უკანასკნელი შვიდი დღის მანძილზე უკრაინულმა მხარემ 800 მებრძოლი დაკარგა

ბ5

დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის, სახელით მებრძოლი არმიის სამეთაურო შტაბის ხელმძღვანელის მოადგილის ედუარდ ბასურინის განცხადებით, უკანასკნელი შვიდი დღის მანძილზე, დონეცკზე განხორციელებული შეტევის დაწყებიდან, 800 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და ასზე მეტი პირი ტყვედ ჩაბარდა. იუწყება სააგენტო РИА «Новости». ,,კიევის მიერ აქტიური საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ, უკრაინულმა მხარემ 60 ერთეული ტანკი, 52 ერთეული საბრძოლო მანქანა და 800 მებრძოლი დაკარგა. 100-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი კი ტყვედ ჩაბარდა, დონეცკის აეროპორტს ჩვენ ვაკონტროლებთ. ჩრდილო დასავლეთ ნაწილში განლაგებული უკრაინული სამხედრო შენაერთები ცდილობენ პოზიციების დაბრუნებას, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული პერიმეტრის მიმართულებით,ბ რძოლები გრძელდება“ – აცხადებს ბასურინი.