შეაჩერე კორუფცია – რა ხდება საპარტნიორო ფონდში

სს „საპარტნიორო ფონდის“ კუთვნილი შპს „რუხის სავაჭრო ცენტრი“ 2014 წლის დეკემბერში შეიქმნა.
ერთი წლის განმავლობაში დირექტორი იყო ტარიელ გაბუნია.
გაბუნია კავშირ „დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობის ცენტრის“ დამფუძნებელთაგანია.
სხვა დამფუძნებლები არიან: თორნიკე მგალობლიშვილი, ლევან გეგეშიძე, მერაბ ჩიქოვანი, გიორგი ხოდელი, ვასილ გილაური.
ორგანიზაცია შეიქმნა 2006 წელს.
თორნიკე მგალობლიშვილი, 2006-2009 წლების მონაცემებით, იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო 2010 წლის მონაცემებით, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსის მოადგილე.
ასევე 2013 წელს შექმნილი ქართულ-ეგვიპტური სავაჭრო პალატის გამგეობის თავმჯდომარე (გამგეობის წევრები: არჩილ მაჩაბელი, მეგიდ მონგი აბდო რიზკ სალეჰი);
2013 წელს შექმნილი შპს AGENTES COMERCIALES PARA EL CAUCASO-ს პარტნიორი (25%);
2014 წელს შექმნილი შპს „ჯი ბი გრუპის“ დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი (ვასილ გილაურთან ერთად, რომელიც ასევე 50%-ს ფლობს);
2011 წელს შექმნილი შპს იმკ-ს 25%-ის მფლობელი. მოგვიანებით, მგალობლიშვილი კომპანიაში ჩაანაცვლა დედამ, ირინე სულაბერიძემ, ხოლო 2016 წლის შემდეგ მგალობლიშვილი-სულაბერიძის ინტერესები კომპანიაში აღარ ჩანს.
2005-2007 წლების მონაცემებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა კონტროლის სამმართველოს, შემდეგ კი გენერალური ინსპეციის ყოფილი უფროსია ლევან გეგეშიძე.
2017 წლის მონაცემებით, გეგეშიძე ეროვნული უსაფრთხოების ფონდის (შეიქმნა 2009 წელს) გამგეობის თავმჯდომარეა, ასევე მედიაციის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე (2012 წ.). ამ კომპანიაში მისი პარტნიორი მეგი ბიბილური ა/ო „მეგობრობის ხიდი _ ქართლოსის“ გამგეობის თავმჯდომარეა.
ორგანიზაციის საქმიანობის სფერო გახლავთ: ადგილობრივი თემების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა; კონფლიქტის დარეგულირების პროცესში წვლილის შეტანა; ქართულ-ოსურ თემთა შორის დიალოგის განვითარების ხელშეწყობა; სამოქალაქო საზოგადოების განვითარება; ახალგაზრდობის ჩართულობის გაძლიერება ადგილობრივ ცხოვრებაში.
მედიაციის ცენტრთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი, გაგი მოსიაშვილი, 2012 წლის მონაცემებით, საიას გამგეობის წევრია.
გაგი მოსიაშვილი საზოგადებას ახსოვს არაერთი გახმაურებული საქმით, მათ შორის, იყო ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი.
გეგეშიძე ასევე გვევლინება სპს ჩიქოვანი, ცნობილაძე და პარტნიორების ერთ-ერთ ხელმძღვანელად მერაბ ჩიქოვანთან, გიორგი მოსიაშვილთან და ირაკლი ცნობილაძესთან ერთად.
მერაბ ჩიქოვანის სახელთან რამდენიმე კომპანიაა დაკავშირებული:
შპს ლეგალ პოინტ ჯორჯია (ვახტანგ კაპანაძესთან, გაგი მოსიაშვილთან ერთად);
ასევე ეკუთვნის შპს ფი ელ სი-ის 33%. სხვა წილების მფლობელები არიან გაგი მოსიაშვილი და ივანე პეტრიაშვილი.
გიორგი ხოდელი შპს „ფროფერთი მენეჯმენტ ჯგუფის დირექტორი“ იყო 2014 წლის იანვრიდან იმავე წლის აპრილამდე.
