“ყაზტრანსგაზი” და დავით ბეჟუაშვილი

გაგრძელება

შპს „მტკვარი ენერჯი“ შპს „ჰოლდინგ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ კიდევ ერთი კომპანიაა.
2016 წლის მაისამდე ის ეკუთვნოდა შპს „გარდაბანი ჰოლდინგზ ბი.ვი.“-ს, ხოლო დირექტორი წლების განმავლობაში დევი კანდელაკი იყო.
დევი კანდელაკი დირექტორობას ინარჩუნებს მაშინაც, როდესაც კომპანია შპს „გარდაბანი ჰოლდინგზ ფი-ფი ბი.ვი“-ს მფლობელობაშია (ამ ორ კომპანიას სხვადასხვა ნომერი აქვს, შესაბამისად, სხვადასხვა კომპანიად მოვიხსენიებთ, იმის მიუხედავად, რომ ორივე ნიდერლანდებშია დარეგისტრირებული და სრულიად შესაძლებელია, ერთი და იგივე იყოს).
2016 წლის დეკემბრიდან კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფია“.
დევი კანდელაკის სახელი გვხვდება სხვა მნიშვნელოვან კომპანიებშიც.
შპს „მცირე ენერჯი“ (აჭიჰესი) – დირექტორი მაია ბოგიშვილი;
2012 წლის ნოემბრის მონაცემებით კომპანიის დირექტორი იყო ნინო ჯორბენაძე, რომელიც უკვე ვახსენეთ წინა სტატიაში, ხოლო კომპანიის მფლობელები გახლდნენ საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია და დევი კანდელაკი (მონაცვლეობით).
2013 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით დირექტორი იყო გიორგი წიკლაური.
სს „ხრამჰესი I“
სამეთვალყურეო საბჭო: თავმჯდომარე _ დიმიტრი ვოლკოვი (რუსეთის ფედერაცია),
სვეტლანა ივანიჩკინა (რუსეთის ფედერაცია),
ანდრეი ჩურილოვი (რუსეთის ფედერაცია);
სს „ხრამჰესი II“
სამეთვალყურეო საბჭო: იური შერბაკოვი (რუსეთის ფედერაცია),
დიმიტრი ვოლკოვი (რუსეთის ფედერაცია),
ანდრეი ჩურილოვი (რუსეთის ფედერაცია);
შპს „მტკვარი ენერჯის“ დირექტორთა საბჭოს წევრები არიან:
დიმიტრი ვოლკოვი (რუსეთის ფედერაცია),
ანდრეი ჩურილოვი (რუსეთის ფედერაცია),
პაველ ოკლეი (რუსეთის ფედერაცია).
დიმიტრი ვოლკოვი და პაველ ოკლეი, ამავე დროს, სს „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან (ვახტანგ ჯორბენაძესთან, ალექსანდრე აბრამკოვთან (რუსეთის ფედერაცია), თემურ ჭინჭარაულთან და ევგენი კრილიჩევსკისთან (რუსეთის ფედერაცია) ერთად.
სს თელასის გენერალური დირექტორი 2012 წლის დეკემბრიდან 2013 წლის მარტამდე იყო დევი კანდელაკიც.
დიმიტრი ვოლკოვი „ინტერ რაოს“ ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის აქტივების მართვის ბლოკის ხელმძღვანელია.
სვეტლანა ივანიჩკინა არის „ინტერ რაოს“ ფინანსური დირექტორი, ხოლო ანდრეი ჩურილოვი _ „ინტერ რაოს“ ექსპერტი.
„ინტერ რაო“ დივერსიფიცირებული ენერგეტიკული ჰოლდინგია, რომელიც აქტივებს მართავს რუსეთში და მის ფარგლებს გარეთაც. მისი მოქმედების არეალი მოიცავს: ფინეთს, ბელარუსს, ლიტვას, უკრაინას, საქართველოს, აზერბაიჯანს, ყაზახეთს, ჩინეთს, მონღოლეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთს. ასევე ელექტროენერგიით უზრუნველყოფს რუსეთის 12 რეგიონს.
