ჰილარი კლინტონი: „ელექტრონული ფოსტით საიდუმლო დოკუმენტები არ გამიგზავნია“
ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰილარი კლინტომნა, საიდუმლო მასალების პირადი ელექტრონული ფოსტით გაგზავნის ბრალდება უარყო. აღნიშნული განცხადება ქალბატონმა კლინტონმა, აიოვას შტატში საკუთარ ამომრჩეველთან შეხვედრის დროს გააკეთა. ,,მე არანაირი საიდუმლო მასალები ჩემი პირადი ელექტრონული ფოსტით არც გამიგზავნია და მითუმეტეს, არც მიმიღია. სახელმწიფო საიდუმლოებას განსაკუთრებული რეჟიმით ვიცავთ და ეს ასე იოლად ხელწამოსაკრავი თემა არაა. კარგად მაქვს გათავისებული რას ნიშნავს სახელმწიფო საიდუმლო დოკუმენტები. ინფორმაციის გაჟონვამ შესაძლოა ყველაფერი თავდაყირა დააყენოს. ასე, რომ ეს უაზრო ბრალდებაა და მე მას განსაკუთრებულ ყურადღებას არც ვანიჭებ. უბრალოდ სასაცილოა, როგორ შეიძლება სახელმწიფო მდივანმა ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი მასალები, სოციალურ ქსელში გააბნიოს“ – ხაზგასმით აღნიშნა ქალბატონმა ჰილარიმ. 23 ივლისს, გენერალურმა ინსპექტორმა ჩარლზ მაკალოუმ, რომელიც საიდუმლო სამსახურების ზედამხედველობის მონიტორინგს ახორციელებს, განაცხადა, რომ ჰილარი კლინტონის პირადი ელქტრონული ფოსტის ყუთში, 30 000-მდე სხვადასხვა შინაარსის წერილი აღმოაჩინეს, რომელთაგანაც როგორც მინიმუმ 40 გზავნილი სახელმწიფო საიდუმლეობის შემცველ შინაარს შეიცავდა. ინფორმაციას აააგენტო Reuters-ი ავრცელებს.