ამ კომპანიის მფლობელია დავით კურცხალია, რომელიც გახლავთ შპს დკ-ს დირექტორი და მესაკუთრე;
შპს „ქვაჩის“ 50%-ის მფლობელი (50%-ს ფლობს ირაკლი ჩიქოვანი, შპს „ჯეო რეალ გრუპის“ დირექტორი). 2019 წლამდე 33%-ის მესაკუთრე იყო ნინო ნიჟარაძე, „რუსთავი 2-ის“ 9%-ის მფლობელი.
შპს „ფილიმასკა ჯის“ 12.5%-ის მფლობელი (პარტნიორები: ნიკოლოზ ჩიქოვანი 25%, ნინო ნიჟარაძე 12.5%, ნაილი მესხი (საქართველო, რუსეთის ფედერაცია) 25%, ვახტანგ ნიკოლეიშვილი (რუსეთი, საქართველო) 25%;
ვასილ გილაური კი, როგორც ზემოთ ვახსენეთ, შპს „ჯი ბი გრუპში“ თორნიკე მგალობლიშვილის პარტნიორია.
ტარიელ გაბუნია ასევე იყო შპს საქართველოს პროდუქტის (მესაკუთრე შპს თბილისის ლოგისტიკის ცენტრი _ 2014 წ.), შპს „თბილისის ლოგისტიკის ცენტრის“ (მესაკუთრე სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი) და 2015-2019 წლების მონაცემებით, არის შპს „სიმეტრიის“ დირექტორი. კომპანიის 100%-ის მფლობელია გოჩა ჯაიანი: შპს „ბაკურიანი რიზორთის“, შპს „კაპიტოლ ეიჩ პი ესის“, შპს „ეონის“, შპს „კაპიტოლ რიალ ისთეითის“. დირექტორად გვევლინება კომპანიებში:
შპს „კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელ“ (მფლობელები: შპს „ქობალი“ _ 50%, ვალერი მალცევი (რუსეთის ფედერაცია) _ 50%). ქობალის დირექტორი და 100%-ის მფლობელი არის უჩა ქართველიშვილი. ბიზნესმენ ვალერი მალცევის შესახებ ინფორმაციის მოძიება ამ ეტაპზე გაგვიჭირდა, თუმცა, ჩვენი ვარაუდით, ეს შეიძლება იყოს „როსტსელმაშის“ გენერალური დირექტორი.
უჩა ქართველიშვილი და 2015 წლის მონაცემებით ქობალის დირექტორი ზურაბ ლორთქიფანიძე „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან. 2017 წელს ქართველიშვილმა 20 000 ლარი შესწირა სახელისუფლებო პარტიას, ხოლო ლორთქიფანიძემ _ 15 000 ლარი.
დირექტორია შპს „რედშიც“, რომლის მფლოებლია შპს „კაპიტოლ ჰოლდინგი“. ამ კომპანიის მფლობელი გიორგი ჯახუტაშვილია. ჯახუტაშვილის კიდევ ერთი კომპანიაა შპს „კაპიტოლ მენეჯმენტი“.
ამ კომპანიაში მისი პარტნიორები არიან: არჩილ შიშმანაშვილი, გრიგორი ჯახუტაშვილი (ყაზახეთი), დავით შიშმანაშვილი. არჩილ და დავით შიშმანაშვილების შპს აი-ეფ-ეს-ის დირექტორია ზემოხსენებული უჩა ქართველიშვილი, ხოლო 2019 წლის თებერვლამდე კომპანიის 85% ეკუთვნოდა შპს „ქობალს“. შპს „სიმეტრია პარკის“ (შპს „აი-ეფ-ეს“) დღევანდელი მფლობელები არიან:
სერგეი მიტრიაშკინი (რუსეთის ფედერაცია) 85%;
ზურაბ გუმბარიძე 15% (ინტერ მედია, შპს „ოლ სქრინ მედია“, შპს „გრადუსი“, შპს „ფორმულა პროესკო ფროდაქშენი“ და ა. შ.);
დირექტორია ესმუხამეტ სპანოვი (ყაზახეთი);
სერგეი მიტრიაშკინი შპს „ასტანას ბიზნესცენტრის“ გენერალური დირექტორია; ასევ, სს ÎÇÁÈ-ს დამფუძებელი, რომელიც ორცხობილებს და ნამცხვრებს აწარმოებს. კომპანიის დირექტორი დიმიტრი სტერლიგოვია. ასევე შპს „შალეს“ დამფუძნებელი, „შალე“ ფლობს რესტორნებსა და კაფეებს. მისი გენერალური დირექტორია სერგეი აპალკოვი.
