შტატებმა უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გადაწყვეტილების მიღება გადადო

goc2

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გადაწყვეტილების მიღებას აჭიანურებს. 2 თებერვალს ჟურნალისტებისათვის გამართულ პრეცკონფერენციაზე, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შტატები უკრაინის კრიზისის მოგვარების მშვიდობიან გეგმას ემხრობა, თუმცა სამშვიდობო პროცესს ამერიკელები ეჭვის თვალით უყურებენ. ,,უკრაინისათვის სამხედრო დახმარება დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, თუმცა გვსურს ,რომ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი ზუსტ შედეგებზე იყოს გათვლილი. შტატები სამშვიდობო პროცესის მომხრეა, მაგრამ საბოლოოდ დარწმუნებულნი არავართ თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ამჟამად ფსონს, მაინც კონფლიქტის დიპლომატიურ დარეგულირებაზე დავდებთ და შედეგებს დაველოდებით“ – განაცხადა ქალბატონმა ფსაკიმ. ორშაბათს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საზოგადოებას განუცხადა, რომ გერმანია უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა და გერმანული მხარე უკრაინას სამხედრო დახმარებას არ გაუწევს. ,,მე მჯერა, რომ დიალოგისათვის დრო გვიან არასდროს არარის. კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია და მინდა იცოდეს უკრაინის ხელისუფლებამ, გერმანია უკრაინულ ჯარს იარაღს არასოდეს არ მიაწოდებს. ჩვენ უპირატესობას მინსკის ფორმატს ვანიჭებთ და მხარეებს ვურჩევ მოლაპარაკებების მაგიდას სულ უფრო ხშირად მიუსხდნენ“ – ანგელა მერკელის სიტყვების ციტირებას სააგენტო РИА Новости აკეთებს.