სერგი კაპანაძე: „დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ელისაშვილს პარლამენტში შესვლა უნდა და საბაბს ეძებს“

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ალეკო ელისაშვილს პარლამენტში უნდა შესვლა და ახლა ეძებს საბაბსცდილობს, ოპოზიციასთან კონფლიქტში შევიდეს რაღაც მოგონილი საბაბით. როგორც ჩანს, ახსნა ეს არის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია ჩვენზე საბოტაჟის ბრალდება“, – ასე აფასებსევროპული საქართველოსერთერთი წევრი სერგი კაპანაძე პარტიამოქალაქეებისლიდერ ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ბოკერია და უგულავა ვერ მოხვდნენ პარლამენტში და ამიტომ უნდათ, რომ ყველაფერი არიონსაბოტაჟით არიან დაკავებულები“.

„უსაფუძვლო ბრალდებებია, რომ ვითომ ჩვენ რაღაც ფულის აღება დავაბრალეთ.  მსგავსი რამ, უბრალოდ, არასდროს ყოფილა და ის, რომ რაღაც საბოტაჟს ვეწევით. ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვართ იმიტომ, რომ ეს არჩევნები გაყალბდა და ქართველ ხალხს წაართვეს ნება თავისუფალ არჩევნებზე, არ ჩაატარეს თავისუფალი არჩევნები და ამის გამო გვინდა, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს. თუ მას მიაჩნია, რომ კოდექსში რაღაცის გაუმჯობესების შედეგად ის უნდა შევიდეს პარლამენტში, ამ არჩევნებს თავი დაანებოს და თქვას, რომ კი ბატონო, ეს არჩევნები სამართლიანი იყო და ივანიშვილს „გაუპრავოს“ ეს პარლამენტი, ლეგიტიმაცია მისცეს, ეს უნდა გადაწყვიტოს და თქვას. გაუგებარია, რატომ შემოაქვს ასეთი განხეთქილება ოპოზიციის შიგნით მაშინ, როდესაც ყველა ოპოზიციური პარტია ჩამოყალიბებული ვართ?! ეს კიდევ ერთხელ ეჭვებს აჩენს მის რაღაც ქვეზრახვებზე. აქ სხვა არანაირი დასკვნის გაკეთება შემიძლია. საუბარი იმაზე, რომ „ევროპული საქართველო“ არის რაღაც საბოტაჟის რეჟიმში, უბრალოდ, არასერიოზულია“, – განაცხადა კაპანაძემ.

კაპანაძისვე თქმით,  „ევროპული საქართველო“ თავიდან ბოლომდე მონაწილეობდა ამ მოლაპარაკებებში.

„ჩვენი ამოცანა არის: მთავარი მოთხოვნები, რაც ყველა ოპოზიციურ პარტიას ჰქონდა, ბოლომდე გავიდეს. ეს არის ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრები და საარჩევნო რეფორმა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას პარლამენტში უნდა შესვლა და ახლა ეძებს საბაბს, ცდილობს, რომ ოპოზიციასთან კონფლიქტში შევიდეს რაღაც მოგონილი საბაბით. როგორც ჩანს, ახსნა ეს არის,  წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარია ჩვენზე საბოტაჟის ბრალდება მაშინ, როდესაც ჩვენ და სხვა ყველა ოპოზიციური პარტიები ვიცავთ ერთად წაყენებულ მოთხოვნებს. მას თუ უნდა პარლამენტში შესვლა, ეს უნდა თქვას და ამით მიიღოს შესაბამისი შედეგები. ასე არ გამოვა, რომ ჩვენ კიდევ აქეთ გვესროლოს ტალახი და ისაუბროს თითქოს წარუმატებელი შედეგი გვქონდა. ხო, არ გვქონდა წარმატებული შედეგი იმ მოლოდინთან მიმართებით, რაც გვინდოდა, ოღონდ ელისაშვილზე ოთხჯერ მეტი ხმა ავიღეთ მაინც. ის დამოკიდებულება, რომ თურმე ვიღაცებით ვერ გადიან პარლამენტში და ამიტომ  ამ მოლაპარაკებების საბოტაჟს ახდენენ, უბრალოდ, მის მორალზე უფრო მეტყველებს. როგორც ჩანს, მას აქვს ეს პრობლემა და მიაჩნია, რომ თვითონ თუ არ იქნება, სხვაც არ უნდა იყოს,  წინააღმდეგ შემთხევაში, სრულიად გაუგებარი ამბავია“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ნენე ინჯგია