ესმუხამეტ სპანოვი, 2008 წლის მონაცემებით, იყო სს „ყაზაგროფინანსის“ გამგეობის წევრი და სს „აგრარულ საკრედიტო კორპორაციასთან“ აფილირებულ პირთა შორის მოიხსენიებდნენ. ასევე იყო საფეხბურთო კლუბ „ასტანას“ პრეზიდენტი, რომელიც 2013 წელს დატოვა.
ჯაიანი. 2012 წლის მონაცემებით, ზურაბ მაჭავარიანის შპს Trendy Group-ის დირექტორია.
ზურაბ მაჭავარიანის კომპანიებია: შპს „ნომა ჯგუფი“ (დირექტორი ქეთევან ჯაიანი), შპს „აი თი სი ჯგუფი“ (რომელშიც მისი წილის მფლობელი მეუღლე, ნონა მაჭავარიანია).
ზურაბ მაჭავარიანი, 2001 წლის დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს კავშირგაბმულობის, ფოსტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
გოჩა ჯაიანი ტარიელ გაბუნიასთან გვხვდება კიდევ ერთ კომპანიაში:
შპს „თეთრი ხიდი“, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: გოჩა ჯაიანი, ტარიელი გაბუნია, ნატო მაღრაძე.
დირექტორი _ სალომე ხომასურიძე, მფლობელები _ 50% ეკუთვნის „კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელს“ (შპს „ქობალის“ და ვალერი მალცევის კომპანია), 50% კი შპს „მასა ინვესტს“. ამ კომპანიის დირექტორი და მესაკუთრე პავლე მაღრაძეა. ამავე დროს, საყურადღებოა, რომ შპს „თეთრი ხიდი“ 2017 წლის ნოემბერში მხოლოდ კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელის საკუთრება იყო, მანამდე იყო ეს კომპანია ინაწილებდა სს „საპარტნიორო ფონდთან“ 50-50%-ით (პს შპს „მასა ინვესტი“ 2017 წელს შეიქმნა).
საინტერესოა პავლე მაღრაძის კომპანიების სიაც:
შპს „გრანდი“ (დავით ჩხატარაშვილთან ერთად) – 2006 წელი;
შპს „აიემდი“ (ირაკლი კუტალიასთან (რუსეთი, საქართველო) ერთად) – 2017 წელი;
შპს „მასა ჰოლდინგი“ _ 2017 წელი;
შპს „ჯი ენ ჯი“ _ 2016 წელი;
შპს „პი ენდ ელ“ _ 2019 წელი (ლევან ბადაგიძესთან ერთად);
შპს „ჰაწვალი რეზორტ“ _ 2019 წელი;
შპს „პმქ გრუპ“ _ 2018 წელი (იმედა კუხიანიძესთან ერთად);
შპს „ინჟინერთა ჯგუფი“ _ 2013 წელი (იმედა კუხიანიძესთან და კახა მაღრაძესთან ერთად).
გოჩა ჯაიანის სახელმა გაიჟღერა 2016 წელს, როდესაც „პარტიზანი მებაღეები“ იპოდრომთან მოსალოდნელ მშენებლობას აპროტესტებდნენ. აქ ის ტერიტორიის მესაკუთრის, ყაზახეთის მოქალაქე ვენერა ალიშევას წარმომადგენლის სტატუსით იმყოფებოდა.
კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია: შპს „კაპიტოლ ჰოლდინგის“ კუთვნილი კომპანიაა შპს „სტატოტელი“. მისი დირექტორი 2017 წლამდე იყო გოჩა ჯაიანი, შემდეგ კი თამაზ კორძაია.
შპს „სტატოტელის“ შესახებ საკმაოდ ბევრს წერდნენ „ბათუმელებში“.