ამჟამად შპს „მტკვარი ენერჯის“ გენერალური დირექტორია მალხაზ იასეშვილი (იხ. წინა ნომერი _ „ქრონიკა+“ #3), ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: დავით ბეჟუაშვილი, ზურაბ გელენიძე, მარინა ნებიერიძე.
ზურაბ გელენიძე (შპს SoftLogic Ltd, შპს ვირტუ, შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია).
2016 წლის დეკემბრამდე შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ფლობდა შპს „ნაკადულს“, თუმცა დეკემბერში მისი მფლობელი გახდა კომპანია „ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“, რომელსაც ინდუსტრიული ჯგუფის 100% ეკუთვნის.
დირექტორი ვასილ კენკებაშვილია.
(შპს „სფინქსი XXI“, შპს „ქართული ღორღი“, რომელიც ასევე „ინდუსტრიული ჯგუფის“ საკუთრებაა).
„ინდუსტრიული ჯგუფის“ კუთვნილი კიდევ ერთი კომპანია _ „ტიფლის სითი“ (ჯი-აი-ჯი ჯგუფი) გადავიდა „ჩემექსიმ ინტერნეიშენალის“ მფლობელობაში.
„ტიფლის-სითის“ ერთ-ერთი დირექტორი ვასილ ძოწენიძე შპს „ცენტრ პოინტის“ სასტუმროებისა და კურორტების მმართველი კომპანიის 17%-იანი წილის მფლობელია. მისი სახელი გვხვდება კომპანიებში:
შპს „დიდუბის მარკეტი“, რომელიც 2019 წლის 8 თებერვლის მდგომარეობით შეერწყა შპს „საქინვესტს“. დირექტორი ალექსანდრე ნარსიაა, ხოლო მფლობელები _ შპს „გარდაბანი ჰოლდინგზ ფი-ფი ბი.ვი“ (ნიდერლანდები) – 50% და შპს „ბარგუზინო ენერჯი თრეიდინგ ლიმიტედი“ (ნაუოზის 1) – 50%;
ძოწენიძის გარდა ამ კომპანიის დირექტორები სხვადასხვა დროს იყვნენ: ივანე იოსელიანი და ლევან კაკოიშვილი („ბათუმი-სითის“ და მამუკა ბახტაძის კავშირის შესახებ იხილეთ წინა ნომერში _ „ქრონიკა+“ #3).
ივანე იოსელიანი გვხვდება კიდევ რამდენიმე კომპანიაში: საქართველოს მებოცვრეთა ასოციაცია (გამგეობა: ივანე იოსელიანი, კობა ნანიშვილი, გიორგი წიკლაური, გიორგი მოდრეკელიძე), საქართველოს სოკოს მწარმოებელთა ასოციაცია, შპს კავკასუს აგრო კომპანი, შპს ჩემი რანჩო, შპს თეთრი ქუდი, შპს თბილისის საერთაშორისო საავიაციო სასწავლო ცენტრი).
შპს „გარდაბანი ჰოლდინგზ ფი-ფი ბი.ვი“ სახელმწიფოს პარტნიორია შპს „იჯიესში“, რომლის დირექტორი გახლავთ არჩილ ჩხეიძე (შპს „კავკასია 2007“).
2016 წლის ბოლოს კი „ჩემექსიმ ინტერნეიშენალმა“ თავისი შვილობილი ინდუსტრიული ჯგუფი კიდევ ერთ კომპანიაში ჩაანაცვლა. შპს „ინდუსტრია კირის“ 50%-ს სწორედ „ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ ფლობს, 50%-ს კი _ სს „მადნეული“ (RMG Copper).
2009-2014 წლებში სამი კომპანია შეერწყა შპს RMG Gold-ს: სს „ჯორჯიან მაინინგ კომპანი“, შპს „ტრანს ჯორჯიან რესურსი“ და შპს Mining Investments Gold.
