ფერგიუსონში 18 წლის შავკანიანი მოზარდის მკვლელი პოლიციის რიგებიდან წასვლას აპირებს
მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, ამერიკის ქალაქ ფერგიუსონში, 18 წლის შავკანიანი მოზარდის მკვლელი პოლიციელი დარენ უილსონი, რომელიც ადგილობრივმა სასამართლომ გაამართლა, პოლიციის დეპარტამენტიდან წასვლას აპირებს. ,,საქმე იმაში არაა თუ წავა, აქ სამქე ეხება საკითხს,თუ როდის წავა“ – აცხადებს უილსონის ადვოკატი. ამას გარდა ადვოკატი უილსონის პოლიციის რიგებიდან სამუდამოდ წასვლასაც არ გამორიცხავს. ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. მიმდინარე წლის 9 გავისტოს მისურის შტატის ქალაქ ფერგიუსონში, პოლიციის ლეიტენანტმა დარენ უილსონმა, 18 წლის შეუიარაღებელი შავკანიანი მოზარდი მაიკლ ბრაუნი, პისტოლეტიდან რამოდენიმე გასროლით მოკლა. 24 ნოემბერს ფერგიუსონის სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე უილსონს ბრალდება მოუხსნა, ის გაამართლეს. სასამართლოს გადაწყვეტილებამ ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია და ქუჩაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ ძალა გამოიყენა და 500 ზე მეტი პროტესტანტი დააკავა.ფერგიოსუნში განვითარებულ მოვლენებს სოლიდარობა თითქმის მთელმა ქვეყანამ გამოუცხადა. ამერიკის რამოდენიმე შტატში საპროტესტო ტალღა აგროდა.