2016 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შპს „სტატოტელის“ სახელით, მისი დირექტორი, გოჩა ჯაიანი, „მზიურისა“ და „მახინჯაურის“ პირდაპირი მიყიდვის წესით შესყიდვას ითხოვდა სამინისტროსგან. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის 2016 წლის 24 აგვისტოს მიწერილი წერილის მიხედვით, „მზიურის“ ტერიტორიაზე სასტუმრო, ხოლო „მახინჯაურის“ ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო დაწესებულება უნდა განთავსებულიყო. 16 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „მზიურის“ ტერიტორიაზე 100-ნომრიანი სასტუმრო 38 თვეში, ხოლო სარეაბილიტაციო გამაჯანსაღებელი დაწესებულებისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა „მახინჯაურის“ ტერიტორიაზე (გოგირდის აბანოები) ექსპლუატაციაში 42 თვეში უნდა შესულიყო. მესაკუთრეს უნდა დაესაქმებინა 120 მოქალაქე და ობიექტების პროფილი 10 წლის განმავლობაში შეენარჩუნებინა. კომპანიას 3370 კვ/მ-ზე 42 თვეში უნდა მოეწყო სარეკრეაციო ზონაც. ზოგადად, „სტატოტელს“ 10 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. ამავე დროს, კომპანიას უფლება ჰქონდა, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით გაესხვისებინა ქონება.
ბათუმელებთან საუბრისას გოჩა ჯაიანმა განაცხადა, რომ „ჰოლდინგის“ მესაკუთრესა და ზურაბ პატარაძეს შორის ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს: „ელჩი იყო ყაზახეთში და ალბათ ქართველებთან ჰქონდა ურთიერთობა, ელჩის ერთ-ერთი მოვალეობაც ეს არის, სხვა ვერაფერს გეტყვით…“
2018 წლის ივნისში „ბათუმელებში“ დაიბეჭდა, რომ „მახინჯაურში, ზღვის პირას, ყოფილი პანსიონატ „მზიურის“ ტერიტორიაზე, მრავალწლოვან ხეებს ჩეხენ. ხეები ამ ტერიტორიაზე მაშინაც გაჩეხეს, როცა მომიჯნავე ნაკვეთიდან ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის რამდენიმე ხე გადაიტანეს. ეს ტერიტორია შპს „სტატოტელის“ საკუთრებაშია, რომელსაც ეს და ასევე ყოფილი სანატორიუმ „მახინჯაურის“ ტერიტორიები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, პირდაპირი წესით და ინვესტიციის განხორციელების პირობით, 2016 წელს 3 მილიონ 900 ათას ლარად გადასცა. ინვესტორმა ვერც ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და ვერც საპრივატიზებო საფასური გადაიხადა. შესაბამისად, მას პირგასამტეხლოს სახით 1 001 325 ლარის გადახდა დაეკისრა. „სტატოტელმა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართა წერილით, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ახალი კომპანია – MRMU INTERNATINAL-ი, მზად არის გახდეს „სტატოტელის“ პარტნიორი და უზრუნველყოს პროექტის სრულად დაფინანსება საპრივატიზებო ვალდებულების შესაბამისად იმ პირობით, თუ… სამინისტრო შპს „სტატოტელის“ პირგასამტეხლოსგან გაათავისუფლებს“.
კომპანია პროექტის შესასრულებლად ახალი ვადების დაწესებასა და საპრივატიზებო საფასურის დაფარვის ვადის გადაწევასაც ითხოვდა.
შეთანხმება შედგა. აჭარის მთავრობამ შპს „სტატოტელს“ პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხა – 1 001 325 ლარი აპატია. ასევე გადაუვადა საპრივატიზებო თანხის გადახდის ვადები. შესაბამის განკარგულებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 2017 წლის 6 დეკემბერს მოაწერა ხელი.
აქედან 5 დღეში კი, 2017 წლის 11 დეკემბერს, „სტატოტელის“ მთლიანი 100%-იანი წილი მისმა დამფუძნებელმა „კაპიტალ ჰოლდინგმა“ 1 ლარად მიჰყიდა ლონდონში დაფუძნებულ MRMU INTERNATINAL-ს. შესაბამისად, „სტატოტელის“ მიერ აღებული ვალდებულება ამ კომპანიაზე გადავიდა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია „სტატოტელს“ ქონების შეძენის საფასურის ნაწილი, 1 706 250 ლარი, გადახდილი აქვს და ახალი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებსაც ასრულებს.
