გიორგი ვაშაძე: „დავასრულოთ კომენტარის კომენტარზე კომენტარი, ყველა ერთად შევიკრიბებით და მოვიღებთ საერთო გადაწყვეტილებას”

ოპოზიციაში მაჟორიტარების შერჩევის პროცესს ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ამბობენ, რომ საქმე შეიძლება განხეთქილებანდეც მივიდეს. ამასთან დაკავშირებით „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.

მისი თქმით, მაჟორიტარებთან დაკავშირებით ოპოზიცია ერთიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

ეს გაუთავებელი საუბარი ხელს არ უწყობს შეთანხმების პროცესს. რამდენიმე დღე გვაცადეთ, ყველა ერთად შევიკრიბებით და ვიღებთ საერთო გადაწყვეტილებას. დავასრულოთ ეს კომენტარის კომენტარზე კომენტარი“, -განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის განმარტებით, ნებისმიერი საკითხი უნდა გადაწყდეს საერთო გამარჯვების ინტერესებიდან გამომდინარე.

„მე, მაქვს მარტივი ფორმულა, ნებისმიერი საკითხი უნდა გადაწყდეს საერთო გამარჯვების ინტერესებიდან გამომდინარე. გასაგებია პარტიებისა და პიროვნებების სურვილები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამან არ უნდა დააზიანოს ერთიანობისა და გამარჯვების ინტერესები. მესმის ასევე ცალკეულ პიროვნებას, პარტიას შეიძლება ჰქონდეს გადამეტებული თვითშეფასება, ამ საკითხის გადაწყვეტის საშუალება არის ოპოზიციურ კანდიდატებს შორის სანდო რეიტინგული კვლევები, რომლებსაც უნდა დაემორჩილოს როგორც გიორგი ვაშაძე, ასევე ნებისმიერი სხვა პარტიის წარმომადგენელი,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი საკარული