სსრკ-ს ყოფილ მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ შეუშვებენ

21

რუსეთის დუმის დეპუტატი მიხეილ დეგტიარევი კოლეგებს გამარჯვების 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს. ,,საკონსულოებში ბიუროკრატიული წესები მოქმედებს, რის შედეგადაც უბრალო მოქალაქეებს ვიზების მისაღებად, საჭირო დოკუმენტების გასაფორმებლად რამოდენიმე თვიანი ლოდინი უწევთ. შედეგად, ჩვენს ყოფილ თანამემამულეებს უჭირთ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები ნათესავების მონახულება, თუნდაც გარდაცვლილი წინაპრებისათვის ხსოვნის პატივის მიგება. მემგონი არ იქნება ურიგო, წინასადღესასწაულო საჩუქარი გავუკეთოთ ადამიანებს და მივცეთ მათ საშუალება რუსეთში მცხოვრებ ახლობლებს ესტუმრონ“ – აღნიშნავს დეგტიარევი. როგორც სააგენტო ,,ლენტა.რუ“ აღნიშნავს, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოქალაქეთათვის სავიზო შეღავათები შესაძლოა 15 აპრილიდან, 15 ივნისის ჩათვილით დაწესდეს. სახელმწიფო დუმის დეპუტატი კოლეგებს, სპორტსმენებისათვის დაწესებული მოდელით სარგებლობას სთავაზობს, რომელიც მათ სპორტულ შეჯიბრებებში, რუსეთის ფედერაციის ტეროიტორიაზე უვიზო გადაადგილების საშუალებას აძლევთ.