MRMU INTERNATINAL-ის ერთ-ერთი დირექტორი და წარმომადგენელი საქართველოში არის ზურაბ ნასყიდაშვილი. ზურაბ ნასყიდაშვილი შპს „ატმ – ანბანის კოშკის მენეჯმენტის“ დირექტორიცაა და ამ კომპანიის წილის 33%-საც ფლობს.
„ხეებს არ ვჭრით, ვასუფთავებთ ნარჩენებისგან. მშენებლობას ვიწყებთ, პირველი ეტაპი შეთანხმებული გვაქვს (ბათუმის) მერიასთან. იქ ისეთი, რაც ბუნებას აზიანებს, არ ხდება, პირიქით, მაქსიმალურად შენარჩუნებულია ლანდშაფტი, გამწვანება. ახლა ვასუფთავებთ ტერიტორიას, რომ გეოლოგიური დასკვნები მივიღოთ. პროექტი გვაქვს, რა თქმა უნდა, რაც გვინდა, რომ შევიტანოთ მერიაში დასამტკიცებლად, მაგრამ მიწის საბოლოო ტექნიკური მონაცემები გვინდა. სულ 3 თუ 4 დიდი ხეა მოჭრილი, აქედან ერთი საერთოდ მეწყერს ჰქონდა ჩამოტანილი, იქ ვერ იდგებოდა, ბეტონის ნაგებობაა. რაც შეეხება MRMU INTERNATINAL-ს იგი ინგლისური კომპანიაა, ინგლისური ინვესტიციაა, მე ვარ, უბრალოდ, ამ ინგლისური კომპანიის დირექტორი და ჩვენს მფლობელობაშია ეს ქართული კომპანია „სტატოტელი“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ზურაბ ნასყიდაშვილმა.
(წყარო: „ბათუმელები“; თედო ჯორბენაძე „ახალი „ყაზახური ინვესტიცია“ ძველის ნაცვლად“ (2016 წ. 06.10); თედო ჯორბენაძე „მახინჯაურში მრავალწლიან ხეებს ჩეხს კომპანია, რომელსაც მთავრობამ 1 მილიონი აპატია“ (2018 წ. 05.06).
გთავაზობთ ზურაბ ნასყიდაშვილთან დაკავშირებული კომპანიების ჩამონათვალს:
შპს „პლიმსოლ ჰოლდინგი“ _ (ზურაბ ნასყიდაშვილი, 25%, ანდრიუ ჯონ თორნ (დიდი ბრიტანეთი) 25%, დევიდ რობერტ თორნ (დიდი ბრიტანეთი) 25%, კახა კუმელაშვილი, 25%;
შპს „იმექსი“ _ (ზურაბ ნასყიდაშვილი 67%, მარქ ქუინლან, ირლანდია 33%);
შპს „ბიზნესის და სპორტის მენეჯმენტი“ _ (შპს „ბუსტ ჯორჯია“ 50%, ნაბიელ კარასკო პერესი (ესპანეთი) 50%; დირექტორები _ ზურაბ ნასყიდაშვილი, ნაბიელ კარასკო პერესი (ესპანეთი);
შპს მრმუ ჯორჯია (MRMU ინთერნეშანალ (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო) _ 100%);
შპს „ქარ-თრეიდი“ _ (იაკობ დურგლიშვილი, დირექტორი; მესაკუთრეები: შპს „ოაზისის საერთაშორისო ჯგუფი“ _ 55%; ზურაბ ნასყიდაშვილი _ 15%; კახა კუმელაშვილი _ 20%; გოჩა კურტანიძე _ 10%);
შპს „ოაზისის“ საერთაშორისო ჯგუფის მფლობელები არიან: მარტინ სალორტ ადროვერ (ესპანეთი) 50%, ბარტოლომე სორელ სალამანკა (ესპანეთი) 50%.
