ჩრდილოეთ კორეაში მშობლები შვილებს ლიდერის სახელს ვერ დაარქმევენ
ჩრდილოეთ კორეაში მშობლებს საკუთარი შვილებისათვის,ქვეყნის მეთაურის კიმ ჩენ ინის სახელის დარქმევა ოფიციალურად აეკრძალათ.,,იმ ოჯახებს,რომლებმაც უკვე საკუთარი შტამომავლობის გამგრძელებლებს დაარქვეს კორეის ლიდერი სახელი ევალებათ,ბავშვებს აღნიშნული სახელი გადაარქვან.არ შეიძლება რიგითი მოქალაქეების სახელები ქვეყნის ხელისუფლების ლიდერის სახელს დაემთვეს და ამით გარკვეული გაუგებრობა წარმოიშვას,მითუმეტეს ისეთი დიდი ადამიანების,როგორებიც მამა-შვილი კიმები არიან,უბრალოდ საზოგადოების რიგით წევრებზე გათანაბრება შეუძლებელია“ოფიციალური განცხადების ციტირებას სააგენტო Yonhap News Agency აკეთებს.2011 წელს ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა გამოსცა ბრძანება,რომლის მიხედვითად ქვეყნის მოქალაქეებს,იმ შემთვევაში თუ მათი სახელები,,ლიდერის“სახელს ედრებოდა, სახელის და გვარის გამოცვლა ევალებოდათ.ხოლო საკუთარი მამის სახელის კიმ ირ სენის გამოყენეაბა საერთოდ აკრძალა.აღნიშნული აკრძალვები დღემდე მოქმედებდა,მაგრამ ინიციატივამ უფრო მკაცრი ხასიათი მიიღო.