სოფო ხუნწარია: „ამ ბიჭს დიდი თვალები აქვს, როგორც შიშს, ამ ბიჭის ჯოხი, წლები გავა და როზგივით მოგვხვდება“


“ამ ბიჭს დიდი თვალები აქვს, როგორც შიშს. ხელში ჯოხი ისე უჭირავს, მთელი მისი ბრაზი მასზე გადააქვს”, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერის ყოფილი მოადგილე სოფო ხუნწარია სოციალურ ქსელში, გუშინ აფრიკის დასახლებაში განვითარებული მოვლენების დროს გადაღებულ მამა-შვილის ფოტოს.

,,არც ის ვიცი ეკუთვნოდა თუ არა რომელიმე ოთხი კედელი, თუმცა ფაქტია, რომ მას თბილი ლოგინი არ აქვს. ამ ბიჭის თვალებში ჩვენი ყველას ამბავია და მასში მთელ სირცხვილს ამოიკითხავ, რომელიც ძალიან ბევრი წელია არ მოგვშორდა, არ წავიდა. დღეს ბევრ სახლში აეწყობა ნაძვის ხე და შესაძლოა ნიგვზის გარჩევაც დაიწყოს, როცა ამ ბიჭის ნაირი თვალები ბევრს აქვს და ისინი შიშს გვანან. ამ ბიჭის ჯოხი, წლები გავა და როზგივით მოგვხვდება. მას სხვა გაბრაზებული ჯოხი ეჭირება და ვეღარ გავაჩერებთ. მერე გავრიყავთ და შევარცხვენთ. ეს ამბავი არ არის ამ ბიჭზე, ჩვენზეა, უბრალოდ კარგად ჩანს მის დიდ თვალებში, რომელიც შიშივით შეგვეფეთება”, –  წერს სოფო ხუნწარია „ფეისბუქ“ გვერდზე.

ნენე ინჯგია