გადაწყვეტილება #B12127102/3 (2012წ. 27.11)-ის თანახმად კომპანიას შეუწყდა რეგისტრაცია.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საზოგადოების სარეგისტრაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) სახელსა და გვარს, საცხოვრებელი ადგილის მისამართსა და პირად ნომერს. ვინაიდან შპს „ქარ-თრეიდის“ სარეგისტრაციო მონაცემები ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, წარმოსადგენია ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) დანიშვნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
შპს „ჯი-ეს კონსტრუქშენ“ _ (დირექტორი შოთა გიორგაძე);
შპს „სამბა ჯგუფი“ (დირექტორი ივანე ათუნოვი; მესაკუთრეები: ნასყიდაშვილი _ 20%, შპს ეს ეიჩ ლტდ _ 80%)
შპს ეს ეიჩ ლტდ-ს მფლობელები არიან: ზურაბ ნასყიდაშვილი 25%, ტიმოტი ჯეიმს ჰავკინსი (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო) 37.5%, მარკ რიჩარდ მაინვარინგ უპტონ (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო) 37.5%.
შპს IMEX GROUP _ (ზურაბ ნასყიდაშვილი, 25%, ტიმოტი ჯეიმს ჰავკინ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო) – 25%, კარლ სტუარტ პატემორე (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო) _ 25%, მარკ რიჩარდ მაინვარინგ უპტონ (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო) _ 25%.
შპს „ბი-ემ-სი“ _ ლევან ლოლუა, 33%, ზურაბ ნასყიდაშვილი, 33%, გიორგი გულიაშვილი, 34% (საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციის პრეზიდენტი).
შპს „ბიზნეს მენეჯმენტ ჯგუფი“;
შპს „მესხეთის მეფრინველეობა“: დირექტორი _ იმედა მუმლაძე, ზურაბ ნასყიდაშვილი 27.5%, ავთანდილ მუმლაძე 27.5%, დავით ათუნაშვილი 10%, (ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი 2009-2011 წლებში), ბესიკ ქურასბედიანი 20%, ირინე გაბელაია-გოგია 15%.
შპს „სტარ კაპიტალი“;
შპს „აქვა არენა ჯგუფი“ _ (დირექტორი ოლეგ სანდროშვილი; ზურაბ ნასყიდაშვილი 25%, „ქლაივ ჯონ მარკს“ (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო) 18.75%პ მარკ ქვინლან (ირლანდია) 18.75%, უილიამ ჯეიმს რიდ (საქართველო, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო) 37.5%).
საჯარო რეესტრის მონაცემებით, გადაწყვეტილება #B17105893/3-ის თანახმად (25/09/2017), კომპანიის სარეგისტრაციო წარმოება შეწყვეტილია.
1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
1.1 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებულ იქნა შპს აქვა არენა ჯგუფის დირექტორ ოლეგი სანდროშვილის განცხადება დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების მოთხოვნის თაობაზე.
2. სამართლებრივი შეფასება:
2.1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საზოგადოების სარეგისტრაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) სახელსა და გვარს, საცხოვრებელი ადგილის მისამართსა და პირად ნომერს. ვინაიდან გადაწყვეტილებით გათავისუფლებულ იქნა საზოგადოების დირექტორი, შპს „აქვა არენას“ ჯგუფის მონაცემები არ შეესაბამება მეწარმე სუბიექტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
3. აქტის გამოცემის სამართლებრივი დასაბუთება:
3.1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საზოგადოების სარეგისტრაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) სახელს და გვარს, საცხოვრებელი ადგილის მისამართსა და პირად ნომერს.
