სომხური „ლავაში“ იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიყვანეს
სომხური ,,ლავაში“ იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიყვანეს. გადაწყვეტილება ორგანიზაციის სპეციალური კომიტეტის სხდომაზე მიიღეს, რომელიც პარიზში გაიმართა და არამატერიალური კულტურული ძეგლების დაცვას მიეძღვნა. იუნესკოს გადაწყვეტილება აზერბაიჯანულმა მხარემ გააპროტესტა და ,,ლავაშის“ დაცვის აქციას, რეგიონალური პრიორიტეტი უწოდა. ,,ეს სომხეთის კუთვნილება არაა, ეს მთელი რეგიონის (კავკასიის) საკუთრებაა და აუცილებელია ორგანიზაციის კულტურული მემკვიდრეობის ჩამონათვალში ეს ხაზგასმით აღინიშნოს“ – აცხადებს აზერბაიჯანული მხარე. რაც შეეხება სომხური წარმომავლობის განსაკუთრებულად ,,დაფასებულ“ მემკვიდრეობას, იუნესკო 8 ერთეულ სომხურ ობიექტს იცავს.