შოშია ზურაბიშვილი
„დილა მშვიდობისა, ქურდებო! დილა მშვიდობისა, ყაჩაღებო! დილა მშვიდობისა, გათახსირებულებო, მკვლელებო, აფერისტებო, გარყვნილებო, მექრთამეებო, სპეკულანტებო, გამფლანგველებო!“ – ალბათ გეცნოთ, ეს შოშია ესალმებოდა ასე თავის თანამოსაკნეებს ნოდარ დუმბაძის „თეთრ ბაირაღებში“.
მაგრამ მისალმების ეს ტექსტი და ფორმა ზედ აკვდება პრეზიდენტობის „დამოუკიდებელ“ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს! დიახ, მას შეუძლია, სწორედ ამ ტექსტით მიმართოს თავის ელექტორატს, ყოველ შემთხვევაში, მას, ვინც ამ ბოლო დროს ღიად და დაუფარავად, აქტიურად უჭერს მხარს. გადახედეთ სკანდალურ ტელეეთერებს! გადახედეთ შეკრებებს ვერის ბაღსა თუ რუსთაველზე! იქ იმდენ ბოზსა და ბოზანდარას ნახავთ, ცირკის მიმდებარე ტერიტორიასაც რომ არ ახსოვს! არ დავკონკრეტდები და არ დავწვრილმანდები!
ამ ბოლო დროს სალომე ზურაბიშვილს იმდენი მსუბუქი ყოფაქცევის ქალი უჭერს მხარს, რომ ეს თემა უკვე ხალხში გაჯაზდა და როგორც იტყვიან, „თემად“ იქცა. ამას წინებზე პირადად შევესწარი ამგვარ „ძიალოგს“ „მარშრუტკაში“. ერთი ხნიერი ქალი მეორეს ეკითხებოდა, _ რას შვრები, უჭერ მხარს სალომესო? იმ მეორემ შეიცხადა, _ რას ამბობ, რაღა დროს ჩემი ბოზობაა, ჩამოვეწერეო, _ თქვა და ისე გულიანად გადაიკისკისა, კინაღამ პროთეზი გასძვრა.
მართლაც და იმდენი გარყვნილი და გათახსირებული უჭერს მხარს სალომეს, ვეღარ გაიგებ, ქვეყანა პრეზიდენტს ირჩევს თუ _ მამაშას. რამდენადაც მახსოვს, სალომე პლანის გაშენების ლეგალიზაციას უჭერდა მხარს და არა პროსტიტუციის ლეგალიზაციას და ესენი ასე რამ ააჟრიამულა? თუმცა მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს არც ჩამპალი ნარკომანები ჩამორჩებიან სალომეს მხარდაჭერაში… მოკლედ, სალომეს მხარს უჭერენ: ქურდები, ყაჩაღები, გათახსირებულები, მკვლელები, აფერისტები, გარყვნილები, მექრთამეები, სპეკულანტები, გამფლანგველები… და რაც მთავარია, ამ „ღირსებებთან“ ერთად კიდევ ერთი „ღირსებით“ შემკულნი _ სამშობლოს მოაღალატეები _ კრემლთან კუდმინასკვულები.
დიახ, სალომეს მხარს უჭერს მტრის ჯაშუში ტრისტან წითელაშვილი!
დიახ, სალომეს მხარს უჭერს თვით ლადო ბედუკაძე!
სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს „ქართული მარში“!
სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს ემზარ კვიციანი!
სალომე ზურაბიშვილს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა „პატრიოტთა ალიანსმა“, მეტიც, აქციებიც კი დააანონსეს ზედ მეორე ტურის წინ, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში!
სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს ლევან მამალაძეც! _ მექრთამეობისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის ძებნილი ლევან მამალაძე!
სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს გოჩა ძასოხოვი! რომელიც არის წევრი პუტინის მიერ შექმნილი რუსეთის საზოგადოებრივი პალატის, სადაც პირდაპირ პუტინი ნიშნავს წევრებს.
სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს გოგა ხაინდრავა! დიახ, აი, ის, გაქცეულ ზვიადისტებს რომ ცეცხლი გაუხსნა! _ ეს ფაქტი თავად ჯაბა იოსელიანს უწერია თავის წიგნში!
სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებს მხედრიონელი პოეტი დავით მაღრაძე, მეტიც, უბრალოდ, მხარს კი არ უჭერს, ლამის, რელიგიური ექსტაზით, კონვულსიების თანხლებით საუბრობს იმ „ცხრა წლის“ სადიზმსა და სალომე ზურაბიშვილის მშვენიერებაზე! მოდი და ნუ გაგიჟდები! რატომ მიწა არ გასკდება და ცაში პინგვინი არ აიჭრება მერცხლად, მწამებელი ბედუკაძე რომ ვინმეს ფაშისტობაზე დაიწყებს ლაპარაკს და იარაღით მორბენალი მხედრიონელი მაღრაძე რომ ვინმეს სადიზმზე დაიწყებს ღაღადს… რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მშვენიერებას, რა შარლ ბოდლერი და გიიომ აპოლინერიც თვითონაა, ის ბოტიჩელის ვენერაც მისი „სალომე მშვენიერია“.
და რაც მთავარია, სალომეს მხარს უჭერს დილიდან შუაღამემდე საგინებელი იურა მეჩითოვი. დიახ, ის იურა მეჩითოვი, რომელმაც აშაღლარობაში თვით სალომესაც კი გადაუსწრო! და თუ ის საქართველოს 2008 წლის ომის დაწყებაში ადანაშაულებს, ამან აქეთ ჩვენ დაგვადანაშაულა _ 9 აპრილს ნიჩბებით არავინ მომკვდარა, ხალხი ჭყლეტისას ასფიქსიით დაიღუპაო. ანუ რუსებმა კი არ ჩაგვიხოცეს გოგო-ბიჭები, თვითონ ხალხს ჩაუხოცავს ერთმანეთი ჭყლეტისას უჟანგბადობისგან სულის შეხუთვით.
ეს გარეწარი და შუაზე გასაგლეჯი გამოეთრა ალჯაზირაზე და რეები იბოდიალ? სულში ჩაგვაფურთხა, ზედ ისტორიაზე დაგვიჯვა ამ ჩხაკუნა ფოტოგრაფმა! მაინც, რა თქვა ამისთანა? რა და თურმე მომიტინგეები ყოფილან მხოლოდ ახალგაზრები 13-დან 25 წლამდე!
მართლა იმდენი შენი… იურა მეჩითოვო! (ბრჭყალებში ის, რაც ნიკა გვარამიამ გეძახა „რუსთავი 2-ის“ ეთერიდან!)
რომ, თურმე, 90-მა პროცენტმა ვერც გაიგო, რატომ შეიკრიბნენ, ეგონათ, რომ რაღაც წარმოდგენა იყო.
მართლა იმდენი შენი… იურა მეჩითოვო! რაც ყველამ კარგად იცოდა, იქ რისთვის იდგა! რა წარმოდგენა, რა შოუ, რას ბოდავ, ტვინმოწამლულო? როდის დაიწყო ის აქცია და რამდენი დღე გრძელდებოდა? რომელი შოუ და წარმოდგენა გრძელდება დღეები? რომელ შოუზე გამოდის კათოლიკოს-პატრიარქი?
როცა ჩაეკითხნენ, ფოტოც აჩვენეს, ეს გოგო მამაცი კი არა, სულელი იყოო? არაო, ეგ არ მითქვამსო, ხანდახან კეთილი ზრახვებით ჯოჯოხეთის გზაა გაკვალულიო.
იურა მეჩითოვ-დეგენერატოვს რო უსმინო, კრიმინალური აქტი ყოფილა იმათი მხრიდან, ვინცა ამას ორგანიზება გაუკეთა! ხელისუფლების ხელში ჩაგდების გეგმა იყო, თურმე.