გადაწყვეტილება #B18012533/6 (13/03/2018)-ს თანახმად, რეგისტრაცია შეუწყდა კიდევ ერთ კომპანიას შპს „რეალ-მშენს“. მიზეზში აღნიშნულია: „უფლებამოსილი პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობისა და შპს „რეალ-მშენის” რეგისტრირებული წესდების შესაბამისად შედგენილი, უფლებამოსილი (გადაწყვეტილებაუნარიანი) პირის/ორგანოს მიერ მიღებული და სათანადო წესით დამოწმებული ცვლილების სარეგისტრაციო დოკუმენტაცია (კრების ოქმი), რომელზეც მიღებული იქნებოდა გადაწყვეტილება დირექტორის არჩევის/დანიშვნის თაობაზე. ასევე არ იქნა წარმოდგენილი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების თაობაზე მომსახურების გაწევისათვის დაწესებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი“,
2018 წლის თებერვლის მონაცემებით კი, კომპანიის მფლობელები იყვნენ თენგიზ გოგოლაძე 50%, ზურაბ ნასყიდაშვილი 25%, იმედა მუმლაძე 25% (შპს „მესხეთის მეფრინველეობა“, შპს „ბი“ზნეს მენეჯმენტ ჯგუფი“, შპს „იმკა გრუპ, შპს „მესხეთის“ დისტრიბუცია);
შპს „მესხეთის დისტრიბუცია“, დირექტორი _ ბესიკ ქურასბედიანი. იმედა მუმლაძე 20%, დავით ათუნაშვილი 20% (ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი 2009-2011 წლებში), ბესიკ ქურასბედიანი 20%, ირინე გაბელაია-გოგია 20%, ზურაბ ნასყიდაშვილი 20%);
შპს „ბი ემ სი“ _ (დირექტორები: იმედა მუმლაძე, ლევან თათოშვილი. მესაკუთრეები: ლევან თათოშვილი 33%, ზურაბ ნასყიდაშვილი 33%, იმედა მუმლაძე 34%);
შპს „ატლანტ დეველოპმენტი“ _ (იმედა მუმლაძე 50%, ზურაბ ნასყიდაშვილი 50%);
შპს „კაპიტალ მენეჯმენტი“;
შპს „ატლანტ კონსტრუქშენ“ _ (დირექტორი _ ზვიად იმედაშვილი, მესაკუთრეები: იმედა მუმლაძე 33%, ზურაბ ნასყიდაშვილი 34%, ზვიად იმედაშვილი 33%);
შპს „ატმ“ _ ანბანის კოშკის მენეჯმენტი – (ნაჯიმ ზერკოუნი, ნიდერლანდები _ 34%, მარკ ქუინლენ, ირლანდიან _ 33%, ზურაბ ნასყიდაშვილი _ 33%).
კომპანია შეიქმნა 2015 წელს. იმ დროისთვის მისი მფლობელი იყო შპს „ბუსტ ჯორჯია“, ხოლო დირექტორი _ ბარტოლომე სორელ სალამანკა.
2016 წელს ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ ვერ შეასრულა ვალდებულებები. შენობა, რომელშიც ბიუჯეტიდან 60 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, ისევ უფუნქციოდაა. კომპანიაში საუბარი დაიწყეს ახალ სტრატეგიაზე, რომელიც ახალმა სახემ უნდა განავითაროს. „ის ახალგაზრდა ბათუმელი ბიჭია, რომელიც რუსეთში მოღვაწეობდა და კარგი კავშირები აქვს. ის ფულით არ შემოდის, ჩვენ მხოლოდ მისი გამოცდილება გვჭირდება. ევროპული მენეჯმენტი უნდა ყოფილიყო, ახლა რუსი და რუსულენოვანი ტურისტების მოზიდვაზე უნდა ვიმუშაოთ, რომლებიც სეზონზე ჩამოდიან ბათუმში. მასთან მოლაპარაკება გვაქვს და მე მგონი, არ იქნება სწორი, ახლა მისი სახელი რომ დაგისახელოთ. არ ვგულისხმობ კომპანიის ახალ დირექტორს“, – უთხრა „ბათუმელებს“ კომპანია „ბუსტ ჯორჯიას“ თანამფლობელმა ზურა ნასყიდაშვილმა.
აჭარის მთავრობამ ბათუმის ბულვარში 1344,7 კვ/მ შენობა – „ანბანის კოშკი“ და მასზე მიმაგრებული 5736 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კომპანია Boost Spain S.I.-ს 20 წლის ვადით გადასცა. ქონებით სარგებლობის წლიურ საფასურად კი სიმბოლური ფასი, ერთი ლარი დაუწესა. მთავრობასთან აღებული ვალდებულების თანახმად, „ანბანის კოშკში“ გასართობი ობიექტები ინვესტორს ხელშეკრულების დადებიდან სამ თვეში უნდა გაეხსნა. ხელშეკრულება 2015 წლის ივნისში გაფორმდა.
