რუსეთის შავი ზღვის ფლოტი 2015 წელს ყირიმში ბაზებს გააძლიერებს

5

რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტი 2015 წელს, ახალ ფორმირებებს გააძლიერებს, შეიქმნება და აშენდება ახალი იმფრასტრუქტურა და რათქმაუნდა განახლდება საბრძოლო პოლიგონების აღჭურვილობა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს შესაბამის განკარგულებას სააგენტო РИА «Новости» ავრცელებს. ,,შავი ზღვის ფლოტის ,,რაინდები“ ხმელთაშუაზღვის ოკეანის განაპირა აკვადორიის ტერიტორიულ  წყლებში სამსახურს გააგრძელებენ, როგორც დამოუკიდებლად ასევე სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო ფლოტილიის მხარდამხარ. წინ უამრავი გამოცდა გველის და შესაბამისად დასახულ ამოცანას, სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით. ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე სამხედრო ინფრასტრუქტურა ძირეულადაა შესაცვლელი. პარალელურად მოწესრიგდება კავკასიის განაპირა საზღვაო ზოლში მდებარე ინფრასტრუქტურა და საწვრთნელი პოლიგონები. შავი ზღვის ფლოტი ახალ სამხედრო გემებს ელოდება და ეს შეუფერხებლდ უნდა განხორციელდეს“ – ნათქვამია განკარგულებაში. რაც შეეხება ქვეყნის თავდაცვის უწყებას, მათი გადაწყვეტილებით, ყირიმის ნახევარკუნძულის სანაპირო დაცვის რიგები სამთო ბატალიონით გაძლიერდა.