თურმე რუსულ ჯარს არავისი მოკვლა არ სდომებია. კი, ურტყამდნენ, იყვნენ დაჭრილები, მაგრამ მათ არავინ მოუკლავთ, 20 ახალგაზრდა ქალი მოკვდა, მაგრამ ასფიქსიითო.
როდესაც უთხრეს, კი მაგრამ, გენდომებოდათ საბჭოთა კავშირში ცხოვრებაო?
შეხტა და შეკუნტრუშდა, _ რა გაქვთ საბჭოთა კავშირის საწინააღმდეგოო. და მერე დაიწყო წუნკალი გოდება: „ო მაი გად, ო მაი გად, ხალხი ისეთი ბედნიერი იყო, ჩემი თვალებით მაქვს ნანახი და მახსოვს“.
თურმე, დამნაშავე რუსის ჯარი კი არა, ზვიად გამსახურდია და მთელი ეროვნული მოძრაობა ყოფილა, მათ სდომებიათ და მათ დაუღვრიათ ხალხის სისხლი! თურმე არავინ გონს არ ყოფილა, ისე მიუყვანიათ, მიუტყუებიათ და გაუბრიყვებიათ.
გვარამიასავით ვინმემ აგინოს კი არა, აი, 9 აპრილს დაღუპულის რომელიმე ჭირისუფალმა რომ ორლესული ნიჩბით აჩეხოს ეს ბებერი მძორი, რა გინდა, რომ უთხრა იმ ჭირისუფალს?
ესე იგი ნათია ბაშალეიშვილმა, თამრიკო ჭოველიძემ არ იცოდნენ, რას ეწირებოდნენ? არ იცოდნენ, რომ საქართველოს თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ?
ვიღაც ხარ, თახსირი და მონა, შენ რომ გინდოდა იმ სსრკ-ში ცხოვრება და დღესაც მისტირიხარ, რა გგონია, ყველას გვინდოდა იქ ცხოვრება? აი, ეს იურა მეჩითოვი გახლდათ ზეპური ქოცი _ კულტურის მინისტრის მოადგილედაც კი ჰყავდათ ერთხანს და ეს ზეპური ქოცარიხა გახლავთ დღეს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი.
იქით სალომე ზურაბიშვილი გაჰკივის და საქართველოს ადანაშაულებს ომის დაწყებაში, აქეთ მისი ფანი მეჩითოვი ადანაშაულებს ქართველებს 9 აპრილის ტრაგედიაში. 9 აპრილს, რამაც დასაბამი მისცა ჩვენს სახელმწიფოებრიობას, კრიმინალურ აქტად აცხადებს, იმიტომ რომ დაინგრა მისი ბედნიერების ბუნაგი _ სსრკ.
აი, ეს ხალხი უჭერს მხარს სალომე ზურაბიშვილს _ ბოზები, ჩათლახები, ქურდები, ყაჩაღები, გათახსირებულები, მკვლელები, აფერისტები, გარყვნილები, მექრთამეები, სპეკულანტები, გამფლანგველები…
სალომე ზურაბიშვილის ბინძურ განცხადებებს, რომლითაც ის საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს, შეიძლება მოჰყვეს ის, რომ ჰააგის სასამართლოს განსასჯელთა სკამზე აღმოჩნდნენ ქართველი ჯარისკაცები, საქართველოს მაშინდელი სამხედრო და პოლიტიკური ლიდერები.
გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-ლეიტენატი დევი ჭანკოტაძე პირდაპირ და ღიად იტყვის, რომ რამდენიმე კვირაში საქართველო აირჩევს ახალ პრეზიდენტს, სამხედრო ძალების ახალ უმაღლეს მთავარსარდალს და ეს არ შეიძლება იყოს ის ადამიანი, ვინც ადანაშაულებს საქართველოს ომის დაწყებაში, ვისი ბრალდების საფუძველზეც ჰააგის ტრიბუნალი ჩვენს გმირებს გაასამართლებს.