სამეთვალყურეო საბჭო: დიმიტრი ტროიცკი (რუსეთის ფედერაცია), დიმიტრი კორჟევი (რუსეთის ფედერაცია) და ირინა ნიკიფოროვა (რუსეთის ფედერაცია).
მესაკუთრეები არიან: შპს Rich Metals Group B.V, (ნიდერლანდები) _ 96.21% და სს RMG Copper _ 3.79%.
აღმასრულებელი დირექტორი _ თორნიკე ლიპარტია.
ცოტა რამ კორჟევისა და ტროიცკის შესახებ: მათ 1993 წელს მათ შექმნეს კომპანია „მეგაავტო“ (ВАЗ-ის ავტომობილების გაყიდვა), ორი წლის შემდეგ კვების პროდუქტების წარმოება დაიწყეს (ქარხანა „მულტონი“, რომელიც აწარმოებდა წვენს, სახელწოდებით NICO). მოგვიანებით, წარმატებით განავითარეს ჰიპერმარკეტების ქსელი О’кей. აკონტროლებენ Nisemax-ის 50,9%-ს და ფლობენ კომპანია Global Metal-ს, რომელსაც სამი ოქროსმომპოვებელი საწარმო აქვს სომხეთის ტერიტორიაზე.
2017 წლის მონაცემებით, კორჟევი რუსი მილიარდერების სარეიტინგო სიაში 30-ე ადგილზეა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შპს RMG Gold-ის 3,79%-ს ფლობს სს RMG Copper.
2007-2016 წლებში კომპანიას შეერწყა: შპს „საქართველოს სამთამადნო კომპანია“, შპს „ეკოგრამი“, შპს „გეოკონსალტინგ გრუპ“, შპს „პრემიერ მოტორსი“, შპს Mining Investments Copper, შპს „ეკოლოგი“.
სამეთვალყურეო საბჭო: დიმიტრი ტროიცკი (რუსეთის ფედერაცია), დიმიტრი კორჟევი (რუსეთის ფედერაცია) და ირინა ნიკიფოროვა (რუსეთის ფედერაცია).
აღმასრულებელი დირექტორი _ თორნიკე ლიპარტია.
ლიპარტია დირექტორია 2016 წელს შექმნილ კომპანიაში „არემჯი აურამაინ“, რომლის 100%-იან წილს ფლობს შპს „კავკასიის სამთო ჯგუფი“. ამ დღესვე, 2019 წლის 4 იანვარს, ის დირექტორად ფიქსირდება შპს კავკასიის სამთო ჯგუფის კიდევ ერთ კომპანიაში შპს „ჯორჯიან გოლდ კომპანი“ (შეიქმნა 2017 წელს).
სააქციო საზოგადოება RMG Copper, იური პილიპენკოსთან ერთად (რუსეთის ფედერაცია), ფლობს შპს „ტრანს-ფეთქ-მზიდს“ (50%/50%).
პილიპენკო, ამავე დროს, კვიპროსზე დარეგისტრირებული შპს „ფემთილონ ჰოლდინგს ლიმითიდის“ დირექტორია, რომლის სამეთვალყურეო საბჭოში შემავალი პირები სხვადასხვა დროს დაკავშირებულები იყვნენ RMG  ჯგუფთან. ესენი არიან:
მარინა ვოვკი (რუსეთის ფედერაცია), ალვიდას ბრუსოკასი (რუსეთის ფედერაცია), ალექსანდრე ცაპლინი (რუსეთის ფედერაცია) და ვახტანგ ფარესიშვილი.
პილიპენკო კიდევ ერთ კომპანიას ფლობს RMG Copper-თან ერთად.
ეს არის შპს „ბელაზ კავკაზ ტრანს სერვისი“, რომლის დირექტორები სხვადასხვა დროს იყვნენ:
ხვიჩა ბიწაძე (შპს „საქართველოს საერთაშორისო კონტეინერული ტრანსპორტი“, შპს „ემეს ლოგისტიკა“, შპს „გარდი“);
ლაშა ჯინჭარაძე (შპს „გრინ ფარმს“ (ამ კომპანიაში მისი პარტნიორია ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი), შპს „აგრომაქს ბიფ“, შპს „ლონდრი სერვისეს“, შპს „დაგი“, შპს „უნისერვი“, შპს „ბროილერი ლ“, შპს „რაჭა“, შპს „ლაკო“, შპს „ხვანჭკარა გოლდ“, შპს „სააუდიტორო ფირმა მეგზური“, შპს „კავკასიის ტექნიკური სერვისი“, შპს „უნისემ ჯორჯია“, შპს „არაგვი ენერჯი“).
ამ კომპანიაში მისი პარტნიორი იყო ზაალ მირცხულავა, რომლის სახელთან დაკავშირებულია შპს „მენესო ჰესი“ და სს „დიანდჰესი“.
მდ. არაგვზე 8,1 მგვტ სიმძლავრის ჰესის („მენესო ჰესი“) მშენებლობასთან დაკავშირებით 2018 წლის მარტში მიმდინარეობდა სერიოზული განხილვები. ხოლო მისი კიდევ ერთი პარტნიორი შპს „არაგვი ენერჯიდან“, ზურაბ კერვალიშვილი, შპს RMG Gold-ის ჯერ აღმასრულებელი, ხოლო შემდეგ გენერალური დირექტორი იყო 2010-2012 წლებში.
ლაშა ჯინჭარაძის შემდეგ შპს „ბელაზ კავკაზ ტრანს სერვისის“ დირექტორი გახდა გიორგი ოთარიძე (შპს UBC Legal Services LLC, შპს „ჰიდროპონიკა“ _ იური პილიპენკოსთან, ჯანიკო და გიორგი ყაფლანიშვილებთან ერთად, შპს „ეკოლოგი“, შპს „გარდი“, შპს „ისტ-ვესტ ექსპრესი“, შპს „კრისტალი-97“, შპს „მადნეულწყალმეურნეობა“, შპს „ჯი-პი-ემ“ ექსპლორეიშენ, შპს „სანბრეს კორპ. ლიგალ სერვისიზ“. ყველა ამ კომპანიაში ვხვდებით პილიპენკოს, ან სს „მადნეულს“. ასევე შპს Rich Metals Group B.V.-ს).
უშუალოდ შპს „ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ ფლობს შემდეგ კომპანიებს:
შპს „გლობალ ტრანსი“ _ 100%;
შპს „ინდუსტრია კირი“ _ 50%;
შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ _ 100%;
შპს „საქართველოს მედია ჰოლდინგი“ _ 100%;
შპს „გაზოილი“ _ 75%;
ნინო კობაიძე _ 25%.
კობაიძის სხვა კომპანიებია:
შპს „აირ კომპანი“, შპს „მისაქციელი 2001“, შპს „კონსულტანტი“.
შპს „ინტერტრანსი“ _ 100%;
შპს „ეისი“ _ 100%,
შპს „ტაურუსი“,
შპს „ვეგასი“ _ 100%;
შპს „ბიზნეს ცენტრი საბურთალო“ _ 100%;
შპს „ჭრელი აბანო“ _ 10%,
შპს „პოლიპლასტიკი“ _ 100%,
შპს „ჯორჯიან ბიზნეს ვიქ“ _ 100%,
შპს „ინტერპაკ“ _ 100%,
შპს „რუსთავი 2006“,
შპს „მედია მონიტორინგი“ _ 100%,
2014 წლიდან მფლობელი ხდება გოჩა ცქიტიშვილი.
გოჩა ცქიტიშვილის სხვა კომპანიებია:
შპს „რითეილ ფროფერთიზ“,
შპს „აიფიემ კვლევები“,
შპს „ორი ნაბიჯი“ (პარტნიორები: ავთანდილ წერეთელი, გიორგი ჩხეიძე, კახი ბექაური),
შპს „ვაიმაქს ჯორჯია“ _ 100%
2014 წლიდან მფლობელი ხდება სს „სილქნეტი“.
სტატიის პირველ ნაწილში ჩვენ ვისაუბრეთ მამუკა ბახტაძის უდავო კავშირზე დავით ბეჟუაშვილის კომპანიებთან. 2012 წლის დეკემბერში მამუკა ბახტაძე ტოვებს შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“ და შპს „ფაუერ თრეიდს“. 2013 წლის აპრილიდან კი უკვე სს რკინიგზის გენერალური დირექტორი ხდება.
სს „საქართველოს რკინიგზის“ დამფუძნებელი პარტნიორი და აქციების უმრავლესობის მფლობელი არის სახელმწიფო, წარმოდგენილი სს „საპარტნიორო ფონდის“ სახით. კომპანია წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს რკინიგზის“ სამართალმემკვიდრეს.
2010 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის დეკემბრის ჩათვლით ბახტაძე შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ აღმასრულებელი დირექტორი იყო, ხოლო ნათელა თურნავა _ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე საპარტნიორო ფონდში _ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. შეიძლება ამითაც იყო განპირობებული სს „რკინიგზის“ მმართველთა გადაწყვეტილება, რომელმაც განსაზღვრა ბახტაძის შემდგომი კარიერა.
ამ ეტაპზე კი, ალბათ, საინტერესოა, საპარტნიორო ფონდის სხვა ხელმძღვანელების ბიზნესინტერესები და კარიერა.
ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ფიგურა ირაკლი კოვზანაძეა _ სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი 2012-2015 წლებში, 2016 წლიდან კი საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნების“ სიით. მე-6 მოწვევის პარლამენტში (2004-2008 წწ.) კოვზანაძე „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების“ სიით მოხვდა.
გიორგი ჭილაძე სს „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე იყო 2012 წლის აპრილამდე, აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე 2012 წლის ივლისიდან ნოემბრამდე, შემდეგ კვლავ სს „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.
საპარტნიორო ფონდის საკუთრებაში შედის:
შპს „საპარტნიორო ფონდი-მწვანე განვითარება“ _ 100%
შპს „ლიკანის რეზიდენცია“ _ 100%
შპს „კლინიკების განვითარების კომპანია“ _ 100%
შპს „საქართველოს დარგობრივი და რეგიონული განვითარების კომპანია“ _ 100%
შპს „ლოპოტა“ _ 37,78%; პარტნიორი _ შპს „ლოპოტა ინვესტმენტი“
შპს „თეთრი ხიდი“ _ 50%
შპს „რუსთავი ჯგუფი“ _ 47%, პარტნიორი _ „რუსმეტალი“
შპს „გარდაბნის თბოსადგური“ 49,9%; პარტნიორი _ სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“,
შპს „წინანდლის მამულები“ _ 45,51%
შპს „გლობალ ბრენდი“ _ 100%
შპს „პროექტი“ _ 100%
შპს „იტონგ კავკასუს“ _ 34,74%
შპს „იმერეთი გრინერი“ _ 49,65%
შპს „ჯინო გრინ სითი კორპორაცია“ _ 49%; პარტნიორი _ შპს „ჯინო გრინ სითი“;
შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ _ 100%
შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ _ 100%
შპს „თბილისის ლოგისტიკის ცენტრი“ _ 100%
შპს „რუხის სავაჭრო ცენტრი“ _ 100%
შპს „საქართველოს შავი ზღვის პორტი“ _ 100%
შპს „ლაგოდეხის სავაჭრო ცენტრი“ _ 100%;
შპს „სტარტაპ საქართველო“ _ 100%.

საპარტნიორო ფონდის საქმიანობის, შესყიდვებისა და პროექტების შესახებ მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.