სერგეი ლავროვი: „რუსეთი სირიას ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად დაეხმარება“

5

 

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა სირიას, ტერორიზმის წინააღდეგ საბრძოლველად დაეხმაროს. ინფორმაციას სააგენტო РИА «Новости» ავრცელებს. ,,რუსეთი სირიას ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად დაეხმარება. მაქსიმუმს გავიღებთ, რომ სირიის არმია ბრძოლისუნარიანობით ტერორისტულ ორგანიზაციებს გაუმკლავდეს და ქვეყანაში ნანატრმა მშვიდობამ დაისადგუროს. რაც შეეხება კოალიციას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს, მინდა ხაზგასმით ავღნიშნიო, რომ გაურკვეველი წარმოანაქმნი, გაურკვეველი მიზნებით და უმისამართო სროლით, ეწინააღდეგება საერთაშორისო ნორმებს და საფრთხეს უქმნის,მთლიანად რეგიონის მოსახლეობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ სირიის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის გეგმას და კეთილი ინებონ ამერიკელებმა, თავიანთ ევროპელ კოლეგებთან ერთად, მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ. ახლო აღმოსავლეთში ტერორიზმის წინააღდეგ ბრძოლა მსოფლიო თანამეგობრობის ერთ ერთი მთავარი პრიორიტეტია“ – აცხადებს რუსეთის პირველი დიპლომატი.