უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკში სამგზავრო ავტობუსი ააფეთქეს

7

ქალაქ დონეცკში, კერძოდ კუიბიშევის რაიონის მიმართულებით, უკრაინელი სამხედროების მიერ ნასროლი ჭურვი სამგზარვო ავტობუსს მოხვდა. აფეთქების შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო რამოდენიმე პირმა კი სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. ინფორმაციას ქალაქის მერზე იგორ მარტინოვზე დაყრდნობით, სააგენტო РИА «Новости»-ი ავრცელებს. ,,დილით ადრე უკრაინელი სამხედროების მიერ ნასროლი ჭურვი სამგზარვრო ავტობუსს მოხვდა და სამწუხაროდ ჩვენმა ქალაქმა კიდევ ერთი მსხვერპლი გაიღო” – აცხადებს მარტინოვი.