ჯორჯ სოროსი უკრაინის ეკონომიკაში ერთ მილიარდს დააბანდებს

we34r

ამერიკელი ფინანსისტი და ფილანტროპი ჯორჯ სოროსი უკრაინის ეკონომიკის ,,ასაღორძინებლად“ ქვეყანაში მილიარდი დოლარის დაბანდებას აპირებს. აღნიშნული განცხადება ფინანსისტმა, ავსტრიულ გაზეთთან ,,Der Standard“-თან ინტერვიუს დროს გააკეთა. გამოცემამ პარალელი გაავლო ჯორჯ სოროსსა და ,,Microsoft“-ის დამფუძნებელს ბილ გეითს შორის, რომელმაც აფრიკის განვითარების ფონდში მილიარდები დააბანდა. ჟურნალისტის კითვაზე, მზად არის თუ არა სოროსი ანალოგიური ნაბიჯი გადადგას უკრაინასთან მიმართებაში? ჯორჯმა მოკლედ უპასუხა – ,,მზად ვარ“! ,,მზად ვარ გადავგდა შემდეგი ნაბიჯი, არის სხვადასხვა პროექტები, მაგალითად, სოფლის მეურნეობა და ინფრასტრუქტურული პროექტები, სადაც შეიძლება ფული დავაბანდო, მოსახლეობაც დავასაქმო და შემოსავალიც მივიღო, მეც და ქვეყნის ეკონომიკამაც“ – განაცხადა სოროსმა. აღსანიშნავია, რომ ეს მისი პირველი ინიციატივა არ გახლავთ, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვრის თვეში, მან კიევის ახალ ხელისუფლებას დახმარება აღუთვა და მისივე თქმით, შეეცდებოდა დასავლეთი დაერწმუნებინა უკრაინისათვის ფინანსური დახმარება გაეწია.