შტატებმა უკრაინელი სამხედროების გადამზადებაში 150 მილიონი დოლარი დახარჯა
ამერიკის სახელმწიფო მინისტრის თანაშემწის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, შტატებმა უკრაინელი სამხედროების გადამზადებისათვის 150 მილიონი დოლარი დახარჯეს. აღნიშნული განცხადება ქალბატონმა ნულანდმა, ტელეგადაცემა «Шустер Live»-ის პირაპირ ეთერში გააკეთა და რუსეთზე ზეწოლის გამკაცრების პირობაც დადო. ,,ჩვენ რუსეთის ფედერაციას გასაგებად მივუთითეთ, რომ სანქციები ძალაში დარჩება. დონბასში სიტუაციის გაუარესების შემთვევაში სანქციებს უფრო გავამკაცრებთ. კრემლი ვალდებულია მინსკის შეთანხმების ყველა პირობა შეასრულოს. ვაშინგტონის ზეწოლის შედგეგ, რუსეთის ფედერაციის კონტროლ ქვეშ მყოფი, თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მეთაურებმა, სამხედრო ტექნიკის უკან დახევის ბრძანება გასცეს, რამეთუ მათ კარგად ესმით, რომ სხვა შემთვევაში საკმაოდ ძვირი გადასახადის გადახდა მოუწევთ“ – მუქარანარევი ტონით განაცხადა ვიქტორია ნულანდმა. მიმდინარე წლის მაისის თვეში გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, უკრაინის სამხედრო დახმარების მოტივით, კიევის ახალ ხელისუფლებას 320 მილიონი დოლარი გამოუყო. ინფორმაციას სააგენტო РИА Новости ავრცელებს.