ქალაქ ლვოვის მერის სახლს ყუმბარმტყორცნი ესროლეს
პარასკევს, 26 დეკემბერს, გვიან ღამით, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ქალაქ ლვოვის მერის ანდრეი სადოვოის საცხოვრებელ სახლს ყუმბარმტყორცნი ესროლეს. ინფორმაციას ქალაქ ლვოვის შინაგანი უწყების, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსზე სვეტლანა დობროვოლსკაიაზე დაყრდნობით, სააგენტო «Интерфакс»-ი ავრცელებს. მისი თქმით ,,ინციდენტი გვიან, საღამოს ადგილობრივი დროით 22სთ-45წთ-ზე მოხდა. საცხოვრებელი სახლის მიმართულებით სროლას, დაუდგენელი პირები ყუმბარმტყორცნიდან ახორციელებდნენ. მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა და საქმე გამოსაძიებლად, უშიშროების სამსახურს გადაეგზავნა. საბედნიეროდ თავდასხმის მომენტში სახლში არავინ იმყოფებოდა და შესაბამისად არც არავინ დაზარალებულა“ – აცხადებს ქალბქტონი დობროვოლსკაია. აღსაღნიშნავია ,რომ პირველად მიმდინარე წლის 26 ივლისს, ისევ დაუდგენელმა პირებმა ქალაქის მერის საცხოვრებელ სახლს ეგრეთწოდებული ,,მუხა“ ესროლეს. ანდრეი სადოვოი ოჯახთან ერთად კარპატებში ისვენებდა.