სასამართლომ კენედის მკვლელის კუბო მის ძმას გადასცა

dere

ტეხასის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამერიკის პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელის ლი ხარვი ოსვალდის კუბო, არა დამკრძალავ ბიუროს, არამედ მის ღვიძლ ძმას რობერტ ოსვალდს ეკუთვნის. წერს გაზეთი New York Times-ი. ქალაქ ფორტ-უერტის მოსამართლემ დონალდ კროსბიმ, დაადგინა, რომ ადგილობრივმა დამკრძალავმა ბიურომ (Baumgardner) იცრუა, თითქოს მათ ოსვალდის კუბო დაწვეს. რობერტ ოსვალდმა სარჩელი სასამართლოში მას შემდეგ შეიტანა, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ დამკრძალავი ბიუროს მეპატრონემ 2014 წელს კუბო აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა. ლოტის ფასმა 87.5 ათასი დოლარი შეადგინა, თუმცა დამკრძალავ ბიუროსა და რობერტ ოსვალდის სასამართლო დავის დასრულებამდე ის აუქციონის საცავში გადაიტანეს.ოსვალდების ოჯახის ადვოკატის განცხადებით, კენედის მკვლელის ძმა კუბოს განადგურებას, რაც შეიძლება სწრაფად შეეცდება. ლი ხარვი ოსვალდი, კენედიზე თავდასხმის შემდეგ, ჯეკ რუბიმ მოკლა.