ყირგიზეთში გამარჯვების აღლუმი 7 მაისს ჩატარდება
ყირგიზეთში ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი, ქვეყნის ისტორიაში პირველად 7 მაისს გაიმართება. როგორც ინფორმაციის წყარო აცხადებს ,,თარიღის შეცვლა დიდი ხანია განიხილებოდა. სამხედრო აღლუმის ჩაბარებას ქვეყნის პრემიერი აპირებდა, თუმცა სამხედრო უწყებამ მოახერხა, რომ ეს პატივი პრეზიდენტს რგებოდა. თუმცა ყველასათვის ცნობილია ზუსტი მიზეზი, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლის იუბილის აღნიშვნას მოსკოვში აპირებს“ – აცხადებს ინკოგნიტო რესპოდენტი. როგორც სააგენტო РИА Новости-ი იუწყება, 9 მაისი ყირგიზეთში ეროვნულ დღესასწაულად ითვლება და ის უქმე დღეთაა გამოცხადებული. საზეიმო აღლუმი ბიშკეკის ალა-ტოო-ს მოედანზე ჩატარდება. ოფიციალურ განცხადებას ხელისუფლება უახლოეს დღეებში გააკეთებს.