დევი ჭანკოტაძე იტყვის ამას, გამოვა და მის ამ განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს კახი კალაძე! აი, ის კალაძე, რომელიც ნოემბრის დასაწყისიდან „იყენებს“ ახალ წელს და შვილმოკლულ მამებს ადგილის შეცვლას სთხოვდა, მანდ ნაძვის ხე უნდა დავდგა, სხვაგან წადითო.
ამ სამარცხვინო განცხადებას ვინ ჩივის იმასთან შედარებით, რაც შემდეგ მოხდა _ ამაზრზენი და გულის ამრევი დარბევა.
გულის ამრევია ნაძვის ხეზე ლაპარაკი! გულისამრევია და დანაშაულია ის დარბევა-დაწიოკება! გულის ამრევია ისიც, რომ სწორედ ამ დარბევის დროს „იმედის“ ეთერში სიჭინავას ნაძვის ხედ ეჯდა სწორედ მენაძვისხე კახი კალაძე და ზრდილობისთვის მაინც, ერთი ბერწი, ერთი კოჭლი კითხვაც არ დაუსვამს არც იმ დარბევაზე, არც იმ ნაძვის ხის ისტორიაზე.
მაგრამ რა გინდა, რომ ქნა? ესაა ქვეყანა, სადაც ერთ მამას (ბიძინა ივანიშვილს) შეუძლია სკამები ჩადგას სვეტიცხოველში შვილის ჯვრისწერისას, იმ სვეტიცხოველში (და საერთოდ, მართლმადიდებლურ ტაძრებში), სადაც სკამები საერთოდ არ მდგარა და შვილმოკლულ მამებს არ შეუძლიათ კარავი დადგან იქ, სადაც რაც თავი გვახსოვს, სულ დგამდნენ კარვებს, საკნებს, გალიებს და ოხრობებს!
მოკლედ, ამ ქვეყანაში ეს ხელისუფლება ისე იქცევა და ავანსცენაზე ისეთი კონტინგენტი გამოყარა, ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება, რომ წაგება უნდათ და ყველანაირად ცდილობენ ამას.
მინდა, ვუთხრა მათ: დაწყნარდით, არ გინდათ ამდენი ხუნტრუცი, ისედაც აგებთ არჩევნებს!
სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ფრთხილი ბედნიერებით იყო აღვსილი, იმ დღის მერე საყვარლის საფლავივით დაიკარგა და სულ ერთხელ გამოჩნდა ატოცში, სადაც სხვამ (ლანა ღვინჯილიამ) სულ „ჩათლაშკა“ ეძახა და თვითონ კიდევ მომავალი პრეზიდენტი. არადა, რაის მომავალი პრეზიდენტია? რა აძლევს ამ ჰონორსა და რიხს? მიღებული პროცენტი? ვამბობთ, რომ ხმა მისცა 38,64%-მა,
მაგრამ არ განვმარტავთ, რომ ლაპარაკია არჩევნებზე მისულების (და არა საერთო ამომრჩეველთა) 38,64%-ზე! ამ არჩევნებზე კი ამომრჩეველთა სულ 46,74% მივიდა და მაგ მოსულების სულ 38,64%-მა მისცა ხმა! დიახ, სულ 615 572 კაცმა მისცა ხმა 3 503 113 კაციდან! რეალურად, ამომრჩევლის 17,5%-მა მისცა ხმა! ერთ მეხუთედსაც არ უნდიხარ ლამის და რა თავი წაგვაჭამე და ქულები დაგვაყვლიფე?
მეორე ტურიც მოვა და ახლა უკვე შოშიას სხვა ტექსტი დააკვდება ზედ სალომე ზურაბიშვილს. აი, ის, რომ მოსთქვამს თავის იდიოტობაზედ, _ რა მინდოდა წვენებში, ვგდებულიყავი ჩემს ადგილას, რა ჩემი საქმე იყო ასკილისა და მაყვლის წვენიო…
რეზო შატაკიშვილი