შტატები რუსეთის ფედერაციას ზეწოლის გაძლიერებით ემუქრება

gi1

ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო, რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის ახალ ვარიანტს განიხილავს. აღნიშნული განცხადება, თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო ,,РИА Новости” ავრცელებს. ,,როგორც ხედავთ, სამწუხაროდ რუსები არ ასრულებენ მინსკში მიღწეული სამშვიდობო ხელშეკურლების პირობებს. ვაშინგტონი აღშფოთებულია უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში განვითარებული მოვლენების გამო. ჩვენს ევროპელ კოლეგებთან მყისიერად ვმუშაობთ და ალბათ მსოფლიო საზოგადოება, რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის ახალ ვარიანტს იხილავს. რუსეთი მინსკის შეთანხმების პირობებს არღვევს, მაშინ, როდესაც კიევი მზადაა აღნიშნული ხელშეკრულების გეგმის მიხედვით იმოქმედოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ, კიევის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც უკრაინის ხელისუფლება, დონბასში შეიარაღებული ბანდფორმირებების წინააღმდეგ მოქმედების სამომავლო ვარიანტს წარმოადგენს. შტატები უკრაინის ეკონომიკურ დახმარებას მხარს უჭერს და სამხედრო სფეროში უკრანელი ჯარისკაცების გაწვრთნაც, თეთრი სახლის გეგმის ნაწილია” – ხაზგასმით აღნიშნა ერნესტმა.