტია დატოვა, ადამიანებმა, რომლებიც, ამავე დროს, საქალაქო ორგანიზაციის სახეებიც იყვნენ.

_ დიახ, რეალურად, ეს ადამიანები, როგორც თანამდებობრივად, ისე ცნობადობის თვალსაზრისით, პარტიას წარმოადგენდნენ, მაგრამ უშუალოდ იმ რგოლს, რომელიც მუშაობდა როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში და რომლის მხრებზეც გადადიოდა ყველაზე რთული საქმიანობა, ეს არ შეხებია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, ხელმძღვანელობისა და კოორდინაციის პრობლემა არ გვაქვს.

გაყოფის პროცესშიც იყო საუბარი და დღესაც ხმამაღლა ვიტყვი, რომ ორგანიზიციიდან წასული ადამიანი სადაც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა დაიწყოს საქმიანობა, მაინც ყოფილი „ნაციონალი“ იქნება. მიმაჩნია, რომ ყოფილ „ნაციონალად“ ყოფნას „ნაციონალად“ ყოფნა სჯობს. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ამომრჩეველი ქუთაისშიც პოლარიზებულია. ერთი ნაწილი ღიად უჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს, ხოლო მეორე ნაწილი _ „ოცნებას“. რაც შეეხება ნეიტრალურ ნაწილს, რომელიც პარტიების საქმიანობით უნდა გააქტიურდეს, სამუშაო თემაა როგორც ჩვენთვის, ისე „ოცნებისთვის“, „ევროპული საქართველოსთვის“ და ა. შ.

ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ წინა წლების შედეგები გავაუმჯობესოთ. ფაქტია, რომ წინასაარჩევნო საქმიანობას, ახალი ორგანიზაციისგან განსხვავებით, პლუსით ვიწყებთ.

_ მოცემული რეალობიდან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობა“, უახლოეს ხანში, საკრებულოში ფრაქციის სახით წარმოდგენილი არ იქნება. რამდენად შეგიშლით ეს ხელს საქმიანობაში?

_ ბუნებრივია, ფრაქციის გაუქმება გარკვეულ პრობლემებს წარმოშობს. ფრაქციის არსებობას პრივილეგიები მუშაობის პროცესში აქვს. თუნდაც მნიშვნელოვანია ის, რომ ბიუროში გვყავს წარმომადგენელი, ან შესაძლებლობა გვაქვს, ნებისმიერი სამსახურის, თუ დაწესებულების ხელმძღვანელი დავიბაროთ საკრებულოში. მართალია, კანონმდებლობით ბერკეტები გვაქვს, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ ეს ხარვეზად არ დავტოვოთ და უშუალოდ საკრებულოს სხდომები გამოვიყენოთ, რათა ის კითხვები გავაჟღეროთ, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს.

ხვიჩა ვაშაყმაძე