კომპანიამ რამდენიმე დირექტორი გამოიცვალა:
2015 წლის სექტემბერში ირაკლი ორმოცაძე დაინიშნა, 2016 წლის თებერვალში _ ოლეგ სანდროშვილი. 2017 წლის იანვრიდან დრექტორი ზურაბ ნასყიდაშვილია, ხოლო მფლობელების ვინაობა შეგიძლიათ ზემოთ იხილოთ.
2016 წელს კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია გამოქვეყნდა ბიზნესმენთა ამ ჯგუფთან დაკავშირებით.
ბიზნესმენმა თემელ ლომაძემ აჭარის ხელისუფლების პირველ პირს – არჩილ ხაბაძესა და სუს-ის პირველ პირს აჭარაში, ირაკლი ერისთავს, წერილობით აცნობა, რომ ის ერთ-ერთი პროექტიდან სუსის მაღალი თანამდებობის პირის მონაწილეობით ახლახან გააძევეს. ბიზნესმენის პრობლემით არც ერთი უწყების პირველი პირი არ დაინტერესებულა. თემელ ლომაძის თქმით, მის ჩანაცვლებას გეგმავს კომპანია „რეალ მშენი“, რომლის ერთ-ერთ დამფუძნებელს წილები ასევე აქვს იმ კომპანიაში, რომელსაც არჩილ ხაბაძემ ერთი წლის წინ 60-მილიონიანი „ანბანის კოშკი“, 20 წლის ვადით, 1 ლარად გადასცა.
თემელ ლომაძეს 2016 წლის 9 იანვარს ტელეფონზე მისთვის უცნობმა პირმა დაურეკა და შეხვედრა შესთავაზა. „მითხრეს, რომ ჩემს სახლთან არიან და მათთან გასვლა მთხოვეს. ერთი მათგანი ეგრევე ვიცანი – ბუბა (ემზარ) ბოლქვაძე იყო, აჭარის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხულო-ქედა-შუახევის კურატორი. ზარის ავტორმა კი თავი წარმომიდგინა, როგორც შპს „რეალ მშენის“ დირექტორი ზაურ გოგიტიძე“, _ ამბობს თემელ ლომაძე.
ლომაძის თქმით, გოგიტიძემ მას აუხსნა, რომ თავი უნდა დაანებოს ბათუმში, ზუბალაშვილის #39-ში 9-სართულიანი სახლის აშენების პროექტს, რადგან მასთან თანამშრომლობის გაგრძელება აღარ სურთ ამ მისამართზე მცხოვრებ ოჯახებს. „ამხანაგობამ უკვე ჩვენთან გააფორმა ხელშეკრულება, მას თქვენთან აღარ სურს ურთიერთობა, ჩვენ ვმუშაობთ პროექტზე და კეთილი ინებეთ და შეეგუეთ რეალობას, რომ ამხანაგობის წევრებს არ უნდათ თქვენთან ურთიერთობა – ამიხსნა ზაურ გოგიტიძემ“, – უთხრა „ბათუმელებს“ თემელ ლომაძემ.
შეგახსენებთ: ზაურ გოგიტიძე კომპანიის დირექტორი იყო 2014 წლის ივნისიდან 2017 წლის ივლისამდე.
როგორ ზემოთ მივუთითეთ, „რეალ მშენის“ სარეგისტრაციო წარმოება ამ დროისთვის შეჩერებულია.
(წყარო: „ბათუმელები“, ეთერ თურაძე, „შეეგუეთ რეალობას“ _ ბიზნესმენი სუსის თანამშრომლების ზეწოლაზე“ (2016 წ. 08.04).
დავუბრუნდეთ შპს „რუხის სავაჭრო ცენტრს“:
2015 წლის სექტემბრიდან მისი დირექტორი გახდა დავით მაჭავარიანი.
მაჭავარიანს დირექტორის თანამდებობა ეკავა ფონდის კიდევ ერთ კომპანიაში _ შპს „საქართველოს შავი ზღვის პორტში“. 2015 წელს მან შეცვალა ვახტანგ აღდგომელაშვილი. ასევე შპს „საქართველოს პროდუქტში“ და შპს „თბილისის ლოგისტიკის ცენტრში“ ჩაანაცვლა ტარიელ გაბუნია.

(გაგრძელება იქნება)

ვატო გელაშვილი