ხვალ ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება
15 დეკემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება.
„ქრონიკა+“ გთავაზობთ ხვალინდელი დღის ანონსს:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის არჩევა;
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისიის არჩევა;
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციის მოსმენა;
4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისიის მოხსენება უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგების შესახებ;
5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა;
6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისიის მოხსენება უმაღლესი საბჭოს ფრაქციების რეგისტრაციის თაობაზე;
7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევა;
8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;
9. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტების წევრთა რაოდენობის განსაზღვრისა და უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცება;
10. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა.
ხვიჩა მამულაძე