ქურთისტანის მუშათა პარტიამ ანკარასთან სამშვიდობო შეთანხმება გააუქმა
თურქეთში აკრძალულმა ქურთისტანის მუშათა პარტიამ, თურქეთის ამრიის მიერ, ერაყის ტერიტორიაზე მდებარე ქურთების პროვინციის ავიადაბომბვის შემდეგ, ანკარასთან უახლოეს წარსულში დადებული სამშვიდობო ხელშეკრულების დემონსტრირება მოახდინა. პარტიის ლიდერებმა ,,დროებით მშვიდობას“ უქმად დაკარგული დრო უწოდეს და ანკარის წინააღდეგ შეუპოვარი ბრძოლის განახლება დააანონსეს. აღნიშნული განცხადება პარტიის ოფიციალურ საიტზე დაიდო. ,,ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ აზრი დაკარგა. თურქეთის საოკუპაციო საჯარისო ნაწილებმა ჩვენი მოსახლეობის განდგურება დაიწყო. რათქმაუნდა პასუხი იქნება უმკაცრესი და დაუნდობელი“ ნათვამია განცხადებაში. თურქეთის არმიის სამხედრო საჰაერო ძალებმა, ერაყის ტერიტორიაზე მცხოვრები ქურთების პოზიციების დაბომბვა 25 ივლისს გამთენიისას დაიწყო. ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებაში მყოფმა ავიაგამანადგურებლებმა( F-16) სირიის ტერიტორიაზე ბაზირებული ტერორისტული ორგანიზაციის ,,ისლამისტური სახელმწიფოს“ პოზიციები დაბომბა, თუმცა თურქულმა ავიაციამ, ტერორისტებთან დაპირისპირებულ, ერაყის ჩრდილოეთით, მდებარე ქურთებით დასახლებულ სოფლებსაც შეუტია. ანკარამ ,,ისლამისტური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება, საზრვრიპირა ზოლში ორმხრივი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაღუპული, თურქი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შემდეგ მიიღო. საჰაერო ოპერაციის დაწყებამდე, ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე მასშტაბული წმენდა განახორციელა, რომლის დროსაც, თურქმა სამართალდამცავებმა, ტერორისტებთან კავშირის ბრალდებით 250 პირი დააკავა.