ამ წუთებში თურქეთიდან ქართველი ემიგრანტები საქართველოში ბრუნდებიან

თურქეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები საქართველოს საკონსულოს დახმარებით სამშობლოში ბრუნდებიან. როგორც “ქრონიკა+”-ს ერთ-ერთმა მგზავრმა განუცხადა, ავტობუსში 32 მგზავრი იმყოფება. ისინი ხვალ დილით უკვე საქართველოში იქნებიან: “ავტობუსში დაცული დისტანციით ვსხედვართ. ორ ადგილიანზე მხოლოდ თითო-თითო მგზავრია განთავსებული. ყველას გვიკეთია პირბადე და ხელთათმანები. დილით ვიქნებით საქართველოს საზღვარზე, მაგრამ წინასწარ არ ვიცით, თუ სად გავივლით სავალდებულო კარანტინს. მგზავრობის საფასური გაძვირებულია – 350 ლირა დამიჯდა, რომ საქართველოში დავბრუნებულიყავი. ამ სიტუაციიდან გამომდინარე, მგზავრობის საფასურმა საგრძნობლად მოიმატა. ბილეთის გაძვირებას მძღოლები იმით ხსნიან, რომ უკანა გზაზე ავტობუსს ცარიელი დაბრუნება უწევს”.

გიორგი საკარული