შვიდეული საბერძნეთის მომავალს მხოლოდ ევროზონაში ხედავს
,,დიდი შვიდეულის” ქვეყნების ლიდერები, ევროზონიდან საბერძნეთის გასვლის წინააღმდეგია. გერმანიის კანცლერზე, ანგელა მერკელზე დაყრდნობით ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ,,ყველანი ვინც კი მრგვალ მაგიდასთან ვისხედით, ერთხმად შევთანხმდით, რომ საბერძნეთი ევროზონის ნაწილია და არ ვისურვებდით, ქვეყანას ევროპული ოჯახის საერთო ფინანსური სივრცე არ დაეტოვებინა. საბერძნეთი კრიზისიდან გამოსავალ გზებს ეძებს და ეს გზა მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირზე გადის. ბევრს ვმუშაობთ, მე იმედი მაქვს, რომ სიტუაცია კონტორლს დაექვემდებარება და შესაძლებელი იქნება საბერძნეთის, არსებული კრიზისული ლაბირინთიდან გამოყვანა” – განაცხადა ქალბატონმა